top of page

ჰოლანდია 2017

Dec 9, 2017
1 min read

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IJSO, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

წელს ჰოლანდიაში IJSO ოლიმპიადა 3-13 დეკემბერს მე-14 ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 52 ქვეყნის გუნდი. თითოეულ გუნდში 6-6 მოსწავლეა, რომელთა ასაკი არ აღემატება 16 წელს. მოსწავლეები ერთმანეთს 3 საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში – ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ეჯიბრებიან.

​

ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება და მოიცავს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებს. IJSO – მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოლიმპიადად და ის 10დღის განმავლობაში გრძელდება. გუნდის ლიდერები და მოსწავლეები ცალ-ცალკე იმყოფებიან. წელს ლიდერები ქ. ნაიმეგენში, ვალ მონტეს სასტუმროში, ხოლო მოსწავლეები ქ. არნემის, ოლიმპიური მომზადების ცენტრ – პაპენდალში ცხოვრობდნენ.

​

ყოველთვის ბრწყინვალედ არის ორგანიზებული ოლიმპიადის ექსკურსიების პროგრამა. მოსწავლეებმა და ლიდერებმა დაათვალიერეს ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა რემბრანდტის და ვან გოგის მუზეუმებმა, ასევე ამსტერდამის ქუჩებში ნავით სეირნობამ.

​

უკვე ცნობილია მომდევნო IJSO-ს მასპინძელი ქვეყნები. შემდეგ წლებში ოლიმპიადა – ბოცვანაში, კატარში, გერმანიაში, განაში, ესტონეთსა და ტაილანდში ჩატარდება.

 
 
bottom of page