top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა 2024 წლის გამოშვების მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიება დაიწყო ინტერაქციული შეხვედრით. ახალგაზრდებმა გაიხსენეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გატარებული წლები, უმცროს GAS -ელებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს თავიანთი საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. ვულოცავთ ჩვენს მედალოსნებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ გზაზე! ოქროს მედალოსნები: • ლუკა ალადაშვილი • ელენე თოხაძე • სალომე ჯანეზაშვილი • გიორგი ჩომახიძე • ანი გოგია ვერცხლის მედალოსნები: • ანა უზნაძე • ნიკოლოზ კილაძე • ელენე გორდაძე • ნია გერგეშელიძე გვეამაყებით!

  • 𝐏𝐒𝐀𝐓 𝟖/𝟗 და 𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓

    28 ოქტომბერს ქართულ-ამერიკული სკოლის 105 მოსწავლემ 𝐂𝐨𝐥𝐥𝐞𝐠𝐞 𝐁𝐨𝐚𝐫𝐝-ის  𝐏𝐒𝐀𝐓 𝟖/𝟗 და  𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓 გამოცდები ჩააბარა.  𝐏𝐒𝐀𝐓 𝟖/𝟗 და 𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓 გამოცდები წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შეფასების ინსტრუმენტებს, ხოლო მათი შედეგები გავლენას ახდენს დიპლომის 𝐆𝐏𝐀 ქულაზე.   გამოცდებს აფასებს 𝐂𝐨𝐥𝐥𝐞𝐠𝐞 𝐁𝐨𝐚𝐫𝐝-ი და მოსწავლე თავად იღებს პასუხს — ქულების შეფასების შედეგებსა და ასევე შესრულებული ნამუშევრის დეტალურ ანალიზს.  მიღებულ ქულებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის, რადგან შედეგები აისახება სკოლის ტრანსკრიპტში და შემდგომში განსაზღვრავს საუნივერსიტეტო დაფინანსების მიღების შესაძლებლობას უცხოეთში.   წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

  • იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

    ქართულ-ამერიკულ სკოლის I, II და IV კლასებში წარმატებით ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერია. ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა იაკობ გოგებაშვილის შეუფასებელი წვლილი ქართული ენის, ლიტერატურისა და განათლების განვითარებაში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეროვნული ფასეულობების პატივისცემას და მომავალი თაობის განათლებასა და გამდიდრებას.

  • თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა მე-11 კლასის მოსწავლე თათული ზილფიმიანი. მოსწავლეთა თვითმმართველობა ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, აძლევს მათ მოტივაციას განახორციელონ სხვადასხვა პროექტი, გამოიჩინონ ინიციატივა და გახდნენ სკოლის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეები.

  • „პიროვნული განვითარება და დროის მენეჯმენტი“

    ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს 3-დღიანი საგანმანათლებლო პროექტი „პიროვნული განვითარება და დროის მენეჯმენტი“ , რომელიც გაიმართა სასტუმრო Wald Hotel Lagodekhi-ში.   პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ ვორქშოპებში, სადაც განიხილეს პიროვნული ზრდის მნიშვნელობა და დროის ეფექტური მართვის სტრატეგიები. ინტერაქციული სესიები წარიმართა ქეთი გორდეზიანის ხელმძღვანელობით.  სწავლასთან ერთად იყო ბევრი პოზიტივი და გუნდურობა — სამაგიდო თამაშების საღამო და სახალისო გაუნდური თამაშები. ტრენერი: გიორგი ბეჟანიშვილი.  პროექტის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. პროექტის ორგანიზატორი პედაგოგები: ეკა რიგვავა, მაგდა ბატიაშვილი და მერი ციმაკურიძე.    ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა განვითარებაზე — რადგან ჩვენთან მიღებული ცოდნა და გამოცდილება თითოეული მოსწავლის წარმატებული მომავლის საფუძველია!

  • „ეკო წიგნის“ პრეზენტაცია - „მწვანე პოლუსი“

    ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის აქტივობები გრძელდება!   ამჯერად კლუბის მოსწავლეებთან შესახვედრად სკოლას ესტუმრნენ ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ წარმომადგენლები.  ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით სტუმრებმა ჩაატარეს „ეკო წიგნის“ პრეზენტაცია და ისაუბრეს გარემოსდაცვით მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენი ეკო კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.  ღონისძიების ბოლოს გაიმართა ტესტირება, რომლის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი — მათ გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები.შეხვედრის ყველა მონაწილეს და ასევე ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკას, გადაეცა „ეკო წიგნის“ ეგზემპლიარები.   მადლობას ვუხდით ორგანიზაცია "მწვანე პოლუსს" საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის!

  • ESI 2025 — მსოფლიო ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი

    ESI 2025 — მსოფლიო ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი, აბუ დაბი 27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები, რომელიც დაკომპლექტებულია ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებით, გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, რათა მონაწილეობა მიეღოთ მსოფლიო ახალგაზრდულ სამეცნიერო ფორუმში — ESI 2025. საქართველოს ღირსებას იცავდნენ: იაკობ საფარაშვილი ნილა თავაძე გიორგი ნიკოლეიშვილი მიკა მესხიშვილი ნიკა მინდიაშვილი ლუკა მინდიაშვილი არდალან ბანიჰაშემი ჩვენმა მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარადგინეს და მეტოქეობა გაუწიეს 1200-ზე მეტ მონაწილეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. სამეცნიერო გამოფენაში მონაწილეობის გარდა, მათ მენტორებთან ერთად მოინახულეს აბუ დაბის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები: აბუ დაბის ლუვრში გაეცნენ მსოფლიო ხელოვნების უნიკალურ ნამუშევრებს; აღფრთოვანდნენ შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთის არქიტექტურითა და სიდიადით; უდაბნოს ტურზე დიუნებზე ჯიპებით სრიალითა და მზის ჩასვლის საოცარი სილამაზით ისიამოვნეს. ეს იყო დაუვიწყარი დღეები — სავსე ახალი გამოცდილებებით, შთაბეჭდილებებით და გამარჯვების სიხარულით. გამოფენა ტრიუმფალურად დასრულდა — მოსწავლეებს გადაეცათ მედლები და სერტიფიკატები. #ESI2025 #STEM #GeorgiaInESI #AbuDhabi #StudentSuccess #ScienceFair #GeorgianAmericanSchool #Education #ProudMoment

  • Marist University-ს წარმომადგენლის ვიზიტი GAS-ში

    ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა აშშ-ს Marist University -ის საერთაშორისო ჩარიცხვების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორი — Louis Higuera. ბატონმა ჰიგერამ ჩვენი ამერიკული სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებთან გამართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ისაუბრა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე, სტიპენდიებზე, ჩარიცხვებზე და ა.შ მან მოსწავლეებს მისცა პრაქტიკული რჩევები Personal Statement-ის წერის შესახებ და გაუზიარა თავისი გამოცდილება. გმადლობთ ბატონ ლუისს ამ საინტერესო ვიზიტისთვის!

  • 𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐅𝐚𝐢𝐫

    ქართულ-ამერიკულ სკოლის ამერიკული სადიპლომო და ინტეგრირებული პროგრამების უფროსკლასელებისთვის გაიმართა ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტების გამოფენა (𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐅𝐚𝐢𝐫)! 🇬🇪🇺🇸 უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სასწავლო პროგრამები, სტიპენდიების პირობები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები. ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ მეტი გამოცდილება და თვითდაჯერებულად დაგეგმონ მომავალი — 👉 საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლების რეგულარული ვიზიტებით; 👉 𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐅𝐚𝐢𝐫-ებით და 👉 საუნივერსიტეტო მრჩეველთა გუნდის მხარდაჭერით. 𝐆𝐀𝐒 - 𝐆𝐫𝐨𝐰𝐭𝐡, 𝐀𝐜𝐡𝐢𝐞𝐯𝐞𝐦𝐞𝐧𝐭, 𝐒𝐮𝐜𝐜𝐞𝐬𝐬

  • Be the CEO for a Day

    ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ ინტერაქციულ ვორქშოპში — „Be the CEO for a Day“. შეხვედრას უძღვებოდნენ: ია გოისაშვილი – BU უწყვეტი განათლების დეპარტამენტი; ნინო ლობჟანიძე – BU ბიზნესის სკოლის დეკანი; გია შალამბერიძე – BU მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი საინტერესო ლექციის ბოლოს, მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს, შეასრულეს დავალებები, შექმნეს და წარადგინეს კრეატიული მარკეტინგული სტრატეგიები. შეხვედრა წარიმართა ინგლისურ ენაზე ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე — აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ახალი გამოცდილება და განივითარონ ლიდერული, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორს — ბრიტანულ უნივერსიტეტს, საინტერესო შეხვედრისა და მოტივაციისთვის! #GAS #BritishUniversity #BeTheCEOForADay #EducationForFuture #Leadership #Innovation #StudentDevelopment

  • 🌍💉 ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე

    ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები კვლავ შემოქმედებითად და ენერგიულად ჩაერთნენ მნიშვნელოვან საქმეში. ✨ ბავშვებმა შექმნეს საინფორმაციო ბროშურები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავადვე დაურიგეს მოსახლეობას, რათა ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ ინფორმაცია ცოფის პრევენციის შესახებ. 💚 კლუბის ხელმძღვანელი – ლიკა მესხი|

  • 26 სექტემბერი - ენების ევროპული დღე

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო რთველიაშვილთან ერთად, გოეთეს ინსტიტუტს ესტუმრნენ, სადაც ენების ევროპული დღის 25 წლის იუბილე აღინიშნა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო ვორქშოპებში, დაათვალიერეს გამოფენა, დაესწრნენ გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის, ქალბატონ ლაურა ჰართცის მისალმებას და მიიღეს სიმბოლური საჩუქრები.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page