top of page


სტუმარი - მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს ესტუმრა ყველასათვის საყვარელი, ქართული სატელევიზიო სივრცის გამორჩეული ვარსკვლავი — კინოსა და თეატრის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. ბავშვებმა უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს ჩვენს ულამაზეს სტუმარს, რომლებზეც მან ყურადღებით და სიყვარულით უპასუხა. განსაკუთრებულად შთამაგონებელი იყო მისი სიტყვები: "გჯეროდეთ თქვენი ოცნებების და არასოდეს დაიშუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ოცნებებს მიაღწიოთ.


საქართველოს 𝐈𝐈𝐈 ჩემპიონატი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადაში
𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადა 𝟐𝟎𝟐𝟓-𝟐𝟎𝟐𝟔 — ჩვენი სკოლების სტუდენტები მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის! ქართულ-ამერიკულ და ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლებში (𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒) წარმატებით დასრულდა 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის შესარჩევი ტური. ოლიმპიადა უკვე მესამედ ტარდება საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ორგანიზებით. ჩვენი გუნდები სტაბილურად ინარჩუნებენ ძლიერი მონაწილეების სტატუსს და ტრადიციულად საუკეთესო შედეგებზე არიან ორიენტირებულნი. წინა ორი წლის ოლიმპიადებში უკვე გვქონდა შთამბეჭ


𝐄𝐚𝐬𝐭 𝐂𝐡𝐢𝐧𝐚 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐒𝐜𝐢𝐞𝐧𝐜𝐞 𝐚𝐧𝐝 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲
ქართულ-ამერიკული სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ 𝐄𝐂𝐔𝐒𝐓-ის (𝐄𝐚𝐬𝐭 𝐂𝐡𝐢𝐧𝐚 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐒𝐜𝐢𝐞𝐧𝐜𝐞 𝐚𝐧𝐝 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲) წარმომადგენლები. 𝐄𝐂𝐔𝐒𝐓 ერთ-ერთი წამყვანი აზიური უნივერსიტეტია შანხაიში. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული უკვე სწავლობს ამ უნივერსიტეტში. ვაფართოებთ საერთაშორისო კავშირებს აზიის რეგიონში. შეხვედრაზე განიხილეს: აკადემიური პროგრამები და სპეციალობები; სტუდენტური ცხოვრების პირობები; საერთაშორისო გაცვლი


საგანგებო ევაკუაციის იმიტაცია
ქ ართულ-ამერიკული სკოლის ორივე კორპუსში წარმატებით ჩატარდა საგანგებო ევაკუაციის იმიტაცია. ვარჯიშის მიზანი იყო მოსწავლეებსა და თანამშრომლებში უსაფრთხოების წესების განმტკიცება და სწრაფი, ორგანიზებული რეაგირების უნარების განვითარება. სკოლაში დაცულია უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. უსაფრთხო სასკოლო გარემო ჩვენი პრიორიტეტია.


ვორქშოპი - ჩიტების სახლები
III კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ბოლო დღეები თბილი და შემოქმედებითი აქტივობით გააცილეს. ბავშვებმა საკუთარი ხელებით დაამზადეს ჩიტების სახლები — ზამთრის პერიოდში ბეღურების უსაფრთხო და თბილი თავშესაფარი. ამ პატარა სახლებს მოსწავლეები მშობლების დახმარებით საკუთარი სახლების ეზოებში ან ფანჯრების მიმდებარედ განათავსებენ, რათა კიდევ უფრო მეტ ჩიტუნიას დაეხმარონ ზამთრის გადატანაში. ასეთი ინიციატივები ბავშვებში ზრუნვას და ბუნების დაცვის სურვილს ამაღლებს. პატარა ხელები, დიდი გულებით


ფსიქოლოგის ვორქშოპები
ქართულ–ამერიკულ სკოლაში მუდმივად ვზრუნავთ მოსწავლეთა მენტალურ, ფსიქო-ემოციურ და სოციალური უნარების განვითარებაზე. მე-10 კ ლასისთვის ჩატარდა ჩვენი ფსიქოლოგის ნინო ფირცხალაიშვილის საავტორო ვორქშოპი – „ჩემი ემოციები“ . შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ემოციების ამოცნობა, გაზიარება და ემოციური ინტელექტის გაძლიერება. მე-6 კლასში კი ჩატრადა ვორქშოპი „ჯგუფში პოზიტიური ურთიერთობების გამტკიცება“ . მიზანი: პოზიტიური ურთიერთობების მნიშვნელობის გაცნობიერება და ჯგუფში ურთიერთპატივისცემი


სტუმრობა „კათარზისში“
ქართულ-ამერიკული სკოლის სხვადასხვა კლუბის მოსწავლეები ესტუმრნენ „კათარზისს. ბავშვებმა მოხალისეებად იმუშავეს სასადილოში და საკუთარი წვლილი შეიტანეს კეთილ საქმეში. ასევე დაათვალიერეს ორგანიზაციის სივრცეები და პირადად გაიცნეს ბენეფიციარები. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში. ჩვენთვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა და ემპათია ძალიან მნიშვვნელოვანია.


დაუვიწყარი შეხვედრა ზალიკო სულაკურთან!
ყველაზე მაგარი ადამიანები სამყაროში არიან ბავშვები, და ყველაზე მაგარი ბავშვები კი ისინი, ვისაც ხატვა უყვართ (С) ზალიკო ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა სფეროში გამორჩეული პროფესიონალები — ისინი ბავშვებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და განსხვავებული თვალით აჩვენებენ სამყაროს 18 ნოემბერს განსაკუთრებული სტუმარი გვყავდა — მხატვარი ზალიკო სულაკაური! ყველაზე პოზიტიურმა და მხიარულმა სტუმარმა ჩვენს ბავშვებს უამრავი საინტერესო ისტორია მოუყვა, მოსწავლეთა შეკითხვებს


სკოლის ექიმი სტუმრად პირველკლასელებთან
იცით თუ არა, რომ დაუბანელ ხელებზე მიკრობები ძალიან სწრაფად მრავლდებიან? ჩვენს პირველკლასელებს სტუმრობდა სკოლის ექიმი, ქ-ნი მანანა გიუნაშვილი და პატარებს აჩვენა, თუ როგორ დაიბანონ ხელები სწორად ხშირი და სწორად დაბანილი ხელები გვიცავს უამრავი სნეულებისგან საპონი + წყალი = საუკეთესო მეგობრები!


შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან!
20 ნოემბერს ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდათ — მაია აზარაშვილი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და გამორჩეული ქართველი მძლეოსანი! შეხვედრის დროს მაიამ მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი სპორტული გამოცდილება; ისაუბრა სპორტის მნიშვნელობაზე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისცა რჩევები მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლას გეგმავს, სადაც სპორტული აქტივობა დიდი მნიშვნელობის მქონეა. ქართულ-ამერიკულ სკოლაში რეგულარულად იმართება შეხვედრები სხ


საქველმოქმედო კვირეული
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნოემბერი სავსე იყო კეთილი საქმეებით! ეკო-კლუბის ინიციატივით სკოლაში განთავსდა სასაჩუქრე ყუთები ფონდ „მომავლის გზის“ ბავშვებისთვის. კამპანიაში ბევრი ადამიანი ჩაერთო, ხოლო შეგროვებული საჩუქრებით GAS-ის ეკო-კლუბის წევრები „მომავლის გზის“ პატარა მეგობრებს ესტუმრნენ , გადასცეს საჩუქრები და მათთან ერთად გაიზიარეს გულწრფელი სიხარულის წუთები. ბავშვების ღიმილი ხომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია! ასევე, Halloween-ზე თვითმმართველობამ გამართა საქველმოქმედო გამ


სტუმარი - გიორგი თავართქილაძე
ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროს წარმატებულ სპეციალისტებს , რაც ჩვენს მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ სხვა ადამიანების გამოცდილებას. ამჯერად შეხვედრის თემები იყო: დემოკრატიული და არადემოკრატიული რეჟიმები ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი ლექციას ესწრებოდნენ ორივე პროგრამის მე- 9 კლასის მოსწავლეები. შეხვედრა ჩაატარა ბატონმა გიორგი თავართქილაძემ , საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, რომელმაც მოსწავლეებს პოლიტიკური სისტემების არსი, მათი განსხ
bottom of page

