top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე

    "ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა" (с) ასტრიდ ლინდგრენი დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნა. სკოლის დერეფნებში პეპები, ემილიები, კარლსონები და სხვა უსაყვარლესი პერსონაჟები ფუსფუსებდნენ. ფერადი, ლაღი და მხიარული ატმოსფერო იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ მასწავლე⁠ლებიც ბავშვებად იქცნენ. მოსწავლეები III-V კლასებიდან აქტიურად ჩაერთნენ დღევანდელ ღონისძიებებში. ისტისა და ქართული ენის ინტეგრირებულ გაკვეთილზე ბავშვებმა შექმნეს ანიმირებული ილუსტრაციები , და ასტრიდს წერილები მისწერეს IV კლასები სტუმრად SEU-ში იმყოფებოდნენ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნა ასტრიდ ლინდგრენს დაბადების დღეს. III კლასელებმა წაიკითხეს ნაწყვეტი „ბილერბიელი ბავშვებიდან“, იცეკვეს, იმხიარულეს და, რა თქმა უნდა, წერილებიც მიწერეს ასტრიდს — პატარა გულების დიდი სიტყვები .

  • დინამოელების სტუმრობა ქართულ-ამერიკულ სკოლაში

    დინამოელების სტუმრობა ქართულ-ამერიკულ სკოლაში ‐ სიხარულით, პოზიტივით და გულწრფელი ემოციებით სავსე დღე! გმადლობთ FC Dinamo Tbilisi   ამ დაუვიწყარი შეხვედრისთვის!

  • ინტელექტუალური თამაში – „ტვინების ბრძოლა“

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის – „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ტური! მოსწავლეებმა გამოავლინეს გამჭრიახობა, სწრაფი აზროვნება და შემოქმედებითი მიდგომა თითოეულ კითხვაზე პასუხისას. გამარჯვებული გუნდები სკოლას საქალაქო პირველობაზე წარმოადგენენ. წარმატებები ჩვენს GAS-ის ინტელექტუალებს! მე-3 კლასებში – გუნდი „აინშტაინები“ მე-4 კლასებში – გუნდი „ ჩემპიონი“ მე-5 კლასებში – გუნდი „კითხვის ნიშანი“ მე-6–8 კლასებში – მე-VI გუნდი მე-9–11 კლასებში – I გუნდი

  • ოქროსფერი შემოდგომის გაცილება!

    დღეს ქართულ-ამერიკული სკოლის პირველკლასელებმა მხიარულად გაცილეს ოქროსფერი შემოდგომა. დღის მთავარი სტუმარი იყო ბავშვების უსაყვარესი პერსონაჟი — ჟირაფი ჟოზე! მადლობა ჩვენს პირველკლასელებს და პედაგოგებს ამ საოცარი დღისთვის! შემოდგომას თბილად ვემშვიდობებით და ვემზადებით ზამთრის ზღაპრებისთვის! #ოქროსფერიშემოდგომა #პირველკლასელები #ჟირაფიჟოზე

  • პროექტი – „კონფლიქტის მართვა“

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6-8 კლასის მოსწავლეები, პედაგოგის დიანა გაბისონიას ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ Key Consulting ლიდერთა სკოლის პროექტში – „კონფლიქტის მართვა“ . პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა იმუშავეს შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე: კონფლიქტის მიზეზების ამოცნობა – სიტუაციის გაანალიზება და პრობლემის არსის დადგენა; ემოციების მართვა – საკუთარი გრძნობების ცნობა და გაკონტროლება; ეფექტურ კომუნიკაცია – მოსმენასა და აზრის მშვიდად გამოხატვა; თანამშრომლობას – ურთიერთგაგების მიღწევა და საერთო გადაწყვეტილების პოვნა; პატივისცემა და ტოლერანტობა – პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება კონფლიქტის შემდეგაც. პროექტმა ხელი შეუწყო ჯგუფური მუშაობის, კრეატიულობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას . კონფლიქტის მართვის უნარები მნიშვნელოვანია როგორც სკოლაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. GAS – Growth | Achievement | Success

  • ილიას კვირეული

    ილია — ერის სინდისი ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილე სთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ილიას კვირეული. პროექტის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას — სივრცეს, სადაც იგრძნობა ილიას სული, ქართული სიტყვის ძალა და ეროვნული სულის სიდიადე. შემდეგ ეტაპზე ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიჟღერა ილიას სიტყვამ — მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები, გაიხსენეს ბიოგრაფიული ფაქტები და ისაუბრეს იმ უდიდეს მემკვიდრეობაზე, რომელიც ილიამ მომავალ თაობებს დაუტოვა. ქართული-ამერიკული სკოლა ამაყად აგრძელებს ეროვნული ფასეულობების პატივისცემისა და ცოდნის გავრცელების ტრადიციას. პროექტს ხელმძღვანელობდნენ ეკა ყიფიანი და თამარ ჭელიძე.

  • პროექტი „მე მკითხველი ვარ“

    მეოთხე კლასის მოსწავლეები, პროექტის „მე მკითხველი ვარ“ ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკართან და პედაგოგებთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას . მოსწავლეებმა დაათვალიერეს „დედა ენის დარბაზი“ , იაკობ გოგებაშვილის კარადა მისი პირადი იბლიოთეკით. წიგნებს შორის გამოირჩეოდა „დედა ენის“ პირველი გამოცემები , მათ შორის — ავტორის ხელით გაკეთებული ეგზემპლარიც . ესტუმრნენ წიგნის მუზეუმს , სადაც ინახება „ძველნაბეჭდი ქართული წიგნი“ — მეფე ვახტანგ VI-ის მიერ დაბეჭდილი პირველი ქართული გამოცემები . ასევე დაათვალიერეს „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია , რომელიც მოიცავდა ამ ნაწარმოების გამოცემებს მსოფლიოს 50 ენაზე . მოსწავლეები გაეცნენ ქართული პერიოდული გამოცემების ისტორიას — პირველი ქართული გაზეთიდან დღემდე .

  • „ჩემი წარმოსახვა“

    ქართულ-ამერიკულ სკოლის ბიბლიოთეკაში კიდევ ერთი შემოქმედებითი დღე გვქონდა! ქალბატონი თამარ ჭელიძის ინიციატივით, მესამე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ აქტივობაში „ჩემი წარმოსახვა“ . ბიბლიოთეკარმა ბავშვებს წაუკითხა რამდენიმე საინტერესო საბავშვო მოთხრობა და იგავი, და შემდეგ თითოეულმა მათგანმა საკუთარი წარმოსახვით შექმნა ილუსტრაცია წაკითხული ტექსტის მიხედვით. ბიბლიოთეკაში ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სწორედ ასეთი აქტივობები ეხმარება ბავშვებს, განივითარონ შემოქმედებითი უნარები, ემოციური ინტელექტი და, რაც მთავარია, სიყვარული წიგნების მიმართ. ჩვენი ბიბლიოთეკა ხშირად აწყობს მსგავს ღონისძიებებს, რათა სწავლა კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი გახდეს ბავშვებისთვის.

  • "ყოველი წვეთი წყალი ძვირფასია“

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power-ის საინფორმაციო კამპანიის „ყოველი წვეთი წყალი ძვირფასია“ ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში შედგა საგანმანათლებლო შეხვედრა ეკო-კლუბი “ლარიქსის” წევრებთან.   შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა ვიდეო-პრეზენტაციის საშუალებით გაიგეს: თუ რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე; რამდენად მნიშვნელოვანია წყალზე ზრუნვა; როგორ უნდა დავიცვათ წყლის თითოეული წვეთი; რა დადებითი გავლენა აქვს წყლის რაციონალურ გამოყენებას გარემოს მდგრად განვითარებაზე.   შეხვედრა დასრულდა შემეცნებითი სამაგიდო თამაშით, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა.  თითოეულ მონაწილემ მიიღო GWP-ის სიმბოლური საჩუქრები, ხოლო სკოლას გადაეცა საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში.  დიდი მადლობა GWP-ს წარმომადგენლებს!

  • საუნივერსიტეტო ორიენტაციის სესიები GAS-ში

    სასწავლო წლის განმავლობაში ქართულ-ამერიკულ სკოლაში  რეგულარულად იმართება საუნივერსიტეტო მრჩევლობის სესიები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი  იენ ბერნსი — საუნივერსიტეტო მრჩეველთა გუნდის ხელმძღვანელი.     სესიების მიზანია უფროსი კლასის მოსწავლეებისა და მათ მშობლების ინფორმირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების შესახებ. მსურველები ეცნობიან უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებს, სტიპენდიებს, მიღების პირობებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებს.      ბატონი იენი პერიოდულად ხვდება მოსწავლეებს. მათთან ერთად დეტალურად აანალიზებს საზღვარგარეთ სწავლის საკითხებსა და შესაძლებლობებს, მოსწავლეებს უზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, მათი მხარდამჭერი და გულშემატკივარია.      საუნივერსიტეტო მრჩეველთა გუნდის საქმიანობა მიზნად ისახავს მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერას და საერთაშორისო განათლების პერსპექტივების გაცნობას.

  • Webster University Tbilisi-ის წარმომადგენელი GAS-ში

    ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა Webster University Tbilisi -ის წარმომადგენელი!   შეხვედრის ფარგლებში ჩვენი უფროსკლასელებისთვის გაიმართა საინფორმაციო სესია, სადაც სტუმარმა დეტალურად ისაუბრა Webster University Tbilisi -ის: სასწავლო პროგრამებზე სტიპენდიებზე ჩარიცხვის პროცესსა საერთაშორისო შესაძლებლობებზე მადლობას ვუხდით ვებსტერის უნივერსიტეტს შთამაგონებელი და ინფორმაციული შეხვედრისთვის!

  • 31 ოქტომბერი - დაზოგვის მსოფლიო დღე

    31 ოქტომბერი - დაზოგვის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად , საქართველოს ეროვნული ბანკი ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა შეხვედრები ბანკის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ მეშვიდე და მეცხრე კლასი ს მოსწავლეები. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია ფინანსების მართვის, დაზოგვის მნიშვნელობისა და ლარის ისტორიის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მათ ასევე ითამაშეს ახალი სამაგიდო თამაში — „ფინანსური ასოციაციობანა“ , რომელიც ხელს უწყობს ფინანსური აზროვნების განვითარებასა და ფულის მართვის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ ეს სამაგიდო თამაში სკოლას საჩუქრად გადაეცა. დამრიგებლები: მ. ქსოვრელი და ლ. მესხი

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page