top of page


მოგზაურობა დროში და ისტორიაში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელი დროში, ისტორიასა და ცოდნის სამყაროში ამოგზაურეს. მათ ინგლისურ ენაზე წარადგინეს ორი შთამბეჭდავი პროექტი - „Time Travelers“ და „Live Museum“, რომელთა ხელმძღვანელი ც ინგლისური ენის პედაგოგი, ნატო მიქავა , გახლდათ. პროექტის „Time Travelers“ ფარგლებში დროის საზღვრები წაიშალა — მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის უდიდესი აღმოჩენები , რომლებმაც კაცობრიობის განვითარების ისტორია შეცვალა: ბორბალი, ქაღალდი, პენიცილ


მე-3 კლასების საახალწლო პროექტი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წინასაახალწლო კვირები სავსე იყო მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიებებით. სკოლაში ყველგან იგრძნობოდა მხიარული ჟრიამული, საახალწლო განწყობა და ფუსფუსი. ამჯერად გვინდა მოგიყვეთ მე-3 კლასების საახალწლო პროექტზე , რომელმაც პატარა მოსწავლეების შემოქმედება და ფანტაზია განსაკუთრებულად წარმოაჩინა. პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს მოთხრობის სტრუქტურა და პერსონაჟის აღწერა, იმუშავეს ჯგუფურად და შექმნეს საკუთარი ზღაპრები. პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ხელოვნებ


საახალწლო აქსესუარების შექმნის შემოქმედებითი ვორქშოპი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საახალწლო აქსესუარების შექმნის შემოქმედებითი ვორქშოპი , რომელსაც ქართველი დიზაინერი და ხელოვანი სოფო მინაძე უძღვებოდა. მოსწავლეები გაეცნენ • ხელით მუშაობის ტექნიკებს • დიზაინის თანამედროვე მიდგომებს • იდეის განვითარებისა და ვიზუალური ფორმის შექმნის პროცესს ვორქშოპის მთავარი მიზანი იყო: — კრეატიული აზროვნების განვითარება — შემოქმედებითი პროცესისადმი ინტერესის გაღრმავება — კულტურული თვითიდენტობის გააზრება პრაქტიკული სამუშაოების პარალელურად განს


სურათებით მოყოლილი ამბები
სურათებით მოყოლილი ამბები“ – როცა ბავშვების ფანტაზია ცოცხლდება! ქართულ-ამერიკულ სკოლაში მორიგი საინტერესო ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა. ქართული ენა და ლიტერატურა + ხელოვნება + ტექნოლოგიები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარიამ ღუბელაძემ გვიამბო პროექტის შესახებ: ამბები : ყველაფერი სურათებით დაიწყო. მრავალფეროვანი სიტყვები იქცა წინადადებებად, წინადადებები კი - პატარა ისტორიებად, რომლებიც გააციფრულეს. დიორამები : ამბებმა ქაღალდის ფურცლებიდან რეალურ სივრცეში გადმ


პროექტი „დღეს მე მუზეუმის თანამშრომელი ვარ“
სასკოლო პროექტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ქართულ-ამერიკული სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ერთი დღით მუზეუმის გიდები გახდნენ და სტუმრებს, თავიან თანატოლებს, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითადი საკითხები გააცნეს, ის სახლი დაათვალიერებინეს, სადაც მწერალმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ამ საპასუხისმგებლო დღემდე ბავშვებმა ქართულის მასწავლებელთან, თინათინ ჯანელიძესა და მუზეუმის თანამშ


ვორქშოპი - ჩიტების სახლები
III კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ბოლო დღეები თბილი და შემოქმედებითი აქტივობით გააცილეს. ბავშვებმა საკუთარი ხელებით დაამზადეს ჩიტების სახლები — ზამთრის პერიოდში ბეღურების უსაფრთხო და თბილი თავშესაფარი. ამ პატარა სახლებს მოსწავლეები მშობლების დახმარებით საკუთარი სახლების ეზოებში ან ფანჯრების მიმდებარედ განათავსებენ, რათა კიდევ უფრო მეტ ჩიტუნიას დაეხმარონ ზამთრის გადატანაში. ასეთი ინიციატივები ბავშვებში ზრუნვას და ბუნების დაცვის სურვილს ამაღლებს. პატარა ხელები, დიდი გულებით


დაუვიწყარი შეხვედრა ზალიკო სულაკურთან!
ყველაზე მაგარი ადამიანები სამყაროში არიან ბავშვები, და ყველაზე მაგარი ბავშვები კი ისინი, ვისაც ხატვა უყვართ (С) ზალიკო ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა სფეროში გამორჩეული პროფესიონალები — ისინი ბავშვებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და განსხვავებული თვალით აჩვენებენ სამყაროს 18 ნოემბერს განსაკუთრებული სტუმარი გვყავდა — მხატვარი ზალიკო სულაკაური! ყველაზე პოზიტიურმა და მხიარულმა სტუმარმა ჩვენს ბავშვებს უამრავი საინტერესო ისტორია მოუყვა, მოსწავლეთა შეკითხვებს


17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა!
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8(2) კლასის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “აღბეჭდილი წამი” . მუზეუმის სივრცეში აღნიშნული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა ინტერაქციული იყო, მოსწავლეები უშუალოდ გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, დაათვალიერეს პირადი ნივთები, ნახატები, ჩანაწერები, მონაწილეობდნენ მუზეუმის შერჩეულ საინტერესო სასწავლო აქტივობებში. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მუზეუ


ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე
"ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა" (с) ასტრიდ ლინდგრენი დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნა. სკოლის დერეფნებში პეპები, ემილიები, კარლსონები და სხვა უსაყვარლესი პერსონაჟები ფუსფუსებდნენ. ფერადი, ლაღი და მხიარული ატმოსფერო იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ მასწავლელებიც ბავშვებად იქცნენ. მოსწავლეები III-V კლასებიდან აქტიურად ჩაერთნენ დღევანდელ ღონისძიებებში. ისტისა და ქართული ენის ინტეგრირებულ გაკვეთილ


ოქროსფერი შემოდგომის გაცილება!
დღეს ქართულ-ამერიკული სკოლის პირველკლასელებმა მხიარულად გაცილეს ოქროსფერი შემოდგომა. დღის მთავარი სტუმარი იყო ბავშვების უსაყვარესი პერსონაჟი — ჟირაფი ჟოზე! მადლობა ჩვენს პირველკლასელებს და პედაგოგებს ამ საოცარი დღისთვის! შემოდგომას თბილად ვემშვიდობებით და ვემზადებით ზამთრის ზღაპრებისთვის! #ოქროსფერიშემოდგომა #პირველკლასელები #ჟირაფიჟოზე


ილიას კვირეული
ილია — ერის სინდისი ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილე სთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ილიას კვირეული. პროექტის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას — სივრცეს, სადაც იგრძნობა ილიას სული, ქართული სიტყვის ძალა და ეროვნული სულის სიდიადე. შემდეგ ეტაპზე ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიჟღერა ილიას სიტყვამ — მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები, გაიხსენეს ბიოგრაფიული ფაქტები და ისაუბრეს იმ უდიდეს მემკვიდრე


იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე
ქართულ-ამერიკულ სკოლის I, II და IV კლასებში წარმატებით ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერია. ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა იაკობ გოგებაშვილის შეუფასებელი წვლილი ქართული ენის, ლიტერატურისა და განათლების განვითარებაში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეროვნული ფასეულობების პატივისცემას და მომავალი თაობის განათლებასა და გამდიდრებას.


მინი სპექტაკლები მეორე კლასელებისგან
ქართულ-ამერიკული სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სასწავლო პროგრამიდან შერჩეული...


მოგზაურობა მითების სამყაროში
მოგზაურობა მითების სამყაროში – ინტეგრირებული პროექტი მე-4 კლასებში ფოტომასალა სრულად აქ : 2025 წლის მაისში ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4...


ზღაპრული წარმოდგენა "On an Island"!
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასელებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს ულამაზესი სპექტაკლი "On an Island"! მოსწავლეებმა დიდი მონდომებით და...


ამერიკული საღამო
7 მაისს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა „ამერიკული საღამო“ . მოსწავლეებმა ღონისძიების მსვლელობისას ისაუბრეს ამერიკის კულტურის, ისტორიის...


დედამიწის დღე ქართულ-ამერიკულ სკოლაში
დედამიწის დღის აღსანიშნავად ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა საინტერესო და სახალისო აქტივობების კვირეული, რომელიც ეკოლოგიური ცნობიერების...


ფრანგულ-გერმანული სააღდგომო ღონისძიება
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა აღდგომისადმი მიძღვნილი ფრანგულ-გერმანული ინტეგრირებული ღონისძიება მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით....


“ვეფხისტყაოსნის” სამყარო-შეჯამება.
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8(1) კლასმა პროექტი “ვეფხისტყაოსნის” სამყარო-შეაჯამა. ბავშვებმა ისაუბრეს...


დედაენის დღის კალიგრაფიის კონკურსი — მე-3 კლასებში!
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში , ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-3 კლასებში ჩატარდა სამეტაპიანი კალიგრაფიის კონკურსი . დღეს ფინალურ ტურში ერთმანეთს შეეჯიბრნენ ფინალისტები, და პატივცემული ჟიურის დახმარებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები . ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით , რაც მათი შრომისა და მონდომების დაფასებაა. კონკურსის ხელმძღვანელი : თამარ ჭელიძე „ქართული დამწერლობა — ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის საუნჯეა.“
bottom of page

