top of page

Search this site

453 results found with an empty search

  • განათლების ეროვნული კონფერენცია

    Hilton Garden Inn , თბილისი ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ დიანა გაბისონიას ხელმძღვანელობით მიიღეს მონაწილეობა განათლების ეროვნულ კონფერენციაში , რომელიც ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. მოსწავლეები წარდგნენ ჯგუფურად მომზადებული მოხსენებებით (ინგლისურ ენაზე ) და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში . კონფერენციის ფარგლებში GAS-ელების წარმოდგენილი თემები მოიცავდა: ხელოვნური ინტელექტი და განათლება კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება კიბერუსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვა რობოტიკა და ადამიანის მომავალი სოციალური მედიის გავლენა თაობებზე მომავლის პროფესიები მოხალისეობა და მისი მნიშვნელობა ტრადიციები და თანამედროვე სამყარო ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები #განათლება #კონფერენცია #ქართულამერიკულისკოლა

  • „ენა დედაა ერისა“ — უფროსკლასელების შეხვედრა მეორეკლასელებთან!

    ქართულ-ამერიკული სკოლაში კათედრების ურთიერთანამშრომლობის მიმართულებით განხორციელდდა სასწავლო პროექტი ,,ენა დედაა ერისა”. პატარებისათვის შეთავაზებული მეთერთმეტეკლასელთა დაგეგმილი აქტივობები საინტერესო და მრავალმხრივი იყო. მეორე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მიიღეს მონაწილეობა ვიქტორინაში და შექმნეს მცირე ესეები ქართული ენის შესახებ. ქართულ-ამერიკული სკოლა - სადაც იზრდებიან საქართველოს საამაყო წარმატებული თაობები! პედაგოგები: ეკატერინე მაჭარაშვილი და დიანა კახეთეელიძე

  • „დედამიწა საფრთხეშია“

    დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა სპექტაკლი „დედამიწა საფრთხეშია“.  წარმოდგენაში მონაწილეობდნენ VI და VII კლასის მოსწავლეები, მათ შორის — ეკო-კლუბის აქტიური წევრები.  სპექტაკლი დადგეს VIII -3 კლასის მოსწავლეებმა — ნინი ბერძენიშვილმა და ელენე ლოლაძემ , პედაგოგ ლიკა მესხის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა სცენიდან გაგვიზიარეს მნიშვნელოვანი გზავნილი — დედამიწას სჭირდება ჩვენი ზრუნვა და სიყვარული

  •  დედამიწის დღე ქართულ-ამერიკულ სკოლაში

    დედამიწის დღის აღსანიშნავად ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა საინტერესო და სახალისო აქტივობების კვირეული, რომელიც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.  მე-5 კლასელების ღონისძიება ორგანიზებული იყო ინგლისური ენის კათედრის მიერ. ბავშვებმა მოამზადეს მოხსენებები და თემატური ნამუშევრები.  მათ ინგლისურ ენაზე წარადგინეს:  თემატური პრეზენტაციები,  მხატვრული ნამუშევრები,  მუსიკალური ნომრები.  ყველა გამოსვლა ეძღვნებოდა ეკოლოგიის მნიშვნელობასა და დედამიწის დაცვის აუცილებლობას.  ეს იყო ძალიან ლამაზი, მხიარული და ფერადი დღე!  ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას!

  • “ვეფხისტყაოსნის” სამყარო-შეჯამება.

    ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8(1) კლასმა პროექტი “ვეფხისტყაოსნის” სამყარო-შეაჯამა. ბავშვებმა ისაუბრეს პოემის ავტორსა და ეპოქაზე, კალიგრაფებზე, ხელნაწერებსა და იშვიათ ბეჭდურ გამოცემებზე. “ვეფხისტყაოსნის” მხატვრობაზე, სიუჟეტების ილუსტრაცია-მინიატურებსა და პოემის თარგმანებზე. მოსწავლეებმა 5 ენაზე წაიკითხეს პოემის სტროფები. ბოლოს კი წარმოგვიდგინეს კოსტუმირებული სცენური დადგმა “თინათინის გამეფება” . მასწავლებელი თინათინ ჯანელიძე.

  • დედაენის ძეგლთან

    ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის VI(3 ) კლასის მოსწავლეები პედაგოგ ეკატერინე ყიფიანის ხელმძღვანელობით ეწვივნენ დედაენის ძეგლს . ღია ცის ქვეშ მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს წინასწარ მოძიებული საინტერესო ფაქტები და ინფორმაცია ქართული ენისა და ანბანის შესახებ , წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ ღრმად გააცნობიერეს ჩვენი ენის სიდიადე და მნიშვნელობა

  • 14 აპრილი — დედაენის დღე!

    დღეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ქართული ენისთვის — დედაენის დღე! ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გამოცხადდა ქართული ენის კვირეული . დაწყებით კლასებში დაგეგმილი და განხორციელებული იყო არაერთი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება. 1 კლასებში ჩატარდა სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც სრულიად მიეძღვნა ქართულ ანბანს. ოცდაცამეტივე ასო-ბგერაზე შედგენილი გამოცანები და კალიგრაფიული სავარჯიშო. ქართული ენის პედაგოგები: ქეთი ქათამაძე და მანანა არქანია .

  • ქართული ენის კვირეული – „დედაენა ჩვენი საგანძურია“

    ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის III კლასებში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა თემაზე „დედაენა – ჩვენი საგანძური“. დაწყებითი კლასების პედაგოგებმა — თამარ ბოჭორიშვილმა, ეკატერინე მაკარიძემ, ლელა ღლონტმა და მარიამ ღუბელაძემ — მოსწავლეებს უამბეს, თუ რატომ აღვნიშნავთ საქართველოში ამ მნიშვნელოვან დღეს. გაკვეთილი მიეძღვნა ქართული ენისა და ანბანის უნიკალურობას , მისი შექმნისა და განვითარების ისტორიას. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეავსეს კროსვორდი, იმსჯელეს ბარბარიზმებზე და გაიაზრეს, თუ რატომ არის ქართული ენა ჩვენი ეროვნული საგანძური , რომლის დაცვაც და შენარჩუნებაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა! დედაენა და ანბანი – ეს ჩვენი იდენტობა, ჩვენი ფესვები და მომავალია!

  • დედაენის დღის კალიგრაფიის კონკურსი — მე-3 კლასებში!

    ქართული ენის კვირეულის ფარგლებში , ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-3 კლასებში ჩატარდა სამეტაპიანი კალიგრაფიის კონკურსი . დღეს ფინალურ ტურში ერთმანეთს შეეჯიბრნენ ფინალისტები, და პატივცემული ჟიურის დახმარებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები . ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით , რაც მათი შრომისა და მონდომების დაფასებაა. კონკურსის ხელმძღვანელი : თამარ ჭელიძე „ქართული დამწერლობა — ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის საუნჯეა.“

  • 6(2) კლასი ამინდის ბიუროში

    ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან, ლიკა მესხთან და ეკატერინე ყიფიანთან ერთად, ესტუმრნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის ბიუროს.  გაიგეს, როგორ ფიქსირდება ამინდი თანამგზავრებიდან და როგორ ამუშავებენ მონაცემებს მეტეოროლოგები 80%-იანი სიზუსტით!  მეცნიერება რეალურ ცხოვრებაში – საინტერესო და შთამაგონებელი გამოცდილება! #შემეცნებითიექსკურსია   #ამინდისბიურო   #STEM   #ქართულიამერიკულისკოლა

  • საინტერესო ამბების სამყაროში

    იცოდით თუ არა, რომ პომიდვრის წვენი 1830 წელს როგორც წამალი იყიდებოდა? ან რომ სირაქლემას კვერცხის მოხარშვას 4 საათი სჭირდება? ამ და კიდევ ბევრ უცნაურ და გასაოცარ ფაქტზე მოგვიყვნენ ქართულ-ამერიკული სკოლის მე- 4(1) კლასის მოსწავლეები. მათ ჩაატარეს შემეცნებითი პრეზენტაციები თემაზე "საინტერესო ამბების სამყაროში" , სადაც თავიანთი კვლევით მიღებული ფაქტები და დაკვირვებები სახალისო და შემოქმედებითი ფორმით გააზიარეს. პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ირმა მასხულია და თამარ ჭელიძე . მსგავსი აქტივობები ხელს უწყობენ მოსწავლეებში კვლევითი ინტერესის გაღვივებას, საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებასა და ზოგადი ცოდნის გაფართოებას.

  • ✨🥇 ოქრო და ბრინჯაო ICYS-2025 იდან! 🇬🇪

    ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები - ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან (ICYS) ოქროსა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ! ⭐️  2025 წლის 6-10 აპრილს ტაილანდში , ქალაქ ვენ ჩანში, KVIS-მა, ტაილანდის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების ხელშეწყობის ინსტიტუტთან (IPST) თანამშრომლობით, უმასპინძლა 31-ე ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია (ICYS) და მერვე ყოველწლიურ სამეცნიერო გამოფენას Kamnoetvidya Invitational Science Fair (KVIS-ISF). 🌍👨‍🔬 ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის  დელეგაციის წევრები: ხელმძღვანელი - ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ბ-ნი მამუკა მესხიშვილი , იაკობ საფარაშვილი, ნიკოლოზ დავითაძე,ნიკოლოზ კოკაია, ირაკლი კუპატაძე, ანანო ქართველიშვილი, მარიამ შაშიაშვილი 🏅 ოქროს მედალი მათემატიკის სექციაში — იაკობ საფარაშვილი და ნიკოლოზ დავითაძე 🏅 ბრინჯაოს მედალი ფიზიკის სექციაში — ნიკოლოზ კოკაია და ირაკლი კუპატაძე ⭐️  ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია (ICYS) , რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და STEM-ის დარგებში პროექტებისა და კვლევების წარდგენის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს, 1993 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. საქართველო აღნიშნულ კონფერენციაში 2002 წლიდანაა ჩართული და საპრიზო ადგილებს სტაბილურად იკავებს.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page