top of page

ოქროსფერი შემოდგომა – პირველკლასელეის ზეიმი

Oct 25
1 min read

ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზი და მხიარული ღონისძიებით გააცილეს!

პატარებმა იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. დღის განმავლობაში სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ, განსაკუთრებით კი ჩურჩხელების ამოვლებამ გაახარა!

სკოლის ეზოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მიერ ხელოვნების გაკვეთილებზე შექმნილი ნამუშევრები ამშვენებდა, რამაც დღესასწაულს კიდევ უფრო მეტი ფერი და სითბო შესძინა.

მადლობა ჩვენს პირველკლასელებსა და პედაგოგებს ამ ლამაზი დღისთვის!

ასე მხიარულად დავემშვიდობეთ შემოდგომას და ახლა ზამთრის ჯადოსნური დღეების მოლოდინში ვართ!



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page