Search this site
453 results found with an empty search
- ასე უყვარდათ საქართველოში…
28 მარტს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "ასე უყვარდათ საქართველოში" გაიმართა. ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა მაყურებელს ქართველი ბუმბერაზი პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების სიყვარულის ამბები გაუზიარეს. მე-9-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მათი დედმამიშვილები და მშობლები . ემოციური და შთამბეჭდავი იყო მუსიკალური ნომრები, ეროვნული ცეკვები და ძველი ქართული ჰანგები. ღონისძიების რეჟისორი და ორგანიზატორი - პედაგოგი თამარ წერეთელი. მუსიკალური ხელმძღვანელი - ია ხურცილავა
- 🏆 გამარჯვება „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო ეტაპზე! 🧠🎉
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5(3) კლასის გუნდმა „არგონავტებმა“ ინტელექტუალური თამაშის – „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო პირველობაზე გაიმარჯვა! გუნდის შემადგენლობა: კაპიტანი: ალექსანდრე ჯაჯვანი, ელენე იოსელიანი, ბარბარა პაპიაშვილი, აჩი წერეთელი, ნიცა გოგობერიშვილი დამრიგებელი: ნინო ბართიშვილი გილოცავთ, ძვირფასო მოსწავლეებო! #ტვინებისბრძოლა #ინტელექტუალურითამაში #არგონავტები #ქართულიამერიკულისკოლა #წარმატება #საგანმანათლებლოვიქტორინა
- შეხვედრა ფსიქოლოგ ნინო ქვარიანთან
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგ ნინო ქვარიანთან, რომელსაც ორგანიზება გაუწია სკოლის ფსიქოლოგმა, ანი ასათიანმა. ქალბატონი ნინო ქვარიანი არის ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოლოგიური კომპანია „საფეხურის“ დამფუძნებელი, რომელსაც 26 წლიანი გამოცდილება აქვს მოზარდებთან და ზრდასრულებთან მუშაობაში. საუბრის თემა იყო ბავშვებში ასაკობრივი კრიზისები, მათი მიზეზები და დაძლევის გზები. შეხვედრა ინტერაქციული იყო, მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ რჩევები. მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინოს საინტერესო შეხვედრისთვის და მშობლებს — აქტიური მონაწილეობისათვის!
- საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
ქართულ-ამერიკული სკოლის ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთო. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით შეძენილ იქნა სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები, რომლებიც გადაეცა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ხარება — ახალი ცხოვრების, იმედისა და ბედნიერი მოლოდინის დღესასწაული — განსაკუთრებულად შეეხამა ამ კეთილშობილურ ინიციატივას. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად უწყობს ხელს მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას. #სიკეთეგადამდებია #ქველმოქმედება
- საერთაშორისო პროექტებში მონაწილე მოსწავლეების შეხვედრა
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა შეხვედრა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც წელს მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში : გაეროს მოდელირების კონფერენცია – ნიუ-იორკი ჰარვარდის მოდელირების კონგრესი – ბრიუსელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-სიმულაცია "დეზინფორმაცია და პროპაგანდის მეთოდები/ტექნიკები" შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქ-ნი ირმა მესხიშვილი და ისტორიის პედაგოგი, გაეროს მოდელირების კლუბის ხელმძღვანელი ქ-ნი ანჟელა ბოკუჩავა. მოსწავლეებმა გაუზიარეს დამსწრეებს თავიანთი შთაბეჭდილებები , ისაუბრეს გამოწვევებზე , დაუვიწყარ ემოციებსა და მიღებულ გამოცდილებაზე . მათი მონათხრობი ნათლად წარმოაჩენდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა . შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები – აქტიური ჩართულობისა და მიღწევების აღსანიშნავად.
- ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“
1 და 2 აპრილს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი! მეოთხედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცოდნაში, ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებაში. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და წარმატებას ვუსურვებთ გამარჯვებულ გუნდებს, რომლებიც ჩვენს სკოლას საქალაქო პირველობაზე წარადგენენ! #ტვინებისბრძოლა #ინტელექტუალურითამაში #GeorgianAmericanSchool #სკოლისცხოვრება #განათლება #ახალგაზრდაინტელექტუალები
- პროექტი „მოქალაქეების თავდაცვისუნარიანობის ამაღლება“
პროექტი „მოქალაქეების თავდაცვისუნარიანობის ამაღლება“ (საგანი - მოქალაქეობა) ფარგლებში, მე-11/1 კლასის მოსწავლეების და პედაგოგის, ქრისტინე ღონღაძის ინიციატივით, ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრნენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ წარმომადგენლები. შეხვედრის დროს სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს „აისის“ შექმნის მიზნები, ისაუბრეს თავდაცვის საბაზისო უნარების ფლობის აუცილებლობაზე, გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა და სასწავლო კურსები. #პროექტებითსწავლება #არაფორმალურიგანათლება
- მაალაიზია კუალა-ლუმპური 2019
მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში 20-25 აპრილს ახალგაზრდა მეცნიერთა 26-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ეკოლოგიის დარგებში თავისი პროექტები და კვლევები წარმოადგინეს. საქართველოს ნაკრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის 10 მოსწავლით დაკომპლექტდა. ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის სექციაში დიდ წარმატებას მიაღწიეს – გიორგი რაზმაძე და საბა საბეკია კონფერენციიდან ოქროს მედლით დაბრუნდნენ (თემა „იდეალური კუბოიდი“); თამთა ჯაშმა და ელენე გვალიამ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს, (თემა „შარიგინის პრობლემა“); კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ნინო ფიფიას და ლიზი მეძველიას ხვდათ წილად (თემა „კომპლექსური რიცხვები და გეომეტრია“). აღნიშნული სკოლების მათემატიკის კათედრები ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი მამუკა მესხიშვილის ხელმძღვანელობით არაერთხელ აღწევენ წარმატებულ შედეგებს. საქართველო 2002 წლიდან მუდმივად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში და სტაბილურად იკავებს საპრიზო ადგილებს. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია, შესაბამისად მოსწავლეები ნაშრომებს საერთაშორისო ჟიურის წინაშე ინგლისურ ენაზე იცავენ, ამიტომაც ისინი უნაკლოდ უნდა ფლობდნენ ენას. კონფერენციის პარალელურად, ღონისძიება დატვირთული იყო კულტურული ნაწილითაც – მოსწავლეებმა დაათვალიერეს მურუგანის (Murugan) ქანდაკება, ბატუს კომპლექსი (Batu Caves), სულთან აბდულ სამადის (Abdul Samad) სასახლე, სამთავრობო ქალაქი-პუტრაჯაია ( Putrajaya) და მალაიზიის სიმბოლო-პეტრონასის ტყუპი კოშკები (Petronas Twin Towers), რომლებიც თითოეული 88 სართულიანია და სიმაღლით 451,9 მეტრია (ყველაზე მაღალი ტყუპები მსოფლიოში). დაჯილდოების ცერემონია 24 აპრილს, Mandarin Court Hotel-ში გაიმართა. ცერემონიას საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ აფხაზავა დაესწრო. ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია 1993 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. კუალა-ლუმპურმა აღნიშნულ კონფერენციას პირველად უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 27 ქვეყნის 157-მა მოსწავლემ.
- 🔹 პროფესიული ორიენტაციის პროექტი 🔹
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-11(1) კლასის მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ პროფესიული ორიენტაციის თემაზე (მოქალაქეობა- პროექტებით სწავლება). 🎯 ამ მიზნით, სკოლამ სტუმრად მოიწვია კარიერის კონსულტანტი ივეტა გოგავა , რომელმაც მოსწავლეებს DISC მეთოდოლოგი ა გააცნო. 💡 მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ჩვენი მოსწავლეები სკოლის სხვა მოსწავლეებსაც გაუზიარებენ, რათა დაეხმარონ სწორი კარიერული გზის განსაზღვრაში. 🚀ქართულ-ამერიკული სკოლა - ადგილი, სადაც იზრდებიან ლიდერები.
- 🔹კიბერუსაფრთხოება, ციფრული ჰიგიენა და XXI საუკუნის გამოწვევები
ქართულ ამერიკულ სკოლაში Smart Academy-ის წარმომადგენლებმა საინტერესო ინფორმაციული შეხვედრა გამართეს. 👩🏫 მოწვეული სტუმრებიდან კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა მაიკო სვანიძემ GAS-ელებს საინტერესო ლექცია ჩაუტარა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: 🔹 კიბერუსაფრთხოება 🔒 🔹 ციფრული ჰიგიენა 🖥️✨ 🔹 კიბერ ბულინგი 🚨 🔹 სოციალური ინჟინერია 🎭 🔹 ჰეშის ფუნქციები 🔢 🏆 ლექციის დასასრულს გამართულ ქვიზში, გამარჯვებული საბა ღამბაშიძე გახდა , რომელმაც კიბერუსაფრთხოების სრული სალექციო კურსი მოიგო . 🙏 გმადლობთ Smart Academy-ს და მაიკო სვანიძეს სასარგებლო და ინსპირაციული შეხვედრისთვის!
- STEM პროექტი - კომპიუტერული თამაში "კვანტური გლიჩი"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა წარმატებული STEM პროექტ ი: კომპიუტერული თამაში "კვანტური გლიჩი" STEM განათლება ჩვენთვის მხოლოდ თეორია არ არის – ეს არის სივრცე, სადაც ახალი გამოგონებები იბადება. ტვ იმედის გადაცემა „იმედის დილის“ რუბრიკა „გამომგონებლები“ დაეთმო ჩვენი მოსწავლეების – არჩილ ბერაიასა და ვახტანგ გოგიას – საინტერესო პროექტს. მათ შექმნეს საგანმანათლებლო კომპიუტერული თამაში კვანტური ფიზიკის თემაზე, STEM მიმართულების მენტორის, გოგა სუქნიძის, ხელმძღვანელობით. ფიზიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, თამაშით გაეცნონ კვანტური მექანიკის საფუძვლებს. პროექტზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს, რათა თამაში ვიზუალურად კიდევ უფრო საინტერესო და თანამედროვე გახდეს. ქართულ-ამერიკული სკოლა - ადგილი სადაც იზრდებიან წარმატებული თაობები . ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეებით და ველოდებით მათ ახალ წარმატებებს! #Invention #QuantumGame #STEM #FutureInnovators #EducationForTomorrow #სტემგანათლება #STEMEDUCATION #QLAB
- "ვორქშოპი მადლიერება – მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი მოგზაურობა პოზიტიურ ემოციებში"
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში, VI (2) კლასის დამრიგებლის, ეკატერინე ყიფიანის ორგანიზებით და სკოლის ფსიქოლოგის, ნინო ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა პოპულარული ვორქშოპი „მადლიერება“. შეხვედრის მიზანი იყო მადლიერების, როგორც პიროვნული რესურსის გაცნობიერება ასევე, მშობლების, შვილების, ოჯახის წევრების, მეგობრების მიმართ მადლიერების გამოხატვა, დადებითი ემოციების გამოწვევა და გაზიარება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მეტაფორული ასოციაციური ბარათების დახმარებით , შეხვედრის მონაწილეებმა გულწრფელად გაიაზრეს და ერთმანეთს გაუზიარეს ყველაზე ღირებული გამოცდილება, რის გამოც მათ უჩნდებათ მადლიერების განცდა. მადლიერება - პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი! #ქართულ_ამერიკული_სკოლა #მადლიერება #პოზიტიური_განწყობა #სკოლის_ცხოვრება #ფსიქოლოგია #ფსიქოლოგის_საათი













