top of page
ეკო კლუბი
კლუბის სახელწოდება: ,,ლარიქსი’’
კლუბის სლოგანი:
კლუბის მიზანი: ეკოკლუბი ლარიქსის მიზანია გარემოსადაცვითი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება,მდგრადი განვითარების მიზნებზე მუშაობა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის კონკურსში მონაწილება და არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა.

კლუბის ხელმძღვანელი
ლიკა მესხი


ეკოკლუბის გასვლითი ვორქშოპი თელავში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრებისთვის ქალაქ თელავში ჩატარდა გასვლითი გარემოსდაცვითი ვორქშოპი. მოსწავლეები ჩაერთნენ როლურ თამაშებში, თემატურ დისკუსიებში, გუნდურ და შემოქმედებით აქტივობებში, სადაც იმუშავეს გარემოს დაცვის საკითხებზე. სამი დღის განმავლობაში მათ მიიღეს ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე მონაწილეობა მიიღეს საღამოს აქტივობებსა და შემეცნებით ექსკურსიაში თელავში. ვორქშოპის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები. ორგანიზატორი პედაგოგე


წითელი ჯვრის ტრენინგი ქართულ-ამერიკულ სკოლაში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, სკოლას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ეწვია . მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო პირველადი დახმარების საფუძვლები, ისაუბრა გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების სწორ ალგორითმზე და პრაქტიკულად აჩვენა გულის მასაჟის შესრულების წესები. თეორიული ნაწილის შემდეგ, ეკოკლუბის წევრებმა მულაჟის გამოყენებით მიღებული ცოდნა პრაქტიკით გაამყარეს. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელს ცოდ


"გაუყავი თხილის გული"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით მოსწავლეებმა შეიძინეს სურსათი და 27 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ მოინახულეს.გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის მოსწავლეები, ეკოკლუბის ხელმძღვანელ ლიკა მესხთან ერთად. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ე ლენე ფანჯიკიძემ და ირმა დოლიძემ, გულთბილად უმასპინძლეს GAS-ელებს და ს


ეკო კლუბი პარლამენტარიზმის მუზეუმში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეები ექსკურსიით იმყოფებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები, მათ შორის უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული მასალები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს დარბაზები, ნახეს თემატური დოკუმენტური ფილმები და გიდის დახმარებით მიიღეს ბევრი საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია საქართველოს საპარლამენტო ისტორიის შესახ


გაზიარებული წიგნი, გაზიარებული სიკეთე
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ინიციატივით, აქციის - „მოახდინე ცვლილებას“ - ფარგლებში სკოლაში შეგროვდა წიგნები. კეთილ საქმეში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო , რის შედეგადაც დიდი რაოდენობით წიგნი შეგროვდა. შემდეგ წიგნები გადავეცით საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასს“. შეგროვილი წიგნები განაწილდება დღის ცენტრებში და დედოფლისწყაროს სკოლებში. განსაკუთრებით თბილი იყო ის ფაქტი, რომ GAS-ელებმა წიგნებში გულთბილი წერილები ჩადეს - ასე რომ, მომავალ მკითხველს წიგნთან ერთად ჩვე


კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ტრადიცია გრძელდება! საინფორმაციო კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“ შარშანაც ჩატარდა და ეკო კლუბის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება . ყოველ წელს სხვადასხვა მოსწავლეები ერთვებიან კამპანიაში, ამზადებენ პოსტერებს და მოსახლეობას უზიარებენ ენერგიის დაზოგვის მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევებს. პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილება! #ეკოკლუბი #გონივრულიენერგია #ენერგიისდაზოგვა #ზრუნვაგარემოზე
bottom of page

