ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა დაარსდა 2013 წელს;
სკოლა განთავსსებულია ორ დამოუკიდებელ შენობაში;
1. ნ. რამიშვილის ქ. # 16; (საერთო ფართი 1800 კვ.მ);
-
დაწყებითი საფეხური (I-V) კლასები
-
მოსამზადებელი ჯგუფი (5-6 წლის აღსაზრდელები)
2. ჭავჭავაძის გამზ. ჩიხი II, N7; (საერთო ფართი 3800 მ;კვ. მზიურის პარკთან)
-
საბაზო საფეხური (VI-IX) კლასები
-
საშუალო საფეხური (X-XII) კლასები;


ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დამფუძნებელი, პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებებია:
-
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (ნაძალადევის რაიონი, ჭყონდიდელის ქ. N18);
-
TOEFL-ის, SAT-ის და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ცენტრი
ვაკის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში დაგხვდებათ:
-
უსაფრთხო გარემო - სერტიფიცირებული დაცვის სამსახურითა და ტექნოლოგიურად გამართული უსაფრთხო სისტემებით;
-
კვების ბლოკი;
-
სამედიცინო კაბინეტი;
-
ღია და დახურული სპორტული დარბაზი;
-
საკონფერენციო დარბაზი;
-
კომპიუტერული და STEM ლაბორატორიები;
ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდი მომავალ თაობას აძლევს ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებულ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის განათლებას.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.





