საჭადრაკო ციებ-ცხელება – სტუმარი: დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი
- Jun 2
- 1 min read
დიდი გამარჯვებები პირველი სვლით იწყება
𝟐 ივნისს, ჩვენს სკოლაში ნამდვილი საჭადრაკო ციებ-ცხელება იყო! სანამ პირველკლასელები ეზოს გიგანტურ დაფაზე სვლების გაკეთებაში ვარჯიშობდნენ, საჭადრაკო წრის მოსწავლეებს უიშვიათესი შესაძლებლობა მიეცათ - ისინი ქართველ დიდოსტატს, ნინო ბაციაშვილს შეხვდნენ.
სკოლას სტუმრობდა მოჭადრაკე, რომელიც მსოფლიოს ქალთა რეიტინგში მე-𝟏𝟓 ადგილს იკავებს და არის ჭადრაკის დიდოსტატი როგორც ქალთა, ისე კაცთა შორის. ნინო ბაციაშვილი გახლავთ ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონი რაპიდში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის 𝟒 გზის გამარჯვებული და 𝟐𝟎𝟐𝟐 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.
ქალბატონმა ნინომ ბავშვებს თავისი კარიერის უამრავი საინტერესო ამბავი გაუზიარა. მოსწავლეები ყველაზე მეტად მსოფლიო ჩემპიონთან, #მაგნუს კარლსენთან ფრედ დასრულებული პარტიის ისტორიამ აღაფრთოვანა. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა დიდოსტატთან ერთდროული თამაშის სეანსშიც გამოსცადეს ძალები.
ამ ემოციური დღის ბოლოს კი, ქალბატონმა ნინომ პედაგოგ მეგი ესებუასთან ერთად
შიდა სასკოლო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა:
𝐈 ადგილი - დავით მაჭავარიანი (𝐈𝐕-𝟐)
𝐈𝐈 ადგილი - დემეტრე მოწონელიძე (𝐈𝐕-𝟒)
𝐈𝐈𝐈 ადგილი - გიორგი გეწაძე (𝐈𝐕-𝟑)
ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა ბავშვებისთვის ახალი მიზნების დასახვის, საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებისა და წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების საფუძველია.

