top of page


ეკოკლუბის გასვლითი ვორქშოპი თელავში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრებისთვის ქალაქ თელავში ჩატარდა გასვლითი გარემოსდაცვითი ვორქშოპი. მოსწავლეები ჩაერთნენ როლურ თამაშებში, თემატურ დისკუსიებში, გუნდურ და შემოქმედებით აქტივობებში, სადაც იმუშავეს გარემოს დაცვის საკითხებზე. სამი დღის განმავლობაში მათ მიიღეს ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე მონაწილეობა მიიღეს საღამოს აქტივობებსა და შემეცნებით ექსკურსიაში თელავში. ვორქშოპის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები. ორგანიზატორი პედაგოგე


ფიფქია, ჯუჯები და დედების ღიმილი - თეატრალური ზეიმი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე აქვთ შესაძლებლობა, ქართულისა და ინგლისურის გარდა, მე-3 ენად აირჩიონ და შეისწავლონ რუსული, ფრანგული ან გერმანული ენა . სკოლა აქტიურად უწყობს ხელს უცხო ენების პრაქტიკულ გამოყენებას საინტერესო პროექტებისა და აქტივობების მეშვეობით. ამჯერად, დედის დღესთან დაკავშირებით , ჩვენმა მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პატარა ღონისძიება მიუძღვნეს დამსწრე დედიკოებსა და ბებიებს. რუსულად მოსწავლეებმა წარადგინეს ლექსები, სიმღერები და პატარ


გაზაფხულის ლამაზი დღეები
ქართულ-ამერიკულ სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი აღვნიშნეთ 3 და 8 მარტი. ამ დღეებისთვის მზადება დიდი მონდომებითა და სიყვარულით მიმდინარეობდა და სხვადასხვა კლასში გაიმართა თემატური აქტივობები . ამჯერად გაგაცნობთ ჩვენი პირველკლასელების ღონისძიებას . პატარებმა დედიკოებს მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები. ხელოვნების გაკვეთილებზე ბავშვებმა შექმნეს ორიგინალური ნამუშევრები და საკუთარი ხელით დაამზადეს საჩუქრები. განსაკუთრებული მხიარულება მოჰყვა თამაშს „გამოიცანი, ვინ არის“ , სადაც ბავშ


„თანამედროვე სკოლის გამოწვევები და გამკლავების ეფექტური სტრატეგიები“
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით ჩატარდა ვორქშოპების სერია თემაზე „თანამედროვე სკოლის გამოწვევები და გამკლავების ეფექტური სტრატეგიები“ . მათ უძღვებოდა სკოლის ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი . შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების პედაგოგები და ფსიქოლოგები - ნია ასათიანი, ნინო კერესელიძე და ნინო როგავა . აქტიურად განიხილეს თანამედროვე განათლების სფეროს გამოწვევები და ეფექტური სტრატეგიები. შეხვედრა წარიმართა თანამშრომლობით და მხარდამჭე


𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა - 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦. პროექტი, უკვე მესამე წელია ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით . წლიდან წლამდე ის სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. წელს ფორუმში 𝟓𝟎 მოსწავლე მონაწილეობდა. 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦 მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა: საჯარო გამოსვლისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; კრიტიკული და


საგანმანათლებლო ექსკურსია
ქართულ-ამერიკული სკოლის რუსული კლუბის მოსწავლეები, კლუბის ხელმძღვანელ ეკატერინე ჭუჭულაშვილთან ერთად, საგანმანათლებლო ექსკურსიით იმყოფებოდნენ მოსწავლეთა სასახლეში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამუზეუმო სივრცე, დაესწრნენ პლანეტარიუმის სეანსს და მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია პლანეტებისა და კოსმოსის შესახებ. ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ბავშვებზე სარკეებიანმა დარბაზმა, სადაც არქიტექტურული სილამაზე ეპოქის ესთეტიკასა და კულტურულ მეხსიერებას ერწყმის - სწორედ ამ სივრცეში


თაობის ხმა
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Key Consulting-ის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში. ბავშვებმა დაამუშავეს და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს შემდეგი თემები ინგლისურ ენაზე: “ხელოვნური ინტელექტის გავლენა ადამიანზე”; “დედამიწის დაბინძურება და რისკები”; “ლიტერატურა და თავისუფლება - როგორ შეუძლია წიგნს შეცვალოს ადამიანის ცხოვრება”; “ჯანსაღი ცხოვრების წესი”. ვულოცავთ ყველა მონაწილეს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! პედაგოგ


"ბულინგი და ბავშვთა უფლებები" – შეხვედრა GAS-ში
ქართულ-ამერიკულ სკოლას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები - ლიკა ღვინჯილია და ნინი წიწრიაშვილი ესტუმრნენ. შეხვედრა GAS-ის მე-11 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის თემა - ბულინგი და ბავშვთა უფლებები . სტუმრებმა მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია სახალხო დამცველის სამსახურის როლის შესახებ და უპასუხეს მათ შეკითხვებს.


გაეროს მოდელირება 𝟮𝟬𝟮𝟲
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით დასრულდა გაეროს მოდელირების (𝗠𝗨𝗡) სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დელეგატები, ხოლო წინა წლების გამოცდილი მონაწილეები ჯგუფების ლიდერებად მოგვევლინნენ. ორივე სკოლის დელეგატები მარტში გაემგზავრებიან ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 𝗡𝗛𝗦𝗠𝗨𝗡-ის საერთაშორისო კონფერენციაში. სკოლაში გამართული მოდელირება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო ასპარეზზ


ბლინები, შაირები, მხიარული განწყობა
ბლინები, შაირები, მხიარული განწყობა და გაზაფხულის მოლოდინი უცხოური ენების სწავლების ფარგლებში , რუსული ენის პედაგოგის, ეკატერინე ჭუჭულაშვილის ორგანიზებით , ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ყველიერის კვირა მხიარულად და შემოქმედებითად გააცილეს. სლავურ კულტურაში „ყველიერის“ ანალოგი „Масленица“ ბავშვებმა ტრადიციული ელემენტებით გააცოცხლეს: სიმღერები და შაირები თამაშები და მცირე წარმოდგენები თბილი განწყობა და გაზაფხულის მოლოდინი ღონისძიება გემრიელად დასრულდა ბლინები


პროექტი „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“
სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან - 20 თებერვალთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი. ტოლერანტობა და სამართლიანობა - რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის? სწორედ ამ თემაზე ესაუბრა მოსწავლეებს ჩვენი მოსწავლის მშობელი, მარიამ მაისურაძე - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო-ს სასწავლო-კვლევითი ცენტრის პროექტების მენეჯერი. ინტერაქტიული საუბრისა და მაგალითების დახმარებით ბავშვებმა


"გაიცანი დიდი ადამიანები - მარო მაყაშვილი"
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თ. ჭელიძის გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანები“ ფარგლებში, თებერვალი მიეძღვნა მარო მაყაშვილს - პირველ ქართველ ქალს, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში მოისმინეს მისი ცხოვრების შთამბეჭდავი ამბები; შემდეგ კი დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც ისტორია მათთვის ცოცხალ გამოცდილებად იქცა. ასეთი არაფორმალური საგანმანათლებლო ინიციატივები ცოდნას ღი
bottom of page

