ოთხი წელი თითქოს ერთ დღედ გადაიქცა...
Jun 12
1 min read
პირველი ზარი, პირველი ასოები, პირველი მეგობრები, პირველი წარმატებები... და აი, დადგა დღე, როცა მე-4 კლასელებმა თავიანთ პირველ დამრიგებლებს სიყვარულითა და მადლიერებით უთხრეს: „მადლობა!“
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) მე-4 კლასელებმა ემოციებით სავსე, თბილი და ფერადი ღონისძიება გამართეს. სევდანარევი სიხარულით ბავშვებმა ცაში გაშვებულ ბუშტებს თავიანთი ოცნებები გაატანეს, პედაგოგებმა კი გულში ოთხი წლის ყველაზე ძვირფასი მოგონებები შეინახეს.
ბავშვებს წინ ახალი ეტაპი, ახალი მასწავლებლები, ახალი აღმოჩენები და დიდი წარმატებები ელით, მაგრამ პირველი მასწავლებლის სიყვარული ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მათ გულებში.

