სტუმარი - საბავშვო მწერალი მარიამ ჯამდელიანი
May 8
1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს სტუმრად ეწვია საბავშვო მწერალი მარიამ ჯამდელიანი.
ამ განსაკუთრებული შეხვედრისთვის მოსწავლეები დიდი მონდომებით ემზადებოდნენ. მათ საყვარელ ავტორს დაახვედრეს საკუთარი ხელით შექმნილი დიორამები , პოსტერები, ნახატები და წაუკითხეს გაციფრულებული წერილები.
შეხვედრამ თბილ და შემოქმედებით გარემოში ჩაიარა.
შეხვედრის ბოლოს მარიამმა მოსწავლეებს ავტოგრაფები დაუტოვა.
ქართულ-ამერიკულ სკოლაში რეგულარულად იმართება მსგავსი შეხვედრები, რომლებიც მოსწავლეებში კითხვის სიყვარულს აღვივებს, წიგნიერების დონეს ამაღლებს და წიგნის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს.

