პროექტი: პროფესიული ორიენტაცია
Jun 10, 2025
1 min read
Updated: Jul 11
ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) მე-11 კლასელებმა თანასკოლელებისთვის საინტერესო და პრაქტიკული ვორქშოპი გამართეს თემაზე — პროფესიული არჩევანი! 🧭
✨ რა მოხდა ვორქშოპზე?
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს DISC მეთოდოლოგია.
მონაწილეებს შესთავაზეს სპეციალური კითხვარი, რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს საკუთარ უნარებსა და პიროვნულ თვისებებზე დაყრდნობით მიეღოთ ინდივიდუალური რეკომენდაციები მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით.
👥 როგორ მომზადდა პროექტი? აღსანიშნავია, რომ ამ ვორქშოპს წინ უძღოდა კარიერის კონსულტანტის, ქ-ნი ივეტა გოგავას ვიზიტი სკოლაში. მან მე-11 კლასელებს დეტალურად გააცნო DISC მეთოდოლოგია და გაუზიარა საჭირო ცოდნა, რომელიც შემდგომში მოსწავლეებმა თავადვე გადასცეს დანარჩენ GAS-ელებს.
👩🏫 პედაგოგი: ქრისტინე ღონღაძე

