Search this site
453 results found with an empty search
- „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“. თემა I - "კონფლიქტები"
ქართულ-ამერიკული სკოლა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“! ქართულ-ამერიკული სკოლა ხშირად ათამამებს საკუთარ მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტებით. ამჯერად საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ საინტერესო, გრძელვადიან პროექტს „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ . სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სკოლებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმატებით გრძელდება. პროექტის მიზანია: მოსწავლეებში საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება, ინდივიდუალური ხედვის, აზროვნებისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის წახალისება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ სხვადასხვა თემაზე, რაც მათ მისცემს საშუალებას, გამოხატონ საკუთარი ხმა, აზრი და პოზიცია საზოგადოებრივ, კულტურულ და სასკოლო ცხოვრებაზე. 2 მაისს შედგა მონაწილეებსა და მენტორ-მასწავლებლებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებას მოიცავდა. თემა: კონფლიქტები კურატორი: ი. თითირაშვილი შეხვედრას მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ და მისმა წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ელიკო ბენდელიანმა და ალენა კემმა . შეხვედრა ნაყოფიერად ჩაიარა და დაიგეგმა სამომავლო ინიციატივებიც! #ჩემიხმაჩემიხედვა #ქართულამერიკულისკოლა #საჯაროგამოსვლა #პარტნიორობა #ხურვალეთი #ახალიგზა
- „ანა ფრანკის დღიური“ - შემეცნებითი ღონისძიება
8 მაისს, გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანების“ ფარგლებში და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება - „ანა ფრანკის დღიური.“ მე-5(1) კლასის მოსწავლეებმა გულმოდგინედ მოამზადეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს ანა ფრანკის ცხოვრებაზე და ისტორიულ გარემოებებზე. პრეზენტატორები: ანასტასია ფიოლია, ელენე იობიძე, ნუცა ოზაშვილი, გიორგი ტაბატაძე. პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ჭელიძე
- ზღაპრული წარმოდგენა "On an Island"!
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასელებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს ულამაზესი სპექტაკლი "On an Island"! მოსწავლეებმა დიდი მონდომებით და არტისტიზმით გაითამაშეს როლები. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სკოლა აქტიურად უწყობს ხელს უცხო ენების პრაქტიკულ გამოყენებას საინტერესო პროექტებისა და აქტივობების მეშვეობით. მსგავსი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს განავითარონ შემოქმედებითი უნარები. ვამაყობთ ჩვენი პატარა მსახიობებით. პედაგოგი: ინგა დემეტრაძე On an Island✨ მე-4 კლასელების ზღაპრული წარმოდგენა
- "AI-სთან მეგობრობა და შენი პირველი კვლევა" - პროექტი „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“
7 მაისს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში, გრძელვადიანი პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ ფარგლებში, გაიმართა საინტერესო ღონისძიება თემაზე: „AI-სთან მეგობრობა და შენი პირველი კვლევა: იდეიდან მოქმედებამდე“. ღონისძიების მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობა და მისი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ: • თორნიკე ჯანგირაშვილი - Georgian Youth Health Association (GYHA)-ს პრეზიდენტი; • გიგა კიკორია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), თსუ-ს, ალტე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების ლექტორი; • ზეზვა სანიკიძე - მონაცემთა ანალიზის ოფიცერი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC). სპიკერებმა ჩაატარეს ინტერაქციული ლექციები და შესთავაზეს მოსწავლეებს გუნდური ვორქშოპი, რომელიც გულისხმობდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას რეალურ კვლევებში. შეხვედრის ორგანიზატორი: ეკატერინე ჭუჭულაშვილი სტუმრები: თ.ჯანგირაშვილი, გ.კიკორია, ზ.სანიკიძე / თემა:„AI-სთან მეგობრობა და შენი პირველი კვლევა“. #AI #AIმეგობარი #სტუმარი #პროექტი #ჩემიხმაჩემიხედვა #ქართულამერიკულისკოლა #GAS
- ამერიკული საღამო
7 მაისს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა „ამერიკული საღამო“ . მოსწავლეებმა ღონისძიების მსვლელობისას ისაუბრეს ამერიკის კულტურის, ისტორიის და ხელოვნების შესახებ . სცენაზე გაცოცხლეს ცნობილი ამერიკელი მწერლების ნაწარმოებები: The Gift of the Magi, The Last Leaf და Anne of Green Gable. გარდა ამისა, წარმოთქვეს ამერიკელი ლიდერის და ცნობილი ორატორის, მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი სიტყვები: „I have a dream“ . მოსწავლეებმა პერფორმანსი გაალამაზეს მუსიკალური ნომრებით. ხელმძღვანელი: თათია კეკელია. 🌟 „ამერიკული საღამო“ 🌟
- „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ - თემა "საჯარო გამოსვლების ხელოვნება" დ. კენჭაძე
5 მაისს , გრძელვადიანი პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ -ს ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლა მასპინძლობდა წარმატებულ მეწარმესა და Kenchadze Academy -ის დამფუძნებელს - დავით კენჭაძეს . თემა: საჯარო გამოსვლების ხელოვნება შეხვედრის ორგანიზატორი : მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი, ანანო კენჭაძე "შენი სახელი და საქმიანობა უნდა გახდეს ბრენდი" (c) დავით კენჭაძე შეხვედრაზე ბ-ნმა დავითმა მოსწავლეებს გააცნო წარმატებული საჯარო გამოსვლებისთვის აუცილებელი ტექნიკის საფუძვლები და გამოსვლის აგების სტრუქტურა. მან მსმენელებს სასარგებლო რჩევები მისცა და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ხოლო შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია ყველა ასაკობრივ ჯგუფში. შეხვედრაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ ხურვალეთის სკოლის მოსწავლეებიც. პროექტის მიზანი: მოსწავლეებში საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება და ინდივიდუალური ხედვისა და თვითგამოხატვის წახალისება. პროექტის ხელმძღვანელი: მეგი ტალახაძე #ჩემიხმაჩემიხედვა #ქართულამერიკულისკოლა #საჯაროგამოსვლა #დავითკენჭაძე #ორატორისხელოვნება #ლიდერი #ლიდერშიფი #წარმატება #პროექტი
- გამოყენებითი მათემატიკის პროექტი მე-8/3 კლასისგან!
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8/3 კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის პედაგოგ ინგა ხეცურიანის ხელმძღვანელობით, მოამზადეს საინტერესო პროექტი სახელწოდებით "წრფივ განტოლებათა სისტემის გამოყენება რეალურ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში" . გუნდებმა საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიეს თემები და წარადგინეს პრეზენტაციები, სადაც განიხილეს წრფივ განტოლებათა სისტემის გამოყენება შემდეგ სფეროებში : ბიზნესი და ეკონომიკა მშენებლობა და ტრანსპორტირება დიეტოლოგია სატელეფონო კომუნიკაცია #ქართულამერიკულისკოლა #მათემატიკა #განათლება #პროექტები #პროექტებითსწავლება
- ფრანგულ-გერმანული სააღდგომო ღონისძიება
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა აღდგომისადმი მიძღვნილი ფრანგულ-გერმანული ინტეგრირებული ღონისძიება მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. მოსწავლეებმა წარადგინეს სპექტაკლი, ლექსები, სიმღერები და მინი-სცენები ფრანგულ და გერმანულ ენებზე, რითაც შემოქმედებითად მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. პედაგოგები: ნინო რთველიაშვილი და ნინო აბულაძე Que la fête de Pâques remplisse votre cœur de joie, d'amour et de bonheur! Möge das Osterfest dir Freude und Hoffnung bringen.
- ვორქშოპი „მადლიერება“ VII(2)
VII(2) კლასის დამრიგებლის, ნინო ნაბახტეველის ინიციატივითა და სკოლის ფსიქოლოგ ნინო ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით, მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში გაიმართა ვორქშოპი „მადლიერება“. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მადლიერების, როგორც შინაგანი რესურსის გაცნობიერება და მისი გამოხატვის წახალისება. მონაწილეებმა პოზიტიური ემოციების გაზიარებით კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს მადლიერება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მეტაფორული ასოციაციური ბარათების მეშვეობით მონაწილეებმა გაიხსენეს და ერთმანეთს გაუზიარეს ის მნიშვნელოვანი გამოცდილებები, რომლებმაც მათში მადლიერების ძლიერი გრძნობა აღძრა. მადლიერება – პოზიტიური ცვლილებების საწყისი!
- ინტეგრირებული კონფერენცია მათემატიკასა და ინფორმატიკაში
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება გაიმართა - მე-5 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ კონფერენციაში მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ღონისძიება წარიმართა პედაგოგების შორენა აბრამიშვილის, ნინო ბართიშვილისა და ირმა ქობულაშვილის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა მათემატიკურ თემაზე და წარმოაჩინეს ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს შემდეგი აქტივობები: Excel-ში: ექსელის პროგრამაში მათემატიკური ფუნქციების გამოყენებით გამოთვალეს პრაქტიკული ამოცანები, რომლებიც ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეძლეს ფინანსურ აღრიცხვა, გადასახდელი დღგ-ს გამოანგარიშება, ხელფასების დარიცხვა, ფინანსური კალკულაციები, ააგეს სვეტოვანი და წრიული დიაგრამები; Scratch-ში: ააწყვეს კოდებით მათემატიკური ფიგურები, მთვლელები და კალკულატორი სწორი მიმართულებით ინტეგრირებული სწავლება ხელს უწყობს როგორც მათემატიკური, ასევე ციფრული აზროვნების განვითარებას. გილოცავთ ყველა მონაწილეს და მადლობა პედაგოგებს
- 8(2) კლასის პრეზენტაციები — ფიგურების ფართობი და პერიმეტრი
8(2) კლასის პრეზენტაციები — ფიგურების ფართობი და პერიმეტრი ქართულ-ამერიკული სკოლის 8(2) კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ წერეთლის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს ინდივიდუალური პრეზენტაციები თემაზე ფ იგურების ფართობი და პერიმეტრი. თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა განსხვავებული დავალება — მათ უნდა გაეანალიზებინათ მოცემული კომპოზიციური ფიგურა, და დამოუკიდებლად ჩაეტარებინათ შესაბამისი გამოთვლები. აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა გამოყენებითი მათემატიკის ამოცანების გააზრებას, ანალიზსა და შემოქმედებით გადაწყვეტას. #მათემატიკა #გეომეტრია #პრეზენტაციები #STEM #განათლება #ქართულიამერიკულისკოლა
- 𝐏𝐒𝐀𝐓 𝟖/𝟗 და 📘 𝐏𝐒𝐀𝐓 𝟏𝟎 გამოცდა
🌟🎓 𝟮5 აპრილს ქართულ-ამერიკული სკოლის 108 მოსწავლემ 𝐂𝐨𝐥𝐥𝐞𝐠𝐞 B𝐨𝐚𝐫𝐝 - ის 📘 𝐏𝐒𝐀𝐓 𝟖/𝟗 და 📘 𝐏𝐒𝐀𝐓 𝟏𝟎 გამოცდა ჩააბარეს. 📚 𝐏𝐒𝐀𝐓 𝟖/𝟗 და 𝐏𝐒𝐀𝐓 𝟏𝟎 არის ტესტი, რომელსაც მეცხრე და მეათე კლასელები ცენტრალიზებულად აბარებენ. ეს არის პირველი და მეორე ტესტი 𝗦𝗔𝗧 შეფასებების კომპლექტში, რომელიც ასევე მოიცავს 𝗣𝗦𝗔𝗧/𝗡𝗠𝗦𝗤𝗧-ს და 𝗦𝗔𝗧-ს. 🌐 კომპლექტის ყველა ტესტი პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ზომავს ცოდნას და უნარებს, რომლებსაც მოსწავლე ეუფლება სკოლაში სწავლის პერიოდში. 🎯 სწორედ ეს ცოდნა და უნარები დასჭირდება თითოეულს უნივერსიტეტებში წარმატების მისაღწევად. 📝 გამოცდა ფასდება 𝐂𝐨𝐥𝐥𝐞𝐠𝐞 B𝐨𝐚𝐫𝐝-ის მიერ და მოსწავლე თავად იღებს პასუხს - ქულობრივ შეფასების შედეგებს და ასევე შესრულებულული ნამუშევრის დეტალურ ანალიზს . 🎓 მიღებულ ქულებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მოსწავლეებისთვის, რადგანაც ისინი აისახებიან სკოლის ტრანსკრიპტში და შემდგომში განაპირობებენ საუნივერსიტეტო დაფინანსების მიღებას უცხოეთში. 👏 წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს ! #GOGAS













