18 მარტი - ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღეა
Mar 18
1 min read
როგორ ფიქრობთ…
რამდენი წელია საჭირო პლასტიკის დაშლისთვის? შუშის? ქაღალდის?
სწორედ, ამ კითხვებით დაიწყო დღევანდელი ეკო აქტივობა. თემის ცნობადობის ასამაღლებლად, ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები შეხვდნენ მე-5 კლასის მოსწავლეებს.
ინტერაქციული თამაში
სახალისო კითხვები
გუნდური აქტივობები
ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების სწორად მართვა და გადამუშავება
კრეატიული ნაწილი
მეხუთეკლასელებმა მიიღეს გამოწვევა - მეორადი მასალისგან შექმნან საინტერესო ან სასარგებლო ნამუშევრები.
შეხვედრის ორგანიზატორები: ლიკა მესხი და ლიკა დავითაშვილი
პატარა ნაბიჯები - დიდი ცვლილებებისთვის!

