top of page

 კუს ტბის ბილიკებზე | საველე პროგრამა

7 days ago
1 min read

 გეოგრაფიის გაკვეთილი ბუნებაში

ვაკის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასელებმა მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო საველე პროგრამაში, რომელიც დაორგანიზდა სკოლისა და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ.

 პროგრამის მიზანია, მოსწავლეებმა ბუნებრივ გარემოში, რეალური მარშრუტის პირობებში, შეიძინონ ლაშქრობის დაგეგმვის, ორიენტირების, უსაფრთხოებისა და გარემოზე პასუხისმგებლიანი ზემოქმედების პრაქტიკული უნარები.

 პროგრამა მოიცავდა წინასწარ თეორიულ მომზადებასა და საველე პრაქტიკას. მოსწავლეები თავად იყვნენ მარშრუტის მონაწილეები და შეასრულეს სხვადასხვა პრაქტიკული დავალება, მიიღეს გადაწყვეტილებები, იმუშავეს რუკასთან და გარემოსთან.

 გეოგრაფიის საგნის სწავლების ფარგლებში მნიშვნელოვანია პრაქტიკული კომპეტენციების დაუფლება და საკლასო გარემოში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, მოვლენებისა და პროცესების არსის გააზრება.

 პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცა სერტიფიკატები.


(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page