სცენა. განათება. ფარდა.... | სპექტაკლი „პრინცესა და მეღორე“
Jun 13
1 min read
Updated: Jul 12
ამჯერად, თეატრ „მეორე სახლის“ სცენა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალის) თეატრალური წრის მოსწავლეებს დაეთმო.
პატარა, ნიჭიერმა მსახიობებმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „პრინცესა და მეღორე“ წარადგინეს.
ყველასთვის საყვარელმა ზღაპარმა დარბაზი ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში დააბრუნა, გულწრფელმა შესრულებამ კი მაყურებლის მხურვალე ტაში დაიმსახურა.
რეჟისორები: გიორგი ქარდავა და როლანდ ქარდავა
მადლობა ჩვენი თეატრალური წრის პედაგოგებსა და პატარა მსახიობებს ამ ჯადოსნური საღამოსთვის!
GAHSV მრავალფეროვანი შემოქმედებითი და სამეცნიერო წრეები მოსწავლეების ნიჭის აღმოჩენაში, მრავალმხრივი უნარების განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში ეხმარება.

