მხიარული სტარტების კვირეული
Sep 28
1 min read
ვაკის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში „მხიარული სტარტების კვირეული“ გრძელდება!
ამჯერად II და III კლასების მოსწავლეებს მზიურში გამართულ მხიარულ და ენერგიულ შეჯიბრებებში დამრიგებლები და მშობლებიც შეუერთდნენ.
ესტაფეტა, გუნდური შეჯიბრებები, მხიარული აქტივობები და გულშემატკივრობა 0 დღე ბავშვებისთვის ნამდვილ სპორტულ თავგადასავლად იქცა.
განსაკუ
თრებული ხალისი კი იმან შემატა, რომ შეჯიბრებაში უფროსებიც აქტიურად ჩაერთნენ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მშობლები და დამრიგებლებიც შესანიშნავად ართმევენ თავს გუნდურ გამოწვევებს!
„მხიარული სტარტების კვირეული“ გრძელდება - წინ კიდევ ბევრი აქტივობა, ახალი გამოწვევა და, რაც მთავარია, ბევრი ბედნიერი ღიმილია!

