Search this site
453 results found with an empty search
- გოდერძი ჩოხელი ხსენების საღამო
ქართულ-ამერიკული სკოლის მეშვიდეკლასელებმა ქართველი მწერალი გოდერძი ჩოხელი გაიხსენეს ღონისძიებით : " მე მოვდიოდი დასაბამიდან...". ბავშვებმა წარადგინეს პატარა ეპიზოდები მწერლის სხვადასხვა მოთხრობიდან, გაიხსენეს პოეტის ბიოგრაფია, საუკეთესო ლექსები. საღამო შემეცნებითი, ემოციური და საინტერესო გამოვიდა. მასწავლებელი თინათინ ჯანელიძე.
- „გაიცანი დიდი ადამიანები": მარო მაყაშვილის დღიური
მარო მაყაშვილი - თავგანწირვისა და მამულიშვილობის სიმბოლო. „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“ ქართული ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს არაფორმალური სწავლების გრძელვადიანი პროექტი „გაიცანი დიდი ადამიანები “, რომელიც მოსწავლეებს ინტერაქტიულ და შემოქმედებით გარემოში აცნობს ქართველ ისტორიულ პიროვნებებს 19 თებერვალს , მე 5 კლასის მოსწავლემ, სიდონია კოჩალიძემ , წარადგინა პრეზენტაცია მარო მაყაშვილის გმირული ისტორია . მარო მაყაშვილი – თავგანწირვისა და მამულიშვილობის სიმბოლო. 1921 წლის თებერვალში, როცა ვერაგი რუსეთის წითელი არმია საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა , 19 წლის მარო მოხალისედ ჩაეწერა სამხედრო სანიტართა რაზმში , რათა დაჭრილ მებრძოლებს დახმარებოდა. 1921 წლის 19 თებერვალს , კოჯორთან ბრძოლაში, მტრის ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა ახალგაზრდა მარო, თუმცა მისი სახელი სამუდამოდ დარჩა საქართველოს გმირობის ისტორიაში . მაროს დღიურში მისივე სიტყვები გვხვდება: „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ ეს სიტყვები დღემდე ინსპირაციის წყაროა საქართველოს მომავალი თაობისთვის და გვახსენებს, რამდენად ფასეულია სამშობლოს სიყვარული . „ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვის, ის არასოდეს კვდება!“ პროექტი „გაიცანი დიდი ადამიანები“ ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას, მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავებას, ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი მონდომებითა და ინტერესით!
- ბიზნეს ქოუჩი - მეგი მაისურაძე სტუმრად GAS-ში
„მიყევი ხედვას და არა ფულს, ფული თავად გამოგყვება“ - ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებთან შვეიცარიული კომპანია BPN Georgia-ს ხელმძღვანელმა, მეგი მაისურაძემ. ბიზნეს ქოუჩმა მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს წარმატებული ბიზნესისთვის საჭირო ნიუანსები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე გააცნო. ტრენერმა და მოსწავლეებმა ერთად იმსჯელეს ბიზნეს გეგმის ისეთ საკითხებზე,როგორიცაა: გუნდურობა, პროდუქტები და სერვისები, ბიზნეს ხედვა, კონკურენტული უპირატესობა, SWOT ანალიზი და რისკების შეფასება. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ბევრ რთულ კითხვას საინტერესო პასუხი გაეცა. ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას მოსწავლეებს უზიარებენ.
- ხელნაკეთი ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
ჩვენი მე-7 კლასის მოსწავლეებმა – ანასტასია მაჰბუბ შაჰმა, კატო ივანიძემ და გაბრიელ ჭანტურიამ – საკუთარი ინიციატივით მოაწყვეს პატარა საქველმოქმედო აქცია. მოსწავლეებმა სახლში მოამზადეს ტკბილეულობა და ნამცხვრები, შემდეგ კი სკოლაში, შესვენებაზე, გამართეს გამოფენა-გაყიდვა. შეგროვებული თანხით მათ შეიძინეს სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები, რათა დახმარებოდნენ ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახს. აღსანიშნავია, რომ სკოლის ეკო კლუბი აქტიურად თანამშრომლობს საქველმოქმედო ფონდთან „შენთან ვარ“ , რომლის საშუალებითაც მოვიძიეთ ამ ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია. ქართულ-ამერიკული სკოლა ყოველთვის გვერდით უდგას მსგავს სამოქალაქო ინიციატივებს და მხარს უჭერს მოსწავლეების ჩართულობას საზოგადოებრივი კეთილდღეობის საქმეში. ეს პატარა, მაგრამ უდიდესი გულისხმიერების გამოვლინებაა! ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მათი კეთილი წამოწყებით! სიკეთე გადამდებია #ქველმოქმედება #ერთადსიძლიერე #ქართული_ამერიკული_სკოლა #შენთანვარ #სამოქალაქოინიციატივა
- ეკო კლუბის ექსკურსია კოკა-კოლას ქარხანასა და მუზეუმში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის წევრებმა საინტერესო და შემეცნებითი დღე გაატარეს კოკა-კოლას ქარხანასა და მუზეუმში . ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ მიმდინარეობს წარმოების პროცესი, რა ტექნოლოგიები გამოიყენება და როგორ ხდება გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა. ქარხნის დათვალიერების შემდეგ, ეკო კლუბის წევრები კოკა-კოლას მუზეუმსაც ესტუმრნენ, სადაც მათ მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია კომპანიის ისტორიის, განვითარების ეტაპებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების შესახებ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გააძლიერა ეკო კლუბის წევრების ეკოლოგიური ცნობიერება და მაგალითზე აჩვენა თუ როგორ შეუძლია მსხვილ საწარმოებს გარემოზე ზრუნვა! ეკო კლუბის ხელმძღვანელი: ლიკა მესხი
- სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი
ქართულ ამერიკულ სკოლაში წარმატებით გაიმართა სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი . მოსწავლეებმა გამოავლინეს შესანიშნავი უნარები, თავდადება და სპორტული სულისკვეთება. 🏆 ვაჟებში გამარჯვებულები: 🥇 ჯეკო მეიშვილი 🥈 ლუკა ბიბილაშვილი 🥉 გიგი სურმავა 🏆 გოგოებში გამარჯვებულები: 🥇 ქეთი მარგველაშვილი 🥈 ასია როუჰანი 🥉 მარიამ მიმინოშვილი პედაგოგები: ლევან დემეტრაშვილი და ანა რურუა ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს! მომავალი ტურნირებისთვის მზადება უკვე დაიწყო!
- უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
გუშინ, 13 ნოემბერს, ჩვენი სკოლის მკითხველთა კლუბი ესტუმრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზი და სტუდენტური სივრცე
- „აჩუქე წიგნი სხვას"
💫ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო - და მკითხველთა კლუბის წევრებმა წამოიწყეს ერთობლივი კამპანია - „აჩუქე წიგნი სხვას". მოწაფეებმა შეაგროვეს წიგნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. შეგროვილი წიგნები გადასცეს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს. ბავშვებს უმასპინძლა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ბატონმა გიორგი კეკელიძემ. სტუმრობისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნის მუზეუმი, გაეცნენ მისი შექმნის ისტორიას. მიწოდებული წიგნები გაიგზავნება ირლანდიაში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკაში.
- ვორქშოპი „სტრესი და სტრესმედეგობა“
პროექტის „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“ ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ჩატარდა ვორქშოპი „სტრესი და სტრესმედეგობა“ .კლასის დამრიგებელი ეკატერინე ჭუჭულაშვილი. შეხვედრას უძღვებოდა სკოლის ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილ ი. მონაწილეები გაეცნენ სტრესის გამომწვევ მიზეზებს, მისი მართვის სტრატეგიებსა და სტრესმედეგობის მნიშვნელობას. შეხვედრა დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით , რაც დაეხმარა მათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში. ემოციური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია!
- ვორქშოპი – „ინდივიდუალური ძალისხმევა კლიმატის გლობალური ცვლილების შესარბილებლად“
მე-11(4) კლასისა და ეკო-კლუბ „ლარიქსის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში, რომლის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაღრმავება. მე-11 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს სლოგანები, რომლებიც ასახავს ბუნებრივ გარემოში მიმდინარე ცვლილებებს და გაუზიარეს ეკო-კლუბის წევრებს. ჯგუფური მუშაობის დროს GAS-ელებმა საინტერესო დავალებები მიიღეს, მათ შორის კომიქსების შექმნა , დედამიწის მომავლის წარმოსახვა 30 წლის შემდეგ და სხვა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი კლიმატის ცვლილების შესარბილებლად! ვორქშოპს უძღვებოდა პედაგოგი მეგი ტალახაძე. ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად ჩართულია და ორიენტირებულია მოსწავლეებში მნიშვნელოვან თემებზე ცნობიერების ამაღლებაზე.
- Universidad Catholica San Antonio de Murcia-ს (UCAM)
30 სექტემბერს, ქემალ ალტინი, წარმომადგენელი ეწვია ქართულ-ამერიკულ სკოლას ესპანეთში უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განსახილველად. UCAM არის მაღალი რანგის ევროპული უნივერსიტეტი, რომელიც სპეციალიზირებულია ფსიქოლოგიაში, სპორტულ მეცნიერებაში და ბიზნეს ადმინისტრირებაში. უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა ზოგადად საუნივერსიტეტო განათლების უპირატესობებზე. აგრეთვე გაამახვილა ყურადღება მეორე და თუნდაც მესამე ენის დაუფლების მნიშვნელობაზე. ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ ქართული და უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს უადვილებს უნივერსიტეტის და პროფესიის არჩევას მომავალში.
- კიბერუსაფრთხოების ექსპერტი - ანდრო გოცირიძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი - ანდრო გოცირიძე 21 საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომაც კიბერუსაფრთხოების თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება; მეხუთე კლასელებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე სტუმრობდა. მოწვეულმა სპიკერმა მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების და პერსონალური ინფორმაციის დაცვის რეკომენდაციები გააცნო: არასოდეს ჩამოტვირთონ ფაილები საეჭვო ვებ-გვერდებიდან; არასოდეს გასცენ პერსონალური ინფორმაცია ელ-მიმოწერით; გამოიყენონ რთული და სხვადასხვა პაროლები ; გამოიყენონ ორმაგი ავტორიზაციის ფუნქცია; ყურადღება მიაქციონ იმას, რომ ვებგვერდის პანელი იწყებოდეს https -ით და არა htt p-ით; არ დააიგნორონ გამაფრთხილებელი შეტყობინება; არ დაამახსოვრებინონ ვებბრაუზერს პაროლები და სხვა მონაცემები. შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა, რომელსაც ექსპერტმა ამომწურავად გასცა პასუხი. ქართულ-ამერიკულ სკოლას მუდმივად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის გამორჩეული სპეციალისტები, რომლებიც პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს.













