top of page


ტრიუმფი XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ზე
GAHS-ისა და GAHSV-ის მოსწავლეებმა XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ზე მოიპოვეს 6 ოქრო, 4 ვერცხლი, 13 ბრინჯაო, საერთაშორისო პრემიები და ეწვივნენ MIT-სა და ჰარვარდის უნივერსიტეტს.


𝐒𝐩𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 𝐁𝐞𝐞 𝟐𝟎𝟐𝟔 | 𝐆𝐀𝐇𝐒𝐕
ვაკის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში IV–VIII კლასებისთვის ინგლისური მართლწერის კონკურსი ჩატარდა. გაიცანით გამარჯვებულები და ღონისძიების დეტალები.


FC Dinamo Tbilisi ფეხბურთელები სტუმრად GAHSV-ში
დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, სპორტული და საზეიმო განწყობა სუფევდა!
FC Dinamo Tbilisi-ს ფეხბურთელებმა GAS-ელებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო, სადაც ბავშვებმა ფეხბურთელებს საინტერესო კითხვები დაუსვეს. მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მათი სპორტული კარიერის, წარმატების და ყოველდღიური რეჟიმის შესახებ. ინტერვიუების შემდეგ განსაკუთრებული ემოციების დრო დადგა - ბავშვებმა სამახსოვრო ავტოგრაფები მიიღეს.


გლობალური კონფლიქტები ბავშვების თვალით
ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-9 კლასელი ნინო ხურცილავას ინიციატივით სკოლაში გაიმართა ხატვის კონკურსი „გლობალური კონფლიქტები“, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრებითა და პრეზენტაციებით თანამედროვე კონფლიქტების შესახებ ხედვები წარმოადგინეს.


საჭადრაკო ციებ-ცხელება – სტუმარი: დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი
სკოლას სტუმრობდა მოჭადრაკე, დიდოსტატი, ნინო ბაციაშვილი. ქალბატონმა ნინომ ბავშვებს თავისი კარიერის უამრავი საინტერესო ამბავი გაუზიარა. მოსწავლეები ყველაზე მეტად მსოფლიო ჩემპიონთან, #მაგნუს კარლსენთან ფრედ დასრულებული პარტიის ისტორიამ აღაფრთოვანა. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა დიდოსტატთან ერთდროული თამაშის სეანსშიც გამოსცადეს ძალები.


ევროპული სასწავლო ვიზიტი 2026
წარმატებით დასრულდა ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) 31-კაციანი დელეგაციის ევროპული სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებში IX-X კლასის მოსწავლეები ციურიხს, ბრიუსელსა და ამსტერდამს ესტუმრნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები მეგი ტალახაძე და ანი კვერნაძე, ევროპული განათლების ასოციაციის (EEA) დამფუძნებელ გიორგი აგირბაიასთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ევროპარლამენტი, ევროკომისია, პარლამენტარიუმი, ატომიუმი, Mini-Europe და ბელგიის პარლამენტი. განსაკუთრებული გა


GAS-ელების ტრიუმფი გერმანიაში!
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს გერმანიის მათემატიკური ოლიმპიადის ფინალურ ტურში, რომელიც 28 აპრილს ფრანკფურტში გაიმართა! ოლიმპიადის საწყის ეტაპზე 140 ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. ფრანკფურტის ფინალურ ტურში კი საუკეთესოებს შორის საუკეთესოები - 48 ქვეყნის 300-ზე მეტი მოსწავლე შეეჯიბრა ერთმანეთს. ჩვენმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საქართველოს 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოუტანეს! გაიცანით ჩვენი გამარჯვებულები: ნატალია სუბელ


GAS & GAHS | NHSMUN 2026
🌍 GAS & GAHS დელეგაცია NHSMUN 2026-ზე ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 45-წევრიანი დელეგაცია მონაწილეობდა საერთაშორისო გაეროს მოდელირების კონფერენციაში - NHSMUN 2026 , რომელიც გაიმართა New York City-ში . ვიზიტი იყო მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც აერთიანებდა აკადემიურ დებატებს, დიპლომატიურ თანამშრომლობას და კულტურულ აღმოჩენებს. გახსნის ცერემონიაზე მოსწავლეებმა მოისმინეს კამალა ჰარისის (აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი) შთ


𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა - 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦. პროექტი, უკვე მესამე წელია ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით . წლიდან წლამდე ის სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. წელს ფორუმში 𝟓𝟎 მოსწავლე მონაწილეობდა. 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦 მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა: საჯარო გამოსვლისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; კრიტიკული და


გაეროს მოდელირება 𝟮𝟬𝟮𝟲
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით დასრულდა გაეროს მოდელირების (𝗠𝗨𝗡) სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დელეგატები, ხოლო წინა წლების გამოცდილი მონაწილეები ჯგუფების ლიდერებად მოგვევლინნენ. ორივე სკოლის დელეგატები მარტში გაემგზავრებიან ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 𝗡𝗛𝗦𝗠𝗨𝗡-ის საერთაშორისო კონფერენციაში. სკოლაში გამართული მოდელირება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო ასპარეზზ


MUN 2026 | ორგანიზაციული შეხვედრა
მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით , ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართება გაეროს მოდელირების სიმულაცია (MUN) - სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი , რომელიც მოსწავლეებს დიპლომატიური, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებაში დაეხმარება. პროექტში მონაწილეობას იღებს ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების 39 დელეგატი . შარშანდელი დელეგატები, მათ შორის ნიუ-იორკში გამართული გაეროს კონფერენციის მონაწილ


მზადება NHSMUN 2026 -ისთვის
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები აქტიურად ემზადებიან გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციისთვის (NHSMUN 2026). ამასთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ორდღიანი მოსამზადებელი სესია . დელეგატებმა ინდივიდუალურად წარადგინეს დამუშავებული თემები და მიიღეს ჩვენი კვალიფიციური მენტორების რეკომენდაციები , რაც მონაწილეებს დაეხმარება არგუმენტაციის გაძლიერებასა და დიპლომატიური უნარების დახვეწაში. ჩვენი დელეგატები თავდაჯერებულად აგრძელებენ გზას საე


2025 | SAT | Top Scoring Students
𝟐𝟎𝟐𝟓 | 𝐒𝐀𝐓 | ქართულ-ამერიკული სკოლის წლის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები ქართულ-ამერიკული სკოლა ამაყობს 𝟐𝟎𝟐𝟓 წლის 𝐒𝐀𝐓 გამოცდაზე ჩვენი მოსწავლეების გამორჩეული შედეგებით: ელენე მამულაშვილი — 𝟏𝟓𝟎𝟎 ქულა 𝐈𝐖𝐈𝐒𝐄 საერთაშორისო კონფერენცია ალექსანდრე ნაზღაიძე — 𝟏𝟓𝟎𝟎 ქულა 𝐑𝐞𝐠𝐞𝐧𝐞𝐫𝐨𝐧 𝐈𝐒𝐄𝐅 საერთაშორისო გამოფენის ფინალისტი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის გამარჯვებული ზურაბ კილაძე — 𝟏𝟒𝟖𝟎 ქულა 𝐈𝐖𝐈𝐒𝐄 საერთაშორისო კონფერენცია ელენე მარი ლომთაძე — ���


Model United Nations (MUN) 2025
ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული გაეროს მოდელირების Model United Nations (MUN) 2025 კონფერენციაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა. პროექტი დაფუძნებულია გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე და წარმოადგენს საგანმანათლებლო სიმულაციას, რომელიც მონაწილეებს - გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების როლში - საშუალებას აძლევს განიხილონ საერთაშო


𝗟𝗘𝗔𝗗𝗘𝗥 𝗢𝗙 𝗧𝗛𝗘 𝗬𝗘𝗔𝗥
𝗚𝗔𝗦 და 𝗚𝗔𝗛𝗦 წლის ლიდერი სკოლები გახდნენ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო 𝗟𝗘𝗔𝗗𝗘𝗥 𝗢𝗙 𝗧𝗛𝗘 𝗬𝗘𝗔𝗥 ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დირექტორებს, ირმა მესხიშვილს და მამუკა მესხიშვილს გადაეცა. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის 19 დეკემბერს, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა. ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგ


"დაიჭირე მომენტი" -ფოტოკონკურსი
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების თვითმმართველობის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა ფოტოკონკურსი. კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი — ანისია გრძელიძე მეორე ადგილი — თუთი ქელეხასაშვილი მესამე ადგილი — მაგდა ზურაბაშვილი პირველი ადგილის მფლობელს გადაეცა სპეციალური საჩუქრები — ფოტოხელოვნებისთვის საჭირო აქსესუარები. ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და შემოქმედებითი ნამუშევრებისთვის!


პროექტი „დღეს მე მუზეუმის თანამშრომელი ვარ“
სასკოლო პროექტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ქართულ-ამერიკული სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ერთი დღით მუზეუმის გიდები გახდნენ და სტუმრებს, თავიან თანატოლებს, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითადი საკითხები გააცნეს, ის სახლი დაათვალიერებინეს, სადაც მწერალმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ამ საპასუხისმგებლო დღემდე ბავშვებმა ქართულის მასწავლებელთან, თინათინ ჯანელიძესა და მუზეუმის თანამშ


საქართველოს 𝐈𝐈𝐈 ჩემპიონატი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადაში
𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადა 𝟐𝟎𝟐𝟓-𝟐𝟎𝟐𝟔 — ჩვენი სკოლების სტუდენტები მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის! ქართულ-ამერიკულ და ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლებში (𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒) წარმატებით დასრულდა 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის შესარჩევი ტური. ოლიმპიადა უკვე მესამედ ტარდება საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ორგანიზებით. ჩვენი გუნდები სტაბილურად ინარჩუნებენ ძლიერი მონაწილეების სტატუსს და ტრადიციულად საუკეთესო შედეგებზე არიან ორიენტირებულნი. წინა ორი წლის ოლიმპიადებში უკვე გვქონდა შთამბეჭ


𝐄𝐚𝐬𝐭 𝐂𝐡𝐢𝐧𝐚 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐒𝐜𝐢𝐞𝐧𝐜𝐞 𝐚𝐧𝐝 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲
ქართულ-ამერიკული სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ 𝐄𝐂𝐔𝐒𝐓-ის (𝐄𝐚𝐬𝐭 𝐂𝐡𝐢𝐧𝐚 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐒𝐜𝐢𝐞𝐧𝐜𝐞 𝐚𝐧𝐝 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲) წარმომადგენლები. 𝐄𝐂𝐔𝐒𝐓 ერთ-ერთი წამყვანი აზიური უნივერსიტეტია შანხაიში. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული უკვე სწავლობს ამ უნივერსიტეტში. ვაფართოებთ საერთაშორისო კავშირებს აზიის რეგიონში. შეხვედრაზე განიხილეს: აკადემიური პროგრამები და სპეციალობები; სტუდენტური ცხოვრების პირობები; საერთაშორისო გაცვლი


სტუმრობა „კათარზისში“
ქართულ-ამერიკული სკოლის სხვადასხვა კლუბის მოსწავლეები ესტუმრნენ „კათარზისს. ბავშვებმა მოხალისეებად იმუშავეს სასადილოში და საკუთარი წვლილი შეიტანეს კეთილ საქმეში. ასევე დაათვალიერეს ორგანიზაციის სივრცეები და პირადად გაიცნეს ბენეფიციარები. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში. ჩვენთვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა და ემპათია ძალიან მნიშვვნელოვანია.
bottom of page

