top of page


ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ვიზიტი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეთა თვითმმართველობის მოწვევით , ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა - ქეთი შუღლაშვილმა და ნატალი ჯაფარიძემ ისაუბრეს თანამედროვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე: დეზინფორმაცია მედია წიგნიერება მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ ამოიცნონ მცდარი ინფორმაცია, კრიტიკულად გააანალიზონ მედია და პასუხისმგებლობით მოიხმარონ ინფორმაცია ციფრულ სივრცეში.


თვითმმართველობის ინიციატივა – ახალი სასკოლო ფორმის დიზაინი
ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობამ, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩაატარა ახალი სასკოლო ფორმის დიზაინის კონკურსი , რომელშიც ყველა მოსწავლეს შეეძლო მონაწილეობის მიღება. მოსწავლეებმა გამოგზავნეს ესკიზები, ხოლო თვითმმართველობის ინსტაგრამ გვერდზე @gasstudent ჩატარებული ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდა 16 საუკეთესო ნამუშევარი. 27 იანვარს საუკეთესო ესკიზების ავტორები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული სკოლის ცხოვრებაში – ხელს უწყობს მო


ლუკა კოკაია - "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია"
ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული გრძელვადიანი პროექტის - „GAS Speaker Forum “- ფარგლებში, სკოლაში მოიწვიეს მომხსენებელი ლუკა კოკაია , ვივა აკადემიის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. შეხვედრის თემა იყო საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია . საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან უნარებს, რომლებიც საჯარო გამოსვლისას აუცილებელია და წარმატებულ კომუნიკაციას განაპირობებს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ პირად და აკადემიურ


ნინოობა GAS-ში
✨ წმინდა ნინო - რწმენის, სიმტკიცისა და სიყვარულის სიმბოლოა . ეს დღე განსაკუთრებით გვახსენებს სიკეთეს, ერთგულებას და იმ გზას, რომელმაც საქართველო გაანათა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4(4) კლასის მოსწავლეებმა წმინდანის ცხოვრების შესახებ როლური პრეზენტაცია წარადგინეს. ბავშვებმა წმინდა ნინოს ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი გააცოცხლეს და საინტერესო ფორმით გააცნეს თანატოლებს. პედაგოგები: თამარ ჭელიძე, ეკატერინე მაკარაძე


"გაუყავი თხილის გული"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით მოსწავლეებმა შეიძინეს სურსათი და 27 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ მოინახულეს.გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის მოსწავლეები, ეკოკლუბის ხელმძღვანელ ლიკა მესხთან ერთად. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ე ლენე ფანჯიკიძემ და ირმა დოლიძემ, გულთბილად უმასპინძლეს GAS-ელებს და ს


მზადება NHSMUN 2026 -ისთვის
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები აქტიურად ემზადებიან გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციისთვის (NHSMUN 2026). ამასთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ორდღიანი მოსამზადებელი სესია . დელეგატებმა ინდივიდუალურად წარადგინეს დამუშავებული თემები და მიიღეს ჩვენი კვალიფიციური მენტორების რეკომენდაციები , რაც მონაწილეებს დაეხმარება არგუმენტაციის გაძლიერებასა და დიპლომატიური უნარების დახვეწაში. ჩვენი დელეგატები თავდაჯერებულად აგრძელებენ გზას საე


ფსიქოთერაპევტი ბესო ჭიღვარია / თემა: მენტალური ჯანმრთელობა
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში , მე-10/2 კლასის ინიციატივითა და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, გაიმართა საინფორმაციო და საინტერესო შეხვედრა ფსიქოთერაპევტ ბესო ჭიღვარიასთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო მენტალური ჯანმრთელობა - მისი მნიშვნელობა, ემოციების მართვის გზები და პრაქტიკული რეკომენდაციები სტრესისა და შფოთვის დასაძლევად. შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7–მე-10 კლასების მოსწავლეები. ზრუნვა მენტალურ ჯანმრთელობაზე ძლიერი და ჯანმრთელი საზოგა


2025 | SAT | Top Scoring Students
𝟐𝟎𝟐𝟓 | 𝐒𝐀𝐓 | ქართულ-ამერიკული სკოლის წლის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები ქართულ-ამერიკული სკოლა ამაყობს 𝟐𝟎𝟐𝟓 წლის 𝐒𝐀𝐓 გამოცდაზე ჩვენი მოსწავლეების გამორჩეული შედეგებით: ელენე მამულაშვილი — 𝟏𝟓𝟎𝟎 ქულა 𝐈𝐖𝐈𝐒𝐄 საერთაშორისო კონფერენცია ალექსანდრე ნაზღაიძე — 𝟏𝟓𝟎𝟎 ქულა 𝐑𝐞𝐠𝐞𝐧𝐞𝐫𝐨𝐧 𝐈𝐒𝐄𝐅 საერთაშორისო გამოფენის ფინალისტი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის გამარჯვებული ზურაბ კილაძე — 𝟏𝟒𝟖𝟎 ქულა 𝐈𝐖𝐈𝐒𝐄 საერთაშორისო კონფერენცია ელენე მარი ლომთაძე — �


მე-6 კლასელები ო. ჰენრის სამყაროში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს დადგმა ამერიკელი მწერლის, ო. ჰენრის, მოთხრობების მიხედვით . მწერლის შემოქმედებას ისინი ინგლისური ენის კლასგარეშე საკითხავის ფარგლებში გაეცნენ. მოსწავლეებმა დამაჯერებლად გააცოცხლეს გმირები, მათი ხასიათი და განცდები. სამსახიობო ოსტატობით მათ შეძლეს ტექსტის სიღრმის, მნიშვნელობისა და ავტორის გზავნილების გადმოცემა. ვულოცავთ პატარა მსახიობებს ამ წარმატებულ გამოსვლას - ეს იყო კრეატიულობის, გუნდური მუშაობი


საახალწლო ქრონიკიდან: პატარა მსახიობები
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასელებმა სცენაზე ნამდვილი დღესასწაული შექმნეს და წარმოადგინეს ორი დაუვიწყარი სპექტაკლი: რუსულად: „ბურატინოს საახალწლო თავგადასავალი“ - დიდი მადლობა პედაგოგ ეკატერინე ჭუჭულაშვილს , ასეთი მომზადებისთვის! გერმანულად: „ფიფქია და 2 ჯუჯა“ - მადლობა პედაგოგ მარინე კობახიძეს , შთამბეჭდავი ნამუშევრისთვის! ბავშვებმა დიდი მონდომებით ითამაშეს და მაყურებელიც აღაფრთოვანეს. ვულოცავთ ჩვენს პატარა მსახიობებს წარმატებულ გამოსვლას!


Model United Nations (MUN) 2025
ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული გაეროს მოდელირების Model United Nations (MUN) 2025 კონფერენციაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა. პროექტი დაფუძნებულია გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე და წარმოადგენს საგანმანათლებლო სიმულაციას, რომელიც მონაწილეებს - გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების როლში - საშუალებას აძლევს განიხილონ საერთაშო


პირველი კლასი, პირველი სემესტრი, პირველი საახალწლო ზეიმი
პირველი კლასი, პირველი სემესტრი, პირველი საახალწლო ზეიმი ქართულ-ამერიკული სკოლის პირველკლასელებისთვის წლის ბოლო სასკოლო კვირა საახალწლო ზეიმითა და ბედნიერი მშობლების ტაშით დასრულდა ლექსები, სიმღერები და ცეკვები - გულწრფელად, ღიმილითა და დიდი მონდომებით. ჩვენო უსაყვარლესო პირველკლასელებო, ძალიან გვეამაყებით!
bottom of page

