Search this site
453 results found with an empty search
- კინო და ტელეინდუსტრიის კულისები – შეხვედრა პროდიუსერ, თეონა მაზმიშვილთან
მშობელთა ჩართულობის და პროფესიული ორიენტაციის პროექტების ფარგლებში ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია პროდიუსერი თეონა მაზმიშვილი. შეხვედრას ეკო-კლუბისა და ტელე-კლუბის მოსწავლეები დაესწრნენ. სტუმარმა ამომწურავად ისაუბრა პროდიუსერის პროფესიის თავისებურებებზე, განმარტა ტელე და კინო სფეროებში პროდიუსერის როლი და ძირითადი ფუნქციები. მოსწავლეებმა გაიგეს, როგორია ამ სამყაროს ყოველდღიური საქმიანობა. მსგავსი ტიპის შეხვედრები პროფესიის არჩევაში ეხმარება მოსწავლეებს და შთააგონებს მათ, რომ ყოველი პროფესია ხელოვნებაა, თუ მას მთელი გულით ემსახურები. ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის ცნობილი და გამორჩეული სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. #ქართულიამერიკულისკოლა #პროფესიულიორიენტაცია #ეკოკლუბი #ტელეკლუბი #თეონამაზმიშვილი #პროდიუსერი #შთაგონება #კინო #ტელევიზია
- ვორქშოპი "მადლიერება" მე-6(1) კლასი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების მენტალურ, ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. სკოლის ფსიქოლოგები მოსწავლეებთან ერთად საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს ახორციელებენ. 27 მარტს VI (1) კლასისთვის, დამრიგებლის სოფო იობიძის ჩართულობით, ჩატარდა ჩვენი ფსიქოლოგის ნინო ფირცხალაიშვილის საავტორო ვორქშოპი – "მადლიერება". შეხვედრის მთავარი მიზანი მადლიერებისა და მისი გამოხატვის მნიშვნელობის გააზრება იყო. მეტაფორული ბარათების გამოყენებით, მეექვსე კლასელებმა ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება და ემოციები გაუზიარეს. მადლიერება – პოზიტიური ცვლილებების დასაწყისია! #ვორქშოფი #მადლიერება #ფსიქოლოგია
- „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - გურამ დოჩანაშვილის 86
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკის გრძელვადიანი პროექტი „გაიცანი ცნობილი ადამიანების“ ფარგლებში, დღეს ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღვნიშნეთ. ✨ ჩვენმა მე-5 კლასის მოსწავლეებმა მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. 📖 წაიკითხეს ცნობილი ციტატები და გამონათქვამები მის შემოქმედებიდან. 💡 წიგნის მოყვარულ პატარებს ინტერესი გაუჩნდათ გაცნობოდნენ დოჩანაშვილის შემოქმედებას. ასეთი ტიპის ღონისძიებები მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლების სურვილს ემსახურება.
- GAS ეკო -კლუბი წიგნიერების მხარდასაჭერად
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის მოსწავლეებმა შეაგროვეს წიგნები და გადასცეს „ბიბლუსის“ მიერ დაარსებულ წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას . ეს წიგნები სოფლის ბიბლიოთეკების ფონდებში გადანაწილდება და ბევრ ბავშვს გაახარებს. სიკეთე გადამდებია, წიგნი – მარადიული!
- თბილისის ველო მერის ვიზიტი
24 მარტს, პროექტებით სწავლების მიმართულების ფარგლებში (საგანი-მოქალაქეობა) ჯანსაღი ცხოვრების წესზე მუშაობის პროცესში, ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია თბილისის ველომერი, მარ მიხელიძე. ის მე-7 კლასის მოსწავლეებსა და ეკო-კლუბის წევრებს ესაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ფიზიკური აქტიურობის როლზე ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში . განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ველოსიპედით გადაადგილების გავლენას როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე . მარ მიხელიძემ მოსწავლეებს გაუზიარა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება და აუხსნა, თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებსა და ზრდასრულებს ველოსიპედის გამოყენება კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის . ასევე, ისაუბრა იმ უსაფრთხოების ნორმებზე, რომელთა დაცვა აუცილებელია ველოსიპედით მოძრაობისას . შეხვედრა ინტერაქციული ფორმით მიმდინარეობდა. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის. მადლობა მარ მიხელიძეს ამ საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის!
- დედამიწის საათი – ერთი საათი ჩვენი პლანეტისთვის!
22 მარტს მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს! დედამიწის საათი - ეს ღონისძიება - თავდაპირველად 2007 წელს დაიგეგმა ავსტრალიაში, ბუნების მსოფლიო ფონდი ს (WWF) ინიციატივით. ამ დღეს მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის მოხმარებაზე. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად უჭერს მხარს გარემოს დაცვასა და რესურსების გონივრულ გამოყენებას და უერთდება დედამიწის საათს. GAS ეკო-კლუბის მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო პოსტერები და ბუკლეტები და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში. ბავშვებმა საინფორმაციო კამპანია თბილისის ქუჩებშიც გამართეს და ბუკლეტები დაურიგეს მოსახლეობას კლუბის ხელმძღვანელი: ლიკა მესხი ჩვენი ერთი საათი სიბნელეში – სინათლეა ჩვენი პლანეტისთვის! შემოგვიერთდით!
- ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციები რეალობად იქცევა!
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ახალი ტექნოლოგიები და STEM განათლება პრაქტიკულ ცხოვრებაში ინერგება! ჩვენი მე-8 კლასის მოსწავლეების - სანდრო წითლიძის, ბესო ბესელიას და ლევან ბეგიაშვილის - პროექტმა ,,იმედის დილის” რუბრიკის „გამომგონებლების“ ყურადღება მიიპყრო. გადამღები ჯგუფი ესტუმრა ჩვენს სკოლას, რათა მოემზადებინა სიუჟეტი STEM პროექტ „ჭკვიანი პარკინგის“ აპლიკაციაზე , რომელსაც ჩვენი სკოლის ნიჭიერი მერვეკლასელები ქმნიან STEM მიმართულების მენტორების, დემეტრე საზონოვის და გოგა სუქნიძის, ხელმძღვანელობით. როგორ იმუშავებს სისტემა? პროექტი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის, სენსორებისა და კამერების გამოყენებით მძღოლებისთვის თავისუფალი საპარკინგე ადგილების პოვნას ,,ლაივ” რუკაზე. პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, მაგრამ მისი პროტოტიპი უკვე შექმნილია და გუნდი აქტიურად მუშაობს გაუმჯობესებაზე! გაეცანით სიუჟეტს და გაიგეთ მეტი ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეების ინოვაციური იდეის შესახებ! ქართულ-ამერიკული სკოლა - ადგილი, სადაც იზრდებიან ლიდერები.
- ხელოვნება, მუსიკა და შემოქმედება ერთ ღონისძიებაში!
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აკადემია გვირილას ორგანიზებით გაიმართა შემოქმედებითი საღამო "დედაშვილობა" , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა. თეატრთან არსებულ გალერეა "არქანიაში" ჩვენი პატარა მხატვრებისა და ხელოვნების პედაგოგის ნათია გიორგაძის ნამუშევრები გამოიფინა. ხოლო თეატრის სცენაზე კი ვოკალური ნომრებით წარდგნენ პატარა მუსიკოსები- დავით კვინიკაძე, დავით შარაბიძე, ნინი შარაბიძე და ვარია დუმანი. ნიჭიერი GAS-ელები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. ხელოვნების მასწავლებელი: ნათია გიორგაძე მუსიკის მასწავლებელი: ია ხურცილავა
- 📢 ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (ბელგია, ბრიუსელი 🇧🇪)
📍 ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ ჰარვარდის მოდელირების კონგრესზე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ! 🌍 ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (HMCE) დაარსდა 1988 წელს და ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სამოქალაქო ჩართულობის კონფერენცია სკოლის მოსწავლეებისათვის. 🔹 კონფერენციას ატარებენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები . 🔹 38 წლის განმავლობაში ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (HMCE) გახდა ევროპაში პირველი სამთავრობო სიმულაციების კონფერენცია, რომელშიც ყოველწლიურად 400-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეა ჩართული. 🔹 კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ დებატებში ყველაზე აქტუალურ თანამედროვე პრობლემებზე და სიმულაციის საშუალებით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თანამონაწილენი გახდნენ. 💡 ჰარვარდის მოდელირების კონგრესი მოიცავს აშშ-ს კონგრესის კომიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებას. 📌 ჩვენი სკოლების მოსწავლეები არიან შემდეგი კომიტეტებისა და ორგანიზაციების წევრები: ✔ NATO ✔ SENATE HELP ✔ House SST ✔ Media ✔ G20 ✔ WHO ✔ Historical Committee ✔ World Bank ✔ European Council ✔ UNHRC ✔ House Homeland 📆 კონფერენცია გაგრძელდება 14-17 მარტის განმავლობაში. მოსწავლეები ეწვევიან ევროპის პარლამენტს და მოინახულებენ ბრიუსელის სხვა ღირსშესანიშნაობებს. 🎓 ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია არაფორმალური განათლების მიმართულებით. GAS და GAHS მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში, გაიუმჯობესონ მეტყველების, კომუნიკაციისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარები.
- College Board-ის ოფიციალური საგამოცდო ცენტრი
ქართულ-ამერიკული სკოლა – College Board-ის ოფიციალური საგამოცდო ცენტრია საქართველოში რა გამოცდებს ვთავაზობთ? 🔹 PSAT 8/9 – პირველი ნაბიჯი PSAT გამოცდების სერიაში, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრაში. 🔹 PSAT 10 – SAT-ისთვის მოსამზადებელი გამოცდა, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტურ შეფასებას და განვითარებას. 🔹 PSAT/NMSQT (National Merit Scholarship Qualifying Test) – ამ გამოცდის ქულები შეიძლება გამოყენებულ იქნას სტიპენდიების მისაღებად. 🔹 SAT (Scholastic Assessment Test) – გამოცდა, რომელიც საჭიროა უმაღლესი სასწავლებლებში ჩარიცხვისთვის აშშ-სა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 🔹 AP (Advanced Placement) გამოცდები – მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ კოლეჯის დონის განათლება სკოლაში სწავლის პერიოდში და დააგროვონ კრედიტები. ჩვენს ტესტ ცენტრებში ჩასაბარებლად ხელმისაწვდომია შემდეგი 39 𝑨𝑷 გამოცდა 𝑨𝒓𝒕𝒔 • 𝑨𝑷 𝟐-𝑫 𝑨𝒓𝒕 𝒂𝒏𝒅 𝑫𝒆𝒔𝒊𝒈𝒏 • 𝑨𝑷 𝟑-𝑫 𝑨𝒓𝒕 𝒂𝒏𝒅 𝑫𝒆𝒔𝒊𝒈𝒏 • 𝑨𝑷 𝑫𝒓𝒂𝒘𝒊𝒏𝒈 • 𝑨𝑷 𝑴𝒖𝒔𝒊𝒄 𝑻𝒉𝒆𝒐𝒓𝒚 • 𝑨𝑷 𝑨𝒓𝒕 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚 𝑬𝒏𝒈𝒍𝒊𝒔𝒉 • 𝑨𝑷 𝑬𝒏𝒈𝒍𝒊𝒔𝒉 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒐𝒎𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒊𝒐𝒏 • 𝑨𝑷 𝑬𝒏𝒈𝒍𝒊𝒔𝒉 𝑳𝒊𝒕𝒆𝒓𝒂𝒕𝒖𝒓𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒐𝒎𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒊𝒐𝒏 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚 𝒂𝒏𝒅 𝑺𝒐𝒄𝒊𝒂𝒍 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑨𝒇𝒓𝒊𝒄𝒂𝒏 𝑨𝒎𝒆𝒓𝒊𝒄𝒂𝒏 𝑺𝒕𝒖𝒅𝒊𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑪𝒐𝒎𝒑𝒂𝒓𝒂𝒕𝒊𝒗𝒆 𝑮𝒐𝒗𝒆𝒓𝒏𝒎𝒆𝒏𝒕 𝒂𝒏𝒅 𝑷𝒐𝒍𝒊𝒕𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑬𝒖𝒓𝒐𝒑𝒆𝒂𝒏 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚 • 𝑨𝑷 𝑯𝒖𝒎𝒂𝒏 𝑮𝒆𝒐𝒈𝒓𝒂𝒑𝒉𝒚 • 𝑨𝑷 𝑴𝒂𝒄𝒓𝒐𝒆𝒄𝒐𝒏𝒐𝒎𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑴𝒊𝒄𝒓𝒐𝒆𝒄𝒐𝒏𝒐𝒎𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑷𝒔𝒚𝒄𝒉𝒐𝒍𝒐𝒈𝒚 • 𝑨𝑷 𝑼𝒏𝒊𝒕𝒆𝒅 𝑺𝒕𝒂𝒕𝒆𝒔 𝑮𝒐𝒗𝒆𝒓𝒏𝒎𝒆𝒏𝒕 𝒂𝒏𝒅 𝑷𝒐𝒍𝒊𝒕𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑼𝒏𝒊𝒕𝒆𝒅 𝑺𝒕𝒂𝒕𝒆𝒔 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚 • 𝑨𝑷 𝑾𝒐𝒓𝒍𝒅 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚: 𝑴𝒐𝒅𝒆𝒓𝒏 𝑴𝒂𝒕𝒉 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒐𝒎𝒑𝒖𝒕𝒆𝒓 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆 • 𝑨𝑷 𝑪𝒂𝒍𝒄𝒖𝒍𝒖𝒔 𝑨𝑩 • 𝑨𝑷 𝑪𝒂𝒍𝒄𝒖𝒍𝒖𝒔 𝑩𝑪 • 𝑨𝑷 𝑪𝒐𝒎𝒑𝒖𝒕𝒆𝒓 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆 𝑨 • 𝑨𝑷 𝑪𝒐𝒎𝒑𝒖𝒕𝒆𝒓 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆 𝑷𝒓𝒊𝒏𝒄𝒊𝒑𝒍𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑺𝒕𝒂𝒕𝒊𝒔𝒕𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑷𝒓𝒆𝒄𝒂𝒍𝒄𝒖𝒍𝒖𝒔 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑩𝒊𝒐𝒍𝒐𝒈𝒚 • 𝑨𝑷 𝑪𝒉𝒆𝒎𝒊𝒔𝒕𝒓𝒚 • 𝑨𝑷 𝑬𝒏𝒗𝒊𝒓𝒐𝒏𝒎𝒆𝒏𝒕𝒂𝒍 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆 • 𝑨𝑷 𝑷𝒉𝒚𝒔𝒊𝒄𝒔 𝟏: 𝑨𝒍𝒈𝒆𝒃𝒓𝒂-𝑩𝒂𝒔𝒆𝒅 • 𝑨𝑷 𝑷𝒉𝒚𝒔𝒊𝒄𝒔 𝟐: 𝑨𝒍𝒈𝒆𝒃𝒓𝒂-𝑩𝒂𝒔𝒆𝒅 • 𝑨𝑷 𝑷𝒉𝒚𝒔𝒊𝒄𝒔 𝑪: 𝑬𝒍𝒆𝒄𝒕𝒓𝒊𝒄𝒊𝒕𝒚 𝒂𝒏𝒅 𝑴𝒂𝒈𝒏𝒆𝒕𝒊𝒔𝒎 • 𝑨𝑷 𝑷𝒉𝒚𝒔𝒊𝒄𝒔 𝑪: 𝑴𝒆𝒄𝒉𝒂𝒏𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑷𝒔𝒚𝒄𝒉𝒐𝒍𝒐𝒈𝒚 𝑾𝒐𝒓𝒍𝒅 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆𝒔 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑪𝒉𝒊𝒏𝒆𝒔𝒆 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑭𝒓𝒆𝒏𝒄𝒉 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑮𝒆𝒓𝒎𝒂𝒏 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑰𝒕𝒂𝒍𝒊𝒂𝒏 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑱𝒂𝒑𝒂𝒏𝒆𝒔𝒆 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑳𝒂𝒕𝒊𝒏 • 𝑨𝑷 𝑺𝒑𝒂𝒏𝒊𝒔𝒉 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑺𝒑𝒂𝒏𝒊𝒔𝒉 𝑳𝒊𝒕𝒆𝒓𝒂𝒕𝒖𝒓𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 როგორ დავრეგისტრირდეთ? საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს ადმინისტრაციას ან ეწვიოთ College Board-ის ოფიციალურ ვებგვერდს რეგისტრაციის დეტალებისათვის. 📌 კონტაქტი: ჭავჭავაძის გამზირი 21 ; (+995) 598 533 077 ჭყონდიდელის 18 ; (+995) 555 903 197 ამჟამად, 2025 წლისთვის PSAT 8/9, PSAT 10, PSAT/NMSQT, SAT და AP გამოცდების რეგისტრაციის ვადები ჯერ არ არის გამოქვეყნებული College Board-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. როგორც წესი, College Board ამ ვადებს აქვეყნებს წინა წლის ბოლოს ან მიმდინარე წლის დასაწყისში. რეკომენდებულია რეგულარულად ეწვიოთ College Board -ის ოფიციალურ ვებგვერდს ( collegeboard.org ) ან დაუკავშირდეთ ჩვენი სკოლის ადმინისტრაციას, რათა მიიღოთ უახლესი ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების შესახებ. ასევე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ College Board-ის სიახლეების გამოწერაზე, რათა მიიღოთ შეტყობინებები ვადების გამოქვეყნებისთანავე. ქართულ-ამერიკული სკოლა – ცოდნისა და წარმატების ახალი შესაძლებლობები!
- ამერიკული სადიპლომო პროგრამა
ქართულ-ამერიკული სკოლის ინგლისურენოვანი პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს ამერიკულ განათლებას IX-XII კლასებში. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა American High School Diploma , რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ამერიკული დიპლომი აღიარებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია COGNIA -სა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ. ინგლისურენოვანი პროგრამა გთავაზობთ: ინგლისურენოვან სწავლებას, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მოემზადონ ინგლისურენოვან გარემოში. სავალდებულო საგნების გარდა მოსწავლეს შეუძლია აარჩიოს სხვადასხვა საგანი, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებსა და მომავალ პროფესიას. PSAT, SAT, AP, IELTS, TOEFL-ს გამოცდებისთვის მომზადება ქართულ-ამერიკული სკოლა, როგორც COLLEGE BOARD-ის ოფიციალური წარმომადგენელი, უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოცდების ჩატარებას ქართველი და უცხოელი მოსწავლეებისთვის. IX-XII კლასის მოსწავლებისთვის სავალდებულოა College Board-ის საატესტატო გამოცდების ჩაბარება ( PSAT8/9, PSAT10, PSAT/NMSQT, SAT,), რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების საუნივერსიტეტო მომზადებას. AP პროგრამები (Advanced Placement) AP პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს, წინასწარ შეისწავლონ საუნივერსიტეტო საგნები და დააგროვონ კრედიტები. პროგრამის გავლა და გამოცდების წარმატებით ჩაბარება ხელს შეუწყობს მოსწავლეს, დაგროვილი კრედიტები გამოიყენოს საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის. AP პროგრამა სცდება სტანდარტულ სასკოლო პროგრამას. College Counseling: ინგლისურენოვანი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ემსახურება საუნივერსიტეტო მრჩევლის სამსახური. საუნივერსიტეტო მრჩეველი თითოეულ მოსწავლეს სთავაზობს მათ მიზნებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მხარდაჭერას. მოსწავლეებს ექნებათ ინფორმაცია არჩეული ქვეყნის, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მიხედვით რომელი გამოცდების ჩაბარება იქნება საჭირო. მრჩევლის სამსახური მოსწავლეებს გაუწევს კონსულტაციებს: სამოტივაციო წერილის წერა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, ინტერვიუსთვის მომზადება, დაფინანსების გზების განხილვა და ა.შ. საერთაშორისო კონფერენციები, გაცვლითი პროგრამები და ოლიმპიადები: ქართულ-ამერიკული სკოლა არის IJSO,REGENERON ISEF,MILSET, IMUNA, ERASMUS + ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამ მიმართულებით ჩართვა მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და პროფესიულ უნარებს; იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას; აღწევენ წარმატებას გლობალურ შეჯიბრებებში: მათემატიკაში, მეცნიერებაში, ინგლისურში, დებატებში და სხვა; მოიპოვებენ გლობალური აღიარებას( სერტიფიკატები, მედლები და ჯილდოები); ეზრდებათ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესაძლებლობა. AI Powered Chat Teacher (ხელოვნური ინტელექტი) ამერიკული პროგრამის სახელმძღვანელოები აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, რაც გულისხმობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტ მასწავლებლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. AP კურსები 𝘼𝙋 𝙀𝙣𝙜𝙡𝙞𝙨𝙝 𝙇𝙞𝙩𝙚𝙧𝙖𝙩𝙪𝙧𝙚 𝙖𝙣𝙙 𝘾𝙤𝙢𝙥𝙤𝙨𝙞𝙩𝙞𝙤𝙣 𝘼𝙋 𝙋𝙧𝙚𝙘𝙖𝙡𝙘𝙪𝙡𝙪𝙨 𝘼𝙋 𝘾𝙤𝙢𝙥𝙖𝙧𝙖𝙩𝙞𝙫𝙚 𝙂𝙤𝙫𝙚𝙧𝙣𝙢𝙚𝙣𝙩 𝙖𝙣𝙙 𝙋𝙤𝙡𝙞𝙩𝙞𝙘𝙨 𝘼𝙋 𝘽𝙞𝙤𝙡𝙤𝙜𝙮 𝘼𝙋 𝙀𝙪𝙧𝙤𝙥𝙚𝙖𝙣 𝙃𝙞𝙨𝙩𝙤𝙧𝙮 𝘼𝙋 𝘾𝙝𝙚𝙢𝙞𝙨𝙩𝙧𝙮 𝘼𝙋 𝙃𝙪𝙢𝙖𝙣 𝙂𝙚𝙤𝙜𝙧𝙖𝙥𝙝𝙮 𝘼𝙋 𝙋𝙝𝙮𝙨𝙞𝙘𝙨 𝟭: 𝘼𝙡𝙜𝙚𝙗𝙧𝙖-𝘽𝙖𝙨𝙚𝙙 𝘼𝙋 𝙋𝙨𝙮𝙘𝙝𝙤𝙡𝙤𝙜𝙮 𝘼𝙋 𝙋𝙝𝙮𝙨𝙞𝙘𝙨 𝟮: 𝘼𝙡𝙜𝙚𝙗𝙧𝙖-𝘽𝙖𝙨𝙚𝙙 𝘼𝙋 𝘾𝙖𝙡𝙘𝙪𝙡𝙪𝙨 𝘼𝘽 𝘼𝙋 𝙋𝙝𝙮𝙨𝙞𝙘𝙨 𝘾: 𝙈𝙚𝙘𝙝𝙖𝙣𝙞𝙘𝙨 𝘼𝙋 𝘾𝙖𝙡𝙘𝙪𝙡𝙪𝙨 𝘽𝘾 𝘼𝙋 𝙁𝙧𝙚𝙣𝙘𝙝 𝙇𝙖𝙣𝙜𝙪𝙖𝙜𝙚 𝙖𝙣𝙙 𝘾𝙪𝙡𝙩𝙪𝙧𝙚 𝘼𝙋 𝘾𝙤𝙢𝙥𝙪𝙩𝙚𝙧 𝙎𝙘𝙞𝙚𝙣𝙘𝙚 𝘼 𝘼𝙋 𝙂𝙚𝙧𝙢𝙖𝙣 𝙇𝙖𝙣𝙜𝙪𝙖𝙜𝙚 𝙖𝙣𝙙 𝘾𝙪𝙡𝙩𝙪𝙧𝙚 𝘼𝙋 𝙎𝙩𝙖𝙩𝙞𝙨𝙩𝙞𝙘𝙨 𝘼𝙋 𝙎𝙥𝙖𝙣𝙞𝙨𝙝
- ქართული (ინტეგრირებული) პროგრამა
ქართულ-ამერიკული სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2025-2026 სასწავლო წლისთვის შემდეგ პროგრამებზე: ინტეგრირებული პროგრამა I-XII კლასები რატომ ქართულ-ამერიკული სკოლა? ამერიკულმა სკოლამ 2 024 წელს წარმატებით, უხარვეზოდ გაიარა ავტორიზაციის პროცესი და 9 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო სტატუსი; ამერიკული სკოლა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო ორგანიზაციის „Cognia“ -ს აკრედიტირებულ სკოლას. ამერიკული სკოლა წევრია College Board -ის, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოცდების ჩატარებას ქართველი და უცხოელი მოსწავლეებისათვის. ქართული ინტეგრირებული პროგრამა ეფუძნება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის ფარგლებში Common Core და Next Generation განათლების სტანდარტებს; ამერიკული პროგრამა მოიცავს Common Core Math, English Language Arts, Science, Social Studies და სხვა საგნების სწავლას ამერიკული სახელმძღვანელოებით; საბაზო საფეხურიდან ყველა მოსწავლე აბარებს ამერიკულ საერთაშორისო გამოცდებს, PSAT8/9; PSAT10; PSAT/NMSQT და SAT ; მეორე უცხოური ენა მე-2 კლასიდან არჩევით - რუსული, ფრანგული ან გერმანული ენა; სპორტული და შემოქმედებითი კლუბები; ლეგო განათლება, რობოტიკა. სკოლა არის საერთაშორისო ოლიმპიადების - IJSO, კონფერენციების - Regeneron ISEF, გამოფენების - MILSET საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და IMUNA-ს (გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია) პარტნიორი. 2025-2026 სასწავლო წლის პირობები: II-V კლასები (9:10 -16:20) სწავლის საფასურში შედის: • ორჯერადი კვება; • ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების კომპლექტი; • ჩოგბურთის გაკვეთილები მზიურის კორტებზე. VI-XII კლასები (9:00 -15:20) სწავლის საფასურში შედის: • ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები; • დამატებითი კლუბები და აქტივობები; დაგვიკავშირდით: 0322221616; 598533077 info@gas.edu.ge GAS ოფიციალური ვებგვერდი http://gas.edu.ge სკოლას ემსახურება: დაცვის სამსახური, პედიატრი, ფსიქოლოგი. სურვილის შემთხვევაში სკოლას ემსახურება ტრანსპორტი. ტელ: 0322221616; 598 533 077; email: info@gas.edu.ge ;










