top of page

ჩვენი სტუმრები - Dental House • დენტალ ჰაუსი-ის გუნდი

  • Mar 19
  • 1 min read

იცოდით, რომ მომავლის თავდაჯერებული ღიმილი სწორედ სასკოლო მერხიდან იწყება?


სპეციალური პრევენციული პროგრამის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს სტომატოლოგიური კლინიკა Dental House • დენტალ ჰაუსი-ის გუნდი ეწვია.


ექიმებმა მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს. დეტალურად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოვიყალიბოთ კბილების გახეხვისა და მოვლის სწორი რუტინა. ბავშვები ჩაერთნენ აქტიურ დისკუსიაში და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიგეს:


  • როგორ აზიანებს შაქარი და გაზიანი სასმელები კბილის მინანქარს

  • რატომ აქვთ ბავშვებს 20 სარძევე, ხოლო ზრდასრულებს - 32 მუდმივი კბილი

  • როგორ ჩამოვიყალიბოთ სწორი ჰიგიენური რუტინა ყოველდღიურად


ამ დღემ ბავშვებს აჩვენა, რომ სტომატოლოგი მათი მეგობარია - შიში ნდობით შეიცვალა. შეხვედრის დასასრულს, „Dental House“-ის გუნდმა, დამსწრები პირის ღრუს მოვლის საშუალებებით დაასაჩუქრა.


მადლობას ვუხდით „Dental House“-ის პროფესიონალთა გუნდს ასეთი მნიშვნელოვანი, ინფორმაციული და პოზიტიური დღისთვის!


(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page