top of page

MILSET ESE 2026 | ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო გამოფენა

Oct 25
1 min read



18 ოქტომბერს საქართველოს მოსწავლეთა დელეგაცია იტალიაში, ქალაქ მანტუაში გაემგზავრა. ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო გამოფენაზე - MILSET ESE 2026-ზე — ჩვენს ქვეყანას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა (GAHS) და ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHSV) მოსწავლეები წარმოადგენდნენ. გუნდს ორი ხელმძღვანელი ახლდა.

MILSET ESE სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრების შეხვედრის ადგილია. მონაწილეები თავიანთ სამეცნიერო ნამუშევრებს წარმოადგენენ, სტუმრებს კვლევის თემებზე ესაუბრებიან და სხვა ქვეყნების თანატოლების პროექტებს ეცნობიან.

GAHS-ისა და GAHSV-ის მოსწავლეები გამოფენაზე სამი მიმართულებით მონაწილეობდნენ:

  • ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები და რობოტიკის გამოყენება (Engineering, Computer Science and Robotics Applications) - ნია კიკალია, ალექსანდრე ჩხეტიანი და ანა იოსებიძე;

  • ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებები (Pure and Applied Sciences) - დავით დუმბაძე და დავით ბიწაძე;

  • გარემო და ეკოსისტემები (Environment and Ecosystems) - ნია ლომიძე და ქრისტინე ცხადაბერიძე.


გახსნის ცერემონიის შემდეგ მოსწავლეებმა საგამოფენო სივრცეში სტენდები მოაწყვეს. დამთვალიერებლებსა და სხვა ქვეყნების დელეგაციებს პროექტები თავად გააცნეს, დაინტერესებულ სტუმრებს კი კვლევის ძირითადი საკითხები აუხსნეს.


იტალიაში ვიზიტი გამოფენით არ შემოიფარგლა. მასპინძელი ქალაქის, მანტუას, ისტორიული ცენტრი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. მოსწავლეებმა ქალაქის ისტორიული უბნები, არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. მოგზაურობა ვენეციასა და მილანშიც გაგრძელდა. სამეცნიერო პროგრამას ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გაცნობაც დაემატა.


საერთაშორისო სამეცნიერო გამოფენებში, ოლიმპიადებსა და აკადემიურ კონფერენციებში მონაწილეობა ორივე სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილია.


ასეთი ღონისძიებები მოსწავლეებს სხვა ქვეყნების თანატოლებთან ურთიერთობის და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენის გამოცდილებას აძლევს.


Young Minds. Global Stage.



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page