top of page

ეკოკლუბის ვიზიტი ნიქოზში

  • Jun 9
  • 1 min read

ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, სკოლის ტრადიციული საქველმოქმედო აქტივობების ფარგლებში, მორიგი პროექტი განახორციელეს.


მთლიანი სასკოლო საზოგადოების ჩართულობით შეგროვებული თანხით, მათ საჩუქრები შეიძინეს სოფელ ნიქოზის საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის.


პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები და პედაგოგები ნიქოზს ესტუმრნენ, საჩუქრები პირადად გადასცეს ბავშვებს და დაესწრნენ მათ მიერ გამართულ ჩრდილების თეატრს, რომელმაც სტუმრებზე განსაკუთრებული და თბილი შთაბეჭდილება მოახდინა.

: სოფელი ნიქოზი ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებმა იგრძნონ თანადგომა, ყურადღება და მეგობრობა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მცირე სიკეთით დიდი მნიშვნელობის შეტანა მათ ცხოვრებაში.

მსგავსი პროექტები მოსწავლეებში ავითარებს თანაგრძნობას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და სოციალური სოლიდარობის მნიშვნელობის გააზრებას.


მენტორი პედაგოგები: ლიკა მესხი და ირმა თითირაშვილი


(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page