"გაიცანი დიდი ადამიანები - ზაქარია ფალიაშვილი"
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თ. ჭელიძის გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანები“ ფარგლებში, მარტი მიეძღვნა დიდ ქართველ კომპოზიტორს - ზაქარია ფალიაშვილს. პროექტი განხორციელდა მუსიკის პედაგოგ ნინო გორხელაშვილთან თანამშრომლობით.
პროექტი ორ ეტაპად ჩატარდა:
პირველ ეტაპზე მე-4(3) კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, სადაც მათ საინტერესო და მარტივად გასაგებ ფორმატში გაეცნენ კომპოზიტორის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
მეორე ეტაპზე ბავშვებმა უკვე თავად გაუზიარეს თანატოლებს მიღებული ცოდნა -პრეზენტაციების სახით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მელოდია შთაგონებულია ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერებიდან - „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“. პრეზენტაციის დასასრულს კი ყველაზე ემოციური მომენტი დადგა - ყველამ ერთად ვიმღერეთ ჩვენი ულამაზესი სახელმწიფო ჰიმნი.

