Search this site
452 results found with an empty search
- მათემატიკური ვიქტორინა
მათემატიკური ვიქტორინა 8-ე კლასებში! 5 ივნისს, მათემატიკური კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა „მათემატიკური ვიქტორინა“ , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა მათემატიკის პედაგოგმა ინგა ხეცურიანმა , კათედრის სხვა წევრებთან ერთად. ვიქტორინაში თითოეული მე-8 კლასიდან შერჩეული 5-5 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში . დაძაბული და აზარტული შეჯიბრის შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა 8/3 კლასის გუნდი : სანდრო წითლიძე, ლევან ბეგიაშვილი, ელენე ლოლაძე, ნინი ბერძენიშვილი, ბესო ბესელია ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის! მსგავსი ინტელექტუალური თამაშები კიდევ უფრო უღრმავებენ მოსწავლეებს მათემატიკისადმი ინტერესს.
- ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის კლუბის "თაობის ხმის" ორგანიზებით VIII-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა თემატური ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით, თემატური წიგნებითა და სკოლის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრებით. ასევე ორგანიზაცია "სამოქალაქო განათლებოს პედაგოგთა ფორუმის" მხარდაჭერით, მონაწილე გუნდის წევრებს გადაეცათ შემეცნებითი ჟურნალები, სადაც თავმოყრილია საინტერესო, სხვადასხვა თემატური სტატიები.
- ეკოკლუბისა და მეწარმეობის კლუბის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბისა და მეწარმეობის კლუბის მოსწავლეებმა გამართეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი აქსესუარები, ტკბილეულობა, ნახატები და სხვა სახის კრეატიული ნამუშევრები. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოება – მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია და მშობლები. გამოფენიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდა საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“. ქართულ-ამერიკული სკოლა მუდამ ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი ღირებულებების განვითარებას, როგორებიცაა: ემპათია, თანაგრძნობა და სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენი ეკოკლუბი აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ ფონდთან, და GAS-ელები სიხარულით სტუმრობენ მის ბენეფიციარებს — უნიჭიერეს და განსაკუთრებულ ბავშვებს. ვიზიტის დასასრულს, უსაყვარლესმა მასპინძლებმა მადლიერების ნიშნად საჩუქრად გადმოგვცეს სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრები , რაც ამაღელვებელი და ემოციური იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის.
- მინი სპექტაკლები მეორე კლასელებისგან
ქართულ-ამერიკული სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სასწავლო პროგრამიდან შერჩეული მოთხრობების მიხედვით წარმოადგინეს სახალისო მინი სპექტაკლები – „A New Hero“ და „A Statue of the Superstar “ . პატარებმა დიდი მონდომებით შეასრულეს როლები და მაყურებლის ტაში დაიმსახურეს.
- 𝟐𝟎𝟐𝟓 წლის ჩარიცხვები!
ჩვენი საამაყო კურსდამთავრებულები საუნივერსიტეტო ცხოვრებას შეუერთდნენ! მოხარულები ვართ გაგიზიაროთ მათი მიღწევები! მათ ტრადიციულად წარმატებით ჩააბარეს ეროვნული და საერთაშორისო გამოცდები და დაიმკვიდრეს ადგილი სასურველ უნივერსიტეტებში. ვულოცავთ მათ და მათ ოჯახებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ყოველივე კარგს ამ ახალ საინტერესო გზაზე! წინ დიდი მიზნებისკენ!
- საზაფხულო ბანაკი სურამში
ჩვენი საზაფხულო ბანაკი დასრულდა – დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე კვირა გავატარეთ! 16-21 ივნისს სურამში გაიმართა ქართულ-ამერიკული სკოლის საზაფხულო ბანაკი. ბანაკის მთავარი მიმართულება იყო საჯარო მეტყველება . მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით სწავლობდნენ, როგორ წარედგინათ თავი აუდიტორიის წინაშე, როგორ ემართათ სიტყვა და თავდაჯერებულად გამოეხატათ საკუთარი აზრი. გაკვეთილებს თან ახლდა უამრავი მხიარული და საინტერესო აქტივობა: ლაშქრობა, აუზი, სპორტული თამაშები, ინტელექტუალური „რა? სად? როდის?“, ტალანტების შოუ და სხვა მრავალი. ბანაკის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის მეგობრობა, სიხარული და დაუვიწყარი მოგონებებია, რომლებიც მათ თან გაიყოლეს. ✨
- 𝐆𝐀𝐒 და 𝐆𝐀𝐇𝐒 ტრიუმფი 𝐢𝐖𝐈𝐒𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების ტრიუმფი ლონდონში! ჩვენი სკოლების გუნდი წარმატებით წარსდგა iWISE 2025 – International World Innovative Student Expo -ს საერთაშორისო გლობალურ ფინალში , რომელიც დიდ ბრიტანეთში, ლონდონში გაიმართა. 🔬 კონკურსმა გააერთიანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები, რომლებმაც წარადგინეს საინტერესო პროექტები ტექნოლოგიების, მეცნიერების, ხელოვნებისა და შემოქმედების მიმართულებით. 🏛 პარალელურად, GAS & GAHS-ის მოსწავლეებისთვის გაიმართა საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამა – ვიზიტები ლონდონში, ოქსფორდში, კემბრიჯში, ვინძორის სასახლეში და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში. 🥇 7 ოქროს მედალი – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება 🥈 4 ვერცხლის მედალი – მათემატიკა 🥉 13 ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა და რობოტიკა 🎉 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ დიდ საერთაშორისო წარმატებას!
- კლუბების საქმიანობის წლიური შეჯამება
ქართულ-ამერიკული სკოლის კლუბების საქმიანობის წლიური შეჯამება სასწავლო წლის ბოლოს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა კლუბური საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა პრეზენტაციების და ზეპირი მოხსენებების ფორმატში გააცნეს აუდიტორიას თავიანთი კლუბების მიერ წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობა და პროექტები. ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა, ქ-ნმა ირმა მესხიშვილმა , დააჯილდოვა ყველაზე ა ქტიური კლუბი — ეკოკლუბი , რომელიც გამოირჩა მაღალი ჩართულობით. კლუბის წევრებს და კლუბის ხელმძღვანელს- ლიკა მესხს საჩუქრად გადაეცათ ფულადი ვაუჩერი. კლუბის გადაწყვეტილებით - ეს თანხაც ტრადიციულად მოხმარდება ქველმოქმედებას. დანარჩენი კლუბების წვლილიც სავსებით დაფასდა — ქ-ნმა ირმამ დაანონსა ფინანსური მხარდაჭერა ყველა კლუბისთვის მომავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც ფონდ "კათარზისის" მხარდასაჭერად ჩატარდება. კლუბური მუშაობა ქართულ-ამერიკულ სკოლაში ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, ინიციატივების განვითარების უნარსა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
- „პროფესიული განვითარების დღე ქართულ-ამერიკულ სკოლაში“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრის მთავარი თემები იყო: „სამშვიდობო განათლება“ – მომხსენებლები: ი. თითირაშვილი, თ. ბოჭორიშვილი, მ. არქანია ინკლუზიური განათლება – მომხსენებელი: ე. ჭუჭულაშვილი "კონფლიქტების მართვა და სოციალური უნარების განვითარება" – მომხსენებელი: მ. ღუბელაძე შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დისკუსია და განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. მასწავლებლებმა ერთად ნახეს 1952 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მეზობლები“ (Neighbours), რომელიც ძლიერი პაციფისტური გზავნილითა და სიმბოლიზმითაა ცნობილი. 2024-2025 სასწავლო წელს, ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო პროექტებში: ეკატერინე ჭუჭულაშვილი – "Equality: Empowering Quality Understanding and Learning Inclusive Education" (ერევანი, სომხეთი) მარიამ ღუბელაძე – "კონფლიქტების მართვა და სოციალური უნარების განვითარება" (დიარბაქირი, თურქეთი) ქართული-ამერიკული სკოლა დიდი მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და პროფესიული კავშირების გაღრმავებას.
- საქართველოს დამუკიდებლობის დღე
გილოცავთ საქართველოს დამუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია!
- Spelling Bee
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით გაიმართა ტრადიციული კონკურსი ინგლისური სიტყვების დამარცვლაში (Spelling Bee) , რომელშიც წელს მე-5-დან მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ! კონკურსი ორგანიზდა უცხო ენების კათედრის ინიციატივით , კათედრის ხელმძღვანელის ეკატერინე რიგვავას ხელმძღვანელობით. ჟიურის შემადგენლობა :▪️ ბ-ნი იან ბერნსი – საერთაშორისო ურთიერთობების პროექტების მენეჯერი▪️ ბ-ნი ვახო თათარაშვილი – მათემატიკის პედაგოგი▪️ სოფო თურმანიძე – მე-10 კლასის მოსწავლე გამარჯვებულები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით : 🔠 მე-5 კლასი 🥇 ალექსანდრე მაჰბუბ შაჰი 🥈 მაშა ხოდელი 🥉 გივიკო ჯამელაშვილი 🔠 მე-6 კლასი 🥇 მართა გაფრინდაშვილი 🥈 ქეთევან მალძიგაშვილი 🥉 ნია ქობულაძე 🔠 მე-7 კლასი 🥇 მარიამ ივანიძე 🥈 ასია როუხანი 🥉 თათული თურმანიძე 🔠 მე-8 კლასი 🥇 ბარბარე ჯავახაძე 🥈 მარიტა გურგენიძე 🥉 ანა ქარდავა გამარჯვებულებს გადაეცათ სკოლის ბრენდირებული საჩუქრები და სერტიფიკატები . კონკურსი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა ჩვენს სკოლაში, ხელს უწყობს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას, აკადემიური უნარების განვითარებასა და მოსწავლეთა თავდაჯერებულობის ამაღლებას. ვულოცავთ გამარჯვებულებს! მადლობა უცხო ენების კათედრას , ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს და თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის! #spellingbeechallenge #GAS #ინგლისურიენა #უცხოენებისკათედრა #ქართულამერიკულისკოლა #eduwithpassion













