"გენდერული თანასწორობა"
Jan 24, 2024
1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე: "გენდერული თანასწორობა". მოსწავლეებმა განიხილეს გენდერთან დაკავშირებული ტერმინები, იმსჯელეს სტერეოტიპებზე, სავალდებულო გენდერულ კვოტირებაზე. შესრულდა სხვადასხვა აქტივობა. ღონისძიებას უძღვებოდა მოწვეული ტრენერი - ნინო ოტიაშვილი.






