Search this site
452 results found with an empty search
- შემოქმედებითი პროექტი "Fashion, Style, Individuality"
VII და VIII კლასელების შემოქმედებითი პროექტი "Fashion, Style, Individuality" უცხო ენების პროექტებით სწავლების ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის VII და VIII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიამ გაზდელიანის ხელმძღვანელობით, წარადგინეს თემატური პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე, თემა: "Fashion, Style, Individuality" მოსწავლეებმა ისაუბრეს მოდის ისტორიულ განვითარებაზე, მის გავლენაზე კულტურასა და საზოგადოებაზე, ინდივიდუალური სტილის მნიშვნელობასა და ეკოლოგიურ გამოწვევებზე თანამედროვე მოდაში. მთავარ იდეებს შორის გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გზავნილები: Be original! Find your individuality Be an ethical customer Have your style ასევე წარმოდგენილი იყო მინი-სკეტჩები და ფრაგმენტები ჰოლივუდის ცნობილი კინოფილმებიდან , სადაც მოდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
- სამეცნიერო გამოფენა
2025 წლის 10 ივნისს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით, გაიმართა სამეცნიერო გამოფენა. აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენაში უფროსკლასელებთან ერთად მონაწილეობდნენ მე-4 კლასელები STEM კლუბიდან.
- STEM GAS-ის მოსწავლეები ჩხირკედელაში
STEM GAS -ის მოსწავლეები ჩხირკედელაში – შემაჯამებელი გაკვეთილი და შთამბეჭდავი გამოცდილება! STEM GAS-ის მოსწავლეებს ინოვაციურმა სივრცე ჩხირკედელამ უმასპინძლა, სადაც სემესტრის შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. კლუბის წევრებმა მრავალფეროვანი და საინტერესო გამოგონებებით სავსე თანამედროვე ლაბორატორია დაათვალიერეს. მოსწავლეებმა უშუალოდ იხილეს თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები, რის შემდეგაც, ლაზერის სენსორით მომუშავე უსაფრთხოების მოწყობილობა ერთობლივად ააწყვეს. დასასრულს თითოეულ მოსწავლეს აკადემირი მიღწევებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. მადლობა მასწავლებლის სახლს და ცერნის ATLAS-ის ექსპერიმენტის კოლაბორაციის თანამშრომელს, ფიზიკოს ნუგზარ მოსულიშვილს შესანიშნავი მასპინძლობისთვის.
- მოგზაურობა მითების სამყაროში
მოგზაურობა მითების სამყაროში – ინტეგრირებული პროექტი მე-4 კლასებში ფოტომასალა სრულად აქ : 2025 წლის მაისში ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასებში განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი ხელოვნებაში, ქართულსა და მუსიკაში . პროექტის ფარგლებში დამუშავდა ძველი ბერძნული მითები, მითი არგონავთებზე და ტროას ომის მოვლენები. მოსწავლეებმა მშობლებს წარუდგინეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროდუქტები, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში იქმნებოდა. ხელოვნების გაკვეთილებზე შექმნეს ტროას კარიბჭის აპლიკაციები, არგონავტების გემების მოდელები, ბერძნული თიხის ჭურჭლები და ტროას ცხენის მაკეტები. იმუშავეს სხვადასხვა ტექნიკისა და მრავალფეროვანი მასალის გამოყენებით. ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით კონკრეტულ ნიმუშებზე დაყრდნობით გაიაზრეს მითის ჟანრული მახასიათებლები, სხვადასხვა აქტივობებით დაამუშავეს მითების სიუჟეტები, ნახეს ფილმები და ანიმაციები, მოვლენები დაალაგეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დროის ხაზზე, განასხვავეს ერთმანეთისგან მითი და რეალობა, ბოლოს კი შეიქმნა შემოქმედებითი პროდუქტი – მითოსური პერსონაჟების ხედვის კუთხის გათვალისწინებით. მუსიკის გაკვეთილებზე მოსწავლეები გაეცნენ ძველ ბერძნულ საკრავებს და დაამზადეს ლირის მოდელი. პროექტზე მუშაობდნენ პედაგოგები: ხელოვნება – ანი ნასყიდაშვული ქართული ენა და ლიტერატურა – მარიამ ღუბელაძე, თეკლა მოდებაძე, ირმა მასხულია მუსიკა – ნინო გორხელაშვილი პროექტის დასკვნითმა პრეზენტაციამ გამოკვეთა მოსწავლეების თეორიული ცოდნა, სტრატეგიების ფლობა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც კეთების სწავლების დროს მიიღეს. ეს იყო პატარა მოგზაურობა მითების სამყაროში – ფერადი, საინტერესო და შემოქმედებითი!
- კვლევითი პროექტი დემოგრაფიულ გამოწვევებზე
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს კვლევითი პროექტი დემოგრაფიულ გამოწვევებზე თემა: "დემოგრაფიული გამოწვევები საქართველოს მთიან რეგიონებში – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაგალითზე" საგანი: საქართველოს გეოგრაფია პედაგოგი: ანი კვერნაძე მოსწავლეებმა ორი თვის განმავლობაში ჩაატარეს როგორც პირველადი, ასევე მეორეული კვლევა, შექმნეს დიაგრამები და გრაფიკები, გააანალიზეს მონაცემები და იმსჯელეს პროგნოზებზე. აღნიშნული პროექტი იყო შესანიშნავი გამოცდილება ჩვენი ახალგაზრდებისთვის როგორც კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების, ისე ხანგრძლივ პროექტებზე მუშაობის თვალსაზრისით.
- ეკოლოგია და 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები
ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-𝟒 კლასელებმა ბუნებისმეტყველების და ისტის ინტეგრირებულ ღია გაკვეთილზე ჩაატარეს პრეზენტაციები ეკოლოგიურ თემაზე და გაგვაცნეს საკუთარი ხელით შექმნილი 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები. 𝐒𝐓𝐄𝐌 მიმართულება ჩვენი სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐓𝐄𝐌 კლუბში პატარა გამომგონებლები გუნდურად მუშაობენ იდეებზე. 𝐀𝐫𝐝𝐮𝐢𝐧𝐨 𝐔𝐧𝐨 მიკროკონტროლერის და 𝐓𝐢𝐧𝐤𝐞𝐫𝐜𝐚𝐝-ის მეშვეობით ჯერ ვირტუალურ მოწყობილობებს ქმნიან, ხოლო შემდეგ რეალურ ცხოვრებაში აწყობენ. წარმოდგენილი პროექტები მოიცავდა: • ფოტო რეზისტორს ; • მცენარეთა მორწყვის ავტომატურ სისტემას; • ფერის გამომცნობ სენსორებს; • ჭკვიან ნაგვის ურნებს. პედაგოგი: ირმა ქობულაშვილი, ირმა მასხულია, ლიკა დავითაშვილი #𝐆𝐀𝐒𝐒𝐓𝐄𝐌 #ეკოლოგია #ახალგაზრდიინჟინრები #𝐒𝐓𝐄𝐌განათლება #ჩვენიმომავალი 🌱ეკოლოგია და 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები 🌱
- პატარა ნაბიჯები - დიდი საქმეები!
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბელებმა, ლიკა მესხის ხელმძღვანელობით, პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ ფარგლებში ჩაატარა ვორქშოპი თემაზე: „მდგრადი განვითარების მიზნები“. ეკო-კლუბის ბავშვებმა ისაუბრეს, იმაზე თუ რა არის მდგრადი განვითარება და რატომ არის ის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი. პრეზენტაციის ბოლოს, "ჩემი ხმა , ჩემი ხედვა"-ს პროექტში ჩართული მოსწავლეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და თითოეულმა ჯგუფმა აირჩია თემა, რომელიც შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს და საფუძვლად დაედება სკოლის პირობებში წამოწყებულ ახალ პროექტს. ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი! #ეკოკლუბი #მდგრადიგანვითარება #ჩემიხმაჩემიხედვა #პატარანაბიჯებიდიდისაქმეები #ქართულამერიკულისკოლა #GAS
- შემეცნებითი ვიზიტი მეგალაბში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა, პედაგოგ ლიკა მესხის ხელმძღვანელობით, შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში ეწვივნენ მეგალაბის ლაბორატორიას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მიკრობიოლოგიის, პარაზიტოლოგიისა და პათოლოგიის განყოფილებები , გაეცნენ სხვადასხვა მიკროორგანიზმის კვლევის პროცესს და გაიგეს, როგორ მუშაობენ მეცნიერები დაავადებების დიაგნოსტიკაზე. ლაბორატორიის ექსპერტებმა მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკულად აჩვენეს საინტერესო კვლევები, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა მათი მეცნიერული ინტერესს. დიდი მადლობა მეგალაბის ლაბორატორიის თანამშრომლებს ასეთი თბილი მიღებისთვის და გამორჩეულად შთამბეჭდავი გამოცდილებისთვის! #ეკოკლუბი #მეგალაბი #შემეცნებითიექსკურსია #ქართულამერიკულისკოლა #ბიოლოგია #გარემოზრუნვა
- მომავლის პროფესიები - ახალგაზრდების ინოვაციური ხედვები
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ დიანა გაბისონიას ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ Key Consulting ლიდერთა სკოლა ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში, რომელიც 18 მაისს გაიმართა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში. პროექტის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები სხვა სკოლების ბავშვებთან ერთად ჯგუფებად გადაანაწილდნენ. თითოეულ გუნდს 1 საათი მიეცა დავალების მოსამზადებლად თემაზე „მომავლის პროფესია“. მომდევნო საათი დაეთმო ჯგუფურ პრეზენტაციებს, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ინოვაციური იდეები და ხედვები საზოგადოებას წარუდგინეს. პროექტმა ხელი შეუწყო გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, კრეატიული აზროვნების გაძლიერებას და მომავლის პროფესიის თანამედროვე ტენდენციების უკეთ გაცნობას. გარდა ცოდნის გაღრმავებისა, შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, გაეცნოთ და დამეგობრებოდნენ სხვა სკოლების წარმომადგენლებს, გაეზიარებინათ იდეები და გაეცვალათ გამოცდილება. 𝐆𝐀𝐒 - 𝐆𝐫𝐨𝐰𝐭𝐡, 𝐀𝐜𝐡𝐢𝐞𝐯𝐞𝐦𝐞𝐧𝐭, 𝐒𝐮𝐜𝐜𝐞𝐬𝐬 თემა: "მომავლის პროფესიები"/ GAS - ელები ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის შემეცნებით პროექტში
- შემეცნებითი ღონისძიება „თამარ მეფე“
გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანების“ ფარგლებში და თამარობის აღსანიშნავად, ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის ორგანიზებით, გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება „თამარ მეფე“. მე-5 კლასის მოსწავლემ ნიცა გოგობერიშვილმა მოამზადა პრეზენტაცია თამარ მეფის დიდ ეპოქასა, მის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაზე. ასეთი ქალები ათასწლეულში ერთხელ იბადებიან!
- საგანმანათლებლო ვიზიტი – ანა თოდუას პერსონალურ გამოფენაზე!
ქართულ-ამერიკული სკოლის რუსული ენის კლუბის საქმიანობის ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება. GAS-ელები, პედაგოგ ეკატერინე ჭუჭულაშვილის ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ ახალგაზრდა ფერმწერის, ანა თოდუას პირველ პერსონალურ გამოფენას, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კლუბის მიმდინარე პროექტი — „ხელოვნება და ფერწერა“ ეხმიანებოდა ღონისძიების თემატიკას. ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა პირადად გაეცნოთ ახალგაზრდა ხელოვანი და მისი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ფერმწერი ანა თოდუა ჩვენი პედაგოგის, დიანა გაბისონიას ქალიშვილია. ვულოცავთ ანას და დიანას ამ წარმატებას!
- „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“. თემა I - "კონფლიქტები"
ქართულ-ამერიკული სკოლა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“! ქართულ-ამერიკული სკოლა ხშირად ათამამებს საკუთარ მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტებით. ამჯერად საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ საინტერესო, გრძელვადიან პროექტს „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ . სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სკოლებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმატებით გრძელდება. პროექტის მიზანია: მოსწავლეებში საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება, ინდივიდუალური ხედვის, აზროვნებისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის წახალისება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ სხვადასხვა თემაზე, რაც მათ მისცემს საშუალებას, გამოხატონ საკუთარი ხმა, აზრი და პოზიცია საზოგადოებრივ, კულტურულ და სასკოლო ცხოვრებაზე. 2 მაისს შედგა მონაწილეებსა და მენტორ-მასწავლებლებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებას მოიცავდა. თემა: კონფლიქტები კურატორი: ი. თითირაშვილი შეხვედრას მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ და მისმა წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ელიკო ბენდელიანმა და ალენა კემმა . შეხვედრა ნაყოფიერად ჩაიარა და დაიგეგმა სამომავლო ინიციატივებიც! #ჩემიხმაჩემიხედვა #ქართულამერიკულისკოლა #საჯაროგამოსვლა #პარტნიორობა #ხურვალეთი #ახალიგზა













