top of page


კლუბების საქმიანობის შეჯამება
სასწავლო წლის დასასრულს, სასკოლო კლუბების წევრებს განხორციელებული აქტივობებისა და პროექტებისთვის გადაეცათ სერტიფიკატები. დაჯილდოვდნენ გაეროს მოდელირების, ეკო კლუბის, მეწარმეობისა და რუსული ენის კლუბის მოსწავლეები.


ეკოკლუბის ვიზიტი ნიქოზში
ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ეკოკლუბის წევრები ნიქოზს ესტუმრნენ და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით შეგროვებული თანხით შეძენილი საჩუქრები სოფლის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გადასცეს.


18 მარტი - ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღეა
როგორ ფიქრობთ…
რამდენი წელია საჭირო პლასტიკის დაშლისთვის? შუშის? ქაღალდის?


ეკოკლუბის გასვლითი ვორქშოპი თელავში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრებისთვის ქალაქ თელავში ჩატარდა გასვლითი გარემოსდაცვითი ვორქშოპი. მოსწავლეები ჩაერთნენ როლურ თამაშებში, თემატურ დისკუსიებში, გუნდურ და შემოქმედებით აქტივობებში, სადაც იმუშავეს გარემოს დაცვის საკითხებზე. სამი დღის განმავლობაში მათ მიიღეს ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე მონაწილეობა მიიღეს საღამოს აქტივობებსა და შემეცნებით ექსკურსიაში თელავში. ვორქშოპის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები. ორგანიზატორი პედაგოგე


წითელი ჯვრის ტრენინგი ქართულ-ამერიკულ სკოლაში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, სკოლას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ეწვია . მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო პირველადი დახმარების საფუძვლები, ისაუბრა გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების სწორ ალგორითმზე და პრაქტიკულად აჩვენა გულის მასაჟის შესრულების წესები. თეორიული ნაწილის შემდეგ, ეკოკლუბის წევრებმა მულაჟის გამოყენებით მიღებული ცოდნა პრაქტიკით გაამყარეს. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელს ცოდ


"გაუყავი თხილის გული"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით მოსწავლეებმა შეიძინეს სურსათი და 27 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ მოინახულეს.გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის მოსწავლეები, ეკოკლუბის ხელმძღვანელ ლიკა მესხთან ერთად. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ე ლენე ფანჯიკიძემ და ირმა დოლიძემ, გულთბილად უმასპინძლეს GAS-ელებს და ს


ეკო კლუბი პარლამენტარიზმის მუზეუმში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეები ექსკურსიით იმყოფებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები, მათ შორის უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული მასალები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს დარბაზები, ნახეს თემატური დოკუმენტური ფილმები და გიდის დახმარებით მიიღეს ბევრი საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია საქართველოს საპარლამენტო ისტორიის შესახ


გაზიარებული წიგნი, გაზიარებული სიკეთე
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ინიციატივით, აქციის - „მოახდინე ცვლილებას“ - ფარგლებში სკოლაში შეგროვდა წიგნები. კეთილ საქმეში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო , რის შედეგადაც დიდი რაოდენობით წიგნი შეგროვდა. შემდეგ წიგნები გადავეცით საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასს“. შეგროვილი წიგნები განაწილდება დღის ცენტრებში და დედოფლისწყაროს სკოლებში. განსაკუთრებით თბილი იყო ის ფაქტი, რომ GAS-ელებმა წიგნებში გულთბილი წერილები ჩადეს - ასე რომ, მომავალ მკითხველს წიგნთან ერთად ჩვე


კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ტრადიცია გრძელდება! საინფორმაციო კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“ შარშანაც ჩატარდა და ეკო კლუბის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება . ყოველ წელს სხვადასხვა მოსწავლეები ერთვებიან კამპანიაში, ამზადებენ პოსტერებს და მოსახლეობას უზიარებენ ენერგიის დაზოგვის მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევებს. პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილება! #ეკოკლუბი #გონივრულიენერგია #ენერგიისდაზოგვა #ზრუნვაგარემოზე


სტუმრობა „კათარზისში“
ქართულ-ამერიკული სკოლის სხვადასხვა კლუბის მოსწავლეები ესტუმრნენ „კათარზისს. ბავშვებმა მოხალისეებად იმუშავეს სასადილოში და საკუთარი წვლილი შეიტანეს კეთილ საქმეში. ასევე დაათვალიერეს ორგანიზაციის სივრცეები და პირადად გაიცნეს ბენეფიციარები. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში. ჩვენთვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა და ემპათია ძალიან მნიშვვნელოვანია.


საქველმოქმედო კვირეული
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნოემბერი სავსე იყო კეთილი საქმეებით! ეკო-კლუბის ინიციატივით სკოლაში განთავსდა სასაჩუქრე ყუთები ფონდ „მომავლის გზის“ ბავშვებისთვის. კამპანიაში ბევრი ადამიანი ჩაერთო, ხოლო შეგროვებული საჩუქრებით GAS-ის ეკო-კლუბის წევრები „მომავლის გზის“ პატარა მეგობრებს ესტუმრნენ , გადასცეს საჩუქრები და მათთან ერთად გაიზიარეს გულწრფელი სიხარულის წუთები. ბავშვების ღიმილი ხომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია! ასევე, Halloween-ზე თვითმმართველობამ გამართა საქველმოქმედო გამ


"ყოველი წვეთი წყალი ძვირფასია“
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power-ის საინფორმაციო კამპანიის „ყოველი წვეთი წყალი ძვირფასია“ ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში შედგა საგანმანათლებლო შეხვედრა ეკო-კლუბი “ლარიქსის” წევრებთან. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა ვიდეო-პრეზენტაციის საშუალებით გაიგეს: თუ რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე; რამდენად მნიშვნელოვანია წყალზე ზრუნვა; როგორ უნდა დავიცვათ წყლის თითოეული წვეთი; რა დადებითი გავლენა აქვს წყლის რაციონალურ გამოყენებას გარე


„ეკო წიგნის“ პრეზენტაცია - „მწვანე პოლუსი“
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის აქტივობები გრძელდება! ამჯერად კლუბის მოსწავლეებთან შესახვედრად სკოლას ესტუმრნენ ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ წარმომადგენლები. ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით სტუმრებმა ჩაატარეს „ეკო წიგნის“ პრეზენტაცია და ისაუბრეს გარემოსდაცვით მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენი ეკო კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ტესტირება, რომლის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი — მათ გადაეც


🌍💉 ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები კვლავ შემოქმედებითად და ენერგიულად ჩაერთნენ მნიშვნელოვან საქმეში. ✨ ბავშვებმა შექმნეს...


კლუბების საქმიანობის წლიური შეჯამება
ქართულ-ამერიკული სკოლის კლუბების საქმიანობის წლიური შეჯამება სასწავლო წლის ბოლოს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა კლუბური საქმიანობის...


შემეცნებითი ვიზიტი მეგალაბში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა, პედაგოგ ლიკა მესხის ხელმძღვანელობით, შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში ეწვივნენ მეგალაბის ...


პატარა ნაბიჯები - დიდი საქმეები!
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბელებმა, ლიკა მესხის ხელმძღვანელობით, პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ ფარგლებში ჩაატარა ვორქშოპი თემაზე:...


„დედამიწა საფრთხეშია“
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა სპექტაკლი „დედამიწა საფრთხეშია“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ VI და VII...


ეკოკლუბისა და მეწარმეობის კლუბის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბისა და მეწარმეობის კლუბის მოსწავლეებმა გამართეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი აქსესუარები, ტკბილეულობა, ნახატები და სხვა სახის კრეატიული ნამუშევრები. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოება – მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია და მშობლები. გამოფენიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდა საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“. ქართულ-ამერიკული სკოლა მუდამ ხელს უწყობს მოსწავლეებშ


კინო და ტელეინდუსტრიის კულისები – შეხვედრა პროდიუსერ, თეონა მაზმიშვილთან
მშობელთა ჩართულობის და პროფესიული ორიენტაციის პროექტების ფარგლებში ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია პროდიუსერი თეონა მაზმიშვილი. შეხვედრას...
bottom of page

