Search this site
453 results found with an empty search
- 𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒 - 𝐌𝐨𝐝𝐞𝐥 𝐔𝐧𝐢𝐭𝐞𝐝 𝐍𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐬, 𝟐𝟎𝟐𝟓
გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია (𝐌𝐔𝐍). ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში (𝐌𝐔𝐍). 𝟐𝟎𝟐𝟓 წელს 𝐆𝐀𝐒 და 𝐆𝐀𝐇𝐒 𝟑𝟖-წევრიანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი. 𝐌𝐔𝐍 ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტრადიციაა, რომელიც მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს: წარმოაჩინონ თავიანთი ორატორული და მოლაპარაკების უნარები; მიიღონ გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, რეზოლუციების მომზადებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაში; შეხვდნენ და ითანამშრომლონ თანატოლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გაეროს მოდელირების პარალელურად, ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებისთვის მოეწყო საინტერესო ტურები. 🔹 ვაშინგტონში მათ მოინახულეს: ✅ კაპიტოლიუმი და თეთრი სახლი – აშშ-ის პოლიტიკური ცენტრი; ✅ ჯეფერსონისა და ლინკოლნის მემორიალები – თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლოები; ✅ ვაშინგტონის მონუმენტი და ვეტერანთა მემორიალები; ✅ არლინგტონის ეროვნული სასაფლაო 🔹 ნიუ-იორკში მოსწავლეებმა დაათვალიერეს: ✅ გაეროს შტაბ-ბინა – საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრი; ✅ თავისუფლების ქანდაკება, ტაიმს სკვერი და ცენტრალური პარკი; ✅ 9/11 მემორიალი, ბროდვეი და ჩინური კვარტალი; ✅ SUMMIT One Vanderbilt – ქალაქის პანორამული ხედები და უნიკალური ინტერაქტიული სივრცეები; ✅ მეტროპოლიტენის მუზეუმი (The Met) – ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიო საგანძური. 📸 დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ახალი პერსპექტივები ჩვენი მომავალი ლიდერებისთვის!
- ვორქშოპი „თვითშეფასება“
ვორქშოპი „თვითშეფასება“ – მე-7 კლასის მოსწავლეებთან მოზარდის პიროვნულ განვითარებაში ცენტრალური ადგილი უკავია თვითშეფასებას. თვითშეფასება არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს საკუთარი ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას. მოზარდობის ასაკში მნიშვნელოვანია ადექვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება, ვინაიდან თვითშეფასებაზეა დამოკიდებული მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობა, სოციალური ადაპტაცია, სასწავლო წარმატება, პროფესიის არჩევა და ა.შ. ვორქშოპის ფარგლებში მოზარდებმა საინტერესო აქტივობებით შეძლეს თვითშეფასების მნიშვნელობის გააზრება, რეალურ და იდეალურ „მე“-ზე დაკვირვება. გააცნობიერეს, რომელი თვისებების განვითარება დაეხმარებათ მათ საკუთარ იდეალურ „მე“-სთან მიახლოვებაში. ვორქშოპს უძღვებოდა სკოლის ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი. დამრიგებელი: შორენა კვანტალიანი ქართულ-ამერიკულ სკოლაში ხშირად ტარდება საინტერესო ვორქშოპები, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეთა ინტერესებზე და პიროვნული განვითარების ხელშეწყობაზე.
- პატარა GAS-ელის წარმატება!
ქართულ-ამერიკული სკოლის IV კლასის მოსწავლემ ომერ ნურიევმა წარმატებით იასპარეზა საჭადრაკო კლუბ „მერანის“ მიერ ორგანიზებულ ჭადრაკის ტურნირში! ომერმა 5 შესაძლებლობიდან 3,5 ქულა დააგროვა და II საპრიზო ადგილი დაიკავა! ვულოცავთ ომერს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ტურნირებში! პედაგოგი: მეგი ესებუა
- სტუმარი - ისტორიის მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი
ქართულ-ამერიკულ სკოლას ისტორიის მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი ესტუმრა ! ახალგაზრდა მეცნიერმა მოსწავლეებთან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ პირველ არჩევნებზე და ქართული ჯარის შექმნაზე ისაუბრა. ისტორიკოსმა 1921 წლის 12-25 თებერვლის პერიოდიც მიმოიხილა და კოჯრისა და ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ გმირებზე ისაუბრა. საინტერესო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის ცნობილი და გამორჩეული სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.
- შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში
ქართულ-ამერიკული სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ აქტივობასა და სპორტულ განვითარებას . მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში მე-8 და მე-9 კლასების შორის . სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს თვითმმართველობის იდეებს და მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, იყვნენ აქტიურები და განავითარონ ორგანიზატორული უნარები. ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ მე-9(2) და მე-8(2) კლასების გუნდები . დაძაბულ და ემოციურ ბრძოლაში მე-9(2) კლასის გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 34-30 ! ჩემპიონი – მე-9 (2) კლასის გუნდი: ალექსანდრე თავართქილაძე, ალექსანდრე სახვაძე, დავით მეძველია,ანდრია მაზმიშვილი, ლუკა ომიაძე, დავით გრიგალაშვილი მე-2 ადგილი – მე-8(2) კლასის გუნდი მე-3 ადგილი – მე-9(3) კლასის გუნდი მადლობა ყველა მონაწილეს შესანიშნავი თამაშისთვის! ორგანიზატორები: გიორგი მანდარია და გიორგი ხარბედია პედაგოგები: ლევან დემეტრაშვილი და ანა რურუა
- 𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒-ი გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე!
გაეროს მოდელირება - ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დელეგაცია 𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒-ი გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე! ჩვენი სკოლების 35-წევრიანი დელეგაცია გაემგზავრა ნიუ-იორკში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე! ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები ჩაერთვებიან ცოცხალ დიპლომატიურ პროცესში – ისინი მონაწილეობას მიიღებენ დებატებში, მოლაპარაკებებში, რეზოლუციების შემუშავებასა და წარდგენაში. დაგეგმილია შეხვედრები გაეროს დიპლომატებთან, პოლიტიკურ და ბიზნეს წრეების ლიდერებთან. კონფერენცია მოიცავს: გახსნის და დახურვის ოფიციალურ ღონისძიებებს გაეროს შტაბ-ბინაში; საკომიტეტო მოსმენებს, დებატებს, მოლაპარაკებებს და რეზოლუციების შემუშავების პროცესს; დისკუსიებს მთავარ საერთაშორისო გამოწვევებზე; წვეულებას და ნეთვორქინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების თანატოლებთან. კონფერენციის პარალელურად, სპეციალურად ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებისთვის, პროგრამა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ღირსშესანიშნაობების ტურებსაც მოიცავს!
- ფოტოგრაფია – ხატვა შუქით
ქართული-ამერიკული სკოლის TV-კლუბმა "GAS TV" უმასპინძლა ფოტოგრაფს, ანა ბოგუშს. ანა არქიტექტურულ და კულინარიულ ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდება. მისი ნამუშევრები გერმანულ გამოცემებში იბეჭდება, ხოლო პროექტი "Hidden Tbilisi" თბილისის ძველი უბნების დამალულ სილამაზეს აცოცხლებს. შეხვედრის განმავლობაში ანამ მოსწავლეებს ფოტოხელოვნების საიდუმლოება გაუზიარა – ისაუბრა შუქისა და ჩრდილის თამაშზე, ლინზების ძალაზე, ISO-ს მნიშვნელობაზე და სხვა. კლუბის ხელმძღვანელმა, დიანა გაბისონიამ , და მოსწავლეებმა მას საინტერესო კითხვები დაუსვეს.სტუმარმა საკუთარი ნამუშევრებიდან ამოარჩია მისთვის ძვირფასი კადრები და გვიამბო მათი შექმნის ისტორია. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს თავადაც მიეცათ შესაძლებლობა, მოერგოთ ფოტოგრაფის და მოდელის როლი და შეექმნათ საკუთარი კადრები. ფოტოგრაფია მხოლოდ ტექნიკა არ არის – ეს არის მხატვრობა შუქით, წამიერ ემოციად ქცეული ისტორია, რომელიც დროს უძლებს.
- მათემატიკური ვიქტორინა მე-4 კლასებში
ქართულ-ამერიკულ სკოლის მე-4 კლასელებს შორის ჩატარდა სახალისო მათემატიკური ვიქტორინა! მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით ამოხსნეს ლოგიკური და საინტერესო ამოცანები, გამოავლინეს გუნდური მუშაობისა და სწრაფი აზროვნების უნარი. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატით! ღონისძიების ორგანიზატორი: მათემატიკის მასწავლებელი – შორენა აბრამიშვილი პატივცემული ჟიური: ნინო ბართიშვილი, თამარ წიკლაური, ირმა მასხულია და თამარ ჭელიძე
- საფეხმავლო ტური - საბჭოთა ოკუპაციის კვალდაკვალ
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის კლუბის „თაობის ხმა“ ორგანიზებით და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, 28 თებერვალს, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საფეხმავლო ტური , საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის პერიოდის შესახებ . მონაწილეებმა ტურის განმავლობაში მიიღეს ინფორმაცია: საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების პერიოდზე; 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციაზე; სტალინის როლზე ამ მოვლენებში; 1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველო-რუსეთის ომზე; საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების პირველ ქმედებებზე, მათ შორის 1924 წლის აჯანყებაზე მოსწავლეებმა მოინახულეს ამ მოვლენებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტები, რაც დაეხმარათ ისტორიის გააზრებასა და კრიტიკული ხედვის განვითარებაში. გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებასა და ისტორიის გაანალიზებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის!
- გაეროს მოდელირება ქართულ ამერიკულ სკოლაში
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით ჩატარდა გაეროს მოდელირება (MUN) – სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოსწავლეებს დიპლომატიური უნარების განვითარებაში ეხმარება. პირველი დღე დაეთმო კომიტეტებში გადანაწილებას, საკითხების კვლევასა და ქვეყნების პოზიციების მომზადებას. მეორე დღე მიეძღვნა დებატებს – მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი პოზიციები, დაუსვეს კითხვები ერთმანეთს და დაიწყეს რეზოლუციების პირველადი ვერსიების შედგენა. მესამე დღე იყო დასკვნითი – რეზოლუციების ოფიციალური წარდგენა, კენჭისყრა, ინიციატივები და საბოლოო რეპლიკები. პროექტის დასასრულს, ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და კიდევ უფრო გააღრმავა მოსწავლეების ინტერესი საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაძლებლობების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტს, ანანო კენჭაძეს , რომელმაც წარმატებით უხელმძღვანელა გენერალურ ასამბლეას და აქტიური როლი ითამაშა საორგანიზაციო პროცესში. დიდი მადლობა პედაგოგ მეგი ტალახაძეს , რომლის ძალისხმევამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მსგავსი პროექტები ქართულ-ამერიკულ სკოლაში ყოველწლიურად ტარდება . სკოლა მუდმივად ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განავითარონ გლობალური ხედვა და ლიდერობის უნარები. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს ამ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის!
- საქართველოს გასაბჭოება - დოკუმენტური ფილმის "სატელეგრაფო ოკუპაცია" ჩვენება
საქართველოს გასაბჭოების თარიღთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის კლუბის "თაობის ხმა" ინიციატივით გაიმართა დოკუმენტური ფილმის "სატელეგრაფო ოკუპაცია" ჩვენება. ეს დღე გვახსენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკულ და მძიმე პერიოდს - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას . მსგავსი ინიციატივები ეხმარება ახალ თაობას ისტორიის გადააზრებაში და ეროვნული თვითმყოფადობის დაფასებაში. #ისტორია #საქართველოსგასაბჭოება #მოქალაქეობისკლუბი #ქართულიამერიკულისკოლა
- ვორქშოპი მადლიერება მე 6 (3) კლასში
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში, VI (3) კლასის დამრიგებლის, ფიქრია წიკლაურის ორგანიზებით და სკოლის ფსიქოლოგის, ნინო ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა მორიგი საინტერესო ვორქშოპი „მადლიერება“. შეხვედრის მიზანი იყო მადლიერების, როგორც პიროვნული რესურსის გაცნობიერება ასევე, მშობლების, შვილების, ოჯახის წევრების, მეგობრების მიმართ მადლიერების გამოხატვა, დადებითი ემოციების გამოწვევა და გაზიარება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მეტაფორული ასოციაციური ბარათების დახმარებით, შეხვედრის მონაწილეებმა გულწრფელად გაიაზრეს და ერთმანეთს გაუზიარეს ყველაზე ღირებული გამოცდილება, რის გამოც მათ უჩნდებათ მადლიერების განცდა. მადლიერება - პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი!













