როგორ ჩავაბაროთ საზღვარგარეთ -GAS Seniors Talk
- Mar 17
- 1 min read

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მხარდაჭერით, უფროსკლასელებისთვის გაიმართა საუნივერსიტეტო ორიენტაციის შეხვედრა.
შეხვედრას უძღვებოდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები - ელენე ლომთაძე და ანდრია წილოსანი, რომლებიც უკვე ჩარიცხულნი არიან საერთაშორისო უნივერსიტეტებში.
მათ 9 -11 კლასის მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცესზე - ისაუბრეს რეალურ გამოწვევებზე, იმ „წყალქვეშა ქვებზე“, რომლებიც ხშირად ხვდებათ აბიტურიენტებს განაცხადის მომზადებისას, უნივერსიტეტის არჩევისა და დოკუმენტების გაგზავნის ეტაპზე.
ელენემ დეტალურად ისაუბრა ამერიკული უნივერსიტეტების მიღების პროცესზე, ხოლო ანდრიამ გაუზიარა მოსწავლეებს გამოცდილება ევროპულ უნივერსიტეტებში ჩაბარების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მუშაობს გამოცდილი საუნივერსიტეტო მრჩეველთა გუნდი, ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - რადგან თანატოლების რეალური გამოცდილება ხშირად ყველაზე საინტერესო და ბევრისმომცემია.

