top of page

Search this site

453 results found with an empty search

  •  დავითობა - პროექტი „გაიცანით ცნობილი ადამიანები“

    დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით, V(2) კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ პროექტში „დავითობა“.  დავით ფავლენიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის შესახებ. მოსწავლეებმა იმსჯელეს ერთ-ერთი უდიდესი მეფის როლზე და ღვაწლზე საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში, განიხილეს მისი პოლიტიკა, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობა. მსგავსი არაფორმალური განათლების პროექტები ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში.   ასეთი აქტივობები სწავლას უფრო საინტერესოსა და ინტერაქტიულს ხდის, აძლიერებს გუნდურობას და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.

  •  მათემატიკური ვიქტორინა

    5 და 6 თებერვალს , ქართულ-ამერიკულ სკოლაში, მე-3 კლასელებს შორის ჩატარდა სახალისო მათემატიკური ვიქტორინა.  მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით ამოხსნეს სახალისო და ლოგიკური ამოცანები, გამოავლინეს გუნდური მუშაობისა და სწრაფი აზროვნების უნარი. გუნდები შედეგებით ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ამიტომ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კაპიტნების ტურში დასმულმა კითხვებმა გუნდებს დამატებითი ქულები მოუტანა.  გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით!   ღონისძიების ორგანიზატორი :  მათემატიკის მასწავლებელი – შორენა აბრამიშვილი  პატივცემული ჟიურ ი – ლელა ღლონტი, ეკატერინე მაკარიძე, თამარ ბოჭორიშვილი და ნინო ბართიშვილი   ვულოცავთ ყველა მონაწილეს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ შეჯიბრებებში!

  • ვერლიბრის საღამო

    IX კლასის მოსწავლეებმა გამართეს ვერლიბრის საღამო (ფრანგ. vers libre - „თავისუფალი ლექსი“ - ურითმო ლექსი) . საღამოზე მოსწავლეებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები თემაზე - „მეგობრობა“ . სალონურ სტილსა და გარემოში იმსჯელეს, რამდენად საინტერესოა ამ ჟანრის ტექსტებზე მუშაობა. პედაგოგი : მაგდა ბატიაშვილი

  • ვორქშოპი "მადლიერება"

    " ვორქშოპი მადლიერება – მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი მოგზაურობა პოზიტიურ ემოციებში" სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში , IX(1) კლასის დამრიგებლის, ირმა თითირაშვილის და სკოლის ფსიქოლოგის, ნინო ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა მორიგი საინტერესო ვორქშოპი „მადლიერება“ . შეხვედრის მიზანი იყო მადლიერების, როგორც პიროვნული რესურსის გაცნობიერება ასევე, მშობლების, შვილების, ოჯახის წევრების, მეგობრების მიმართ მადლიერების გამოხატვა, დადებითი ემოციების გამოწვევა და გაზიარება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მეტაფორული ასოციაციური ბარათების დახმარებით, შეხვედრის მონაწილეებმა გულწრფელად გაიაზრეს და ერთმანეთს გაუზიარეს ყველაზე ღირებული გამოცდილება, რის გამოც მათ უჩნდებათ მადლიერების განცდა. მადლიერება - პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი!

  • ჩვენი მოსწავლეები ისტორიის კვალდაკვალ

    ქართულ-ამერიკული სკოლის რუსული ენის კლუბის ექსკურსია მთაწმინდის პანთეონში ქართულ-ამერიკული სკოლის რუსული ენის კლუბის წევრები და მათი ხელმძღვანელი ეკატერინე ჭუჭულაშვილი მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ. მათ მოინახულეს ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის საფლავი, გაიხსენეს მწერლის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი დეტალები და მისი უნიკალური კავშირი საქართველოსთან. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს მამა დავითის ეკლესია და გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების მემორიალები. განსაკუთრებული მადლობა რუსული ენის კლუბის ხელმძღვანელს, ეკატერინე ჭუჭულაშვილს , საინტერესო და შთამბეჭდავი ექსკურსიის ორგანიზებისთვის!

  • ეკო კლუბის ინიციატივა: ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება!

    ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ინიციატივა: ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება! ჩვენი სკოლის ეკო კლუბის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია "ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება" . ბავშვებმა შექმნეს პოსტერი, რომელშიც ასახეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევები ენერგიის დაზოგვისთვის. გამორთეთ შუქი ოთახიდან გასვლისას გამოიყენეთ ენერგოეფექტური ნათურები გათიშეთ ელექტრომოწყობილობები, როცა არ იყენებთ დაზოგეთ ბუნებრივი რესურსები – იზრუნეთ გარემოზე! საინფორმაციო მასალები ბავშვებმა თავად დაარიგეს მოსახლეობაში, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო სასარგებლო ინფორმაცია. გახდი ეკო-მეგობარი! პატარა ცვლილებებით შეგვიძლია დიდი გავლენა მოვახდინოთ!

  • საბავშვო მწერალი - გიორგი ჭაუჭიძე სტუმრად GAS-ში

    ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა საბავშვო მწერალი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული – გიორგი ჭაუჭიძე .       მესამე კლასელებთან შეხვედრა “დიიდი ნუნუს” განხილვას დაეთმო.  სიუჟეტი მეორე კლასელ გოგონაზეა. ბევრი ამბავი სასკოლო ცხოვრებიდან არის აღებული და მოსწავლეებშიც დიდი მოწონება გამოიწვია.     პატარა GAS-ელემბა მწერალი თემატური დიორამით, მთავარ პერსონაჟთან წერილებით და გამოძერწილი გმირებით გაახარეს. მოსწავლეებმა არაერთი სახალისო კითხვა დასვეს და მწერალს “დიიდი ნუნუს” გასაგრძელებლად იდეებიც შესთავაზეს.       შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა საყვარელ მწერალთან ბევრი ფოტო გადაიღეს , წერილები დაუწერეს  და ავტოგრაფებიც მიიღეს.     ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ საბავშვო მწერლები და პოეტები. მათთან შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.

  • კვესთ-შეჯიბრება

    სახალისო სპორტული კვესთ-შეჯიბრება ქართულ-ამერიკულ სკოლაში ეკო კლუბის ორგანიზებით ქართულ-ამერიკულ სკოლას კვლავ ესტუმრა ბატონი ანატოლი კორეპანოვი, ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის - საქართველო“  (Sport for Development - Georgia)-ს დამფუძნებელი. მან და მისმა გუნდმა ჩვენი სკოლის სპორტდარბაზში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოაწყვეს სახალისო სპორტული კვესთ-შეჯიბრება  VII-X კლასის მოსწავლეებისთვის. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა 3 საპრიზო ადგილი.   გამარჯვებულმა მოსწავლეებმა აჩვენეს ნავიგაციის საუკეთესო უნარი   და ყველაზე სწრაფად და ზუსტად შეასრულეს დავალება.   გამარჯვებულები არიან: 🔹 X კლასი - ვაჟები: 🥇 თემო კიკვაძე 🥈 სანდრო სუხიტაშვილი 🥉 ირაკლი რეხვიაშვილი 🔹 X კლასი - გოგონები: 🥇 ლიზი კაპანაძე 🥈 ნინო გულაშვილი 🥉 ანისია გრძელიძე 🔹 IX კლასი: 🥇 ლუკა ომიაძე 🥈 ალექსანდრე თავართქილაძე 🥉 გიორგი გოგუაძე 🔹 VIII კლასი: 🥇 ნიკოლოზ ცხაკაია 🥈 ლუკა ჟორჟოლიანი 🥉 ლაზარე ივანიძე 🔹 VII კლასი: 🥇 ანა ქუთათელაძე 🥈 კატო ივანიძე ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდა დიპლომით,  ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ კომპანია „პეროგიკოს“ სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატი-მოსაწვევი ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ შეჯიბრებაში, რომელიც 16 თებერვალს ღია ცის ქვეშ, კიკვიძის პარკში გაიმართება.   ქართულ-ამერიკული სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის გაღვივებას  და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციას!

  •  ლეგოები და ჩვენ – ფანტაზიორები  

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5(1) კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო მინი პროექტ-გაკვეთილში „ლეგოები და ჩვენ – ფანტაზიორები“, რომელიც ქართული ენის პედაგოგმა, მარიამ ღუბელაძემ ჩაუტარა.  რა ისწავლეს ბავშვებმა? გაეცნენ ლეგოს წარმოშობის ისტორიას ანიმაციის საშუალებით  დამოუკიდებლად დაამუშავეს საინფორმაციო ტექსტი  ჯგუფებში ააწყვეს კონსტრუქციები, შეურჩიეს სახელი და აღწერეს დეტალურად  შექმნეს ლეგოს თამაშის ინსტრუქცია მათთვის, ვისაც აქამდე ლეგოთი არაფერი აუწყვია  პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს ნამუშევრები  პედაგოგის სიტყვებით:  „ ეს პროექტი დაეხმარა ბავშვებს, არა მხოლოდ ლეგოს კონსტრუქციების შექმნაში, არამედ ინფორმაციის გააზრებაში, კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანატოლებისთვის საინტერესო ინსტრუქციების მომზადებაში.“

  • შეხვედრა საყვარელ საბავშვო მწერალთან - მარიამ წიკლაურთან

    შეხვედრა საყვარელ საბავშვო მწერალთან - მარიამ წიკლაურთან „ღამე უფრო მეტის მცოდნე, ვიდრე დილით“ – ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საბავშვო მწერალმა, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატმა მარიამ წიკლაურმა !    მესამე კლასის მოსწავლეებმა ქართული გვარების შესახებ საინტერესო ლეგენდები მოისმინეს, გაეცნენ „დაკარგული სიტყვების ფესტივალის“ ისტორიას და ისიამოვნეს მარიამ წიკლაურის ლექსებით.    ცნობისმოყვარე პატარებმა ბევრი შეკითხვა დაუსვეს საყვარელ მწერალს წიგნების, ლიტერატურული პერსონაჟებისა და თავად მწერლის ბავშვობის შესახებ.     ტრადიციულად, შეხვედრის დასასრულს გაიმართა ფოტოსესია და ავტოგრაფის დარიგება.  ქართული-ამერიკული სკოლა მუდმივად მასპინძლობს ცნობილ მოღვაწეებს სხვადასხვა სფეროდან. კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 2 თებერვალს აღინიშნება, ბოლო ორი კვირა საბავშვო მწერლების ვიზიტებს დაეთმო.  შეხვედრები მწერლებთან გააღრმავებს მოსწავლეთა სიყვარულს წიგნებისა და ლიტერატურისადმი!

  • ვორქშოფი „ჩემი ემოციები"

    ვორქშოფი „ჩემი ემოციები" - მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში    ქართულ-ამერიკულ სკოლაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, მე-11 კლასის დამრიგებელმა ანა ზურაშვილმა და სკოლის ფსიქოლოგმა ნინო ფირცხალაიშვილმა მოსწავლეებსა და მშობლებს უმასპინძლეს ვორქშოფზე „ჩემი ემოციები“.  შეხვედრის მიზანი იყო მეტაფორული ასოციაციური ბარათების მეშვეობით საკუთარი ემოციების ამოცნობა, სახელდება, გაზიარება და ემოციური ინტელექტის განვითარება.  მონაწილეებმა ისაუბრეს ემოციების ფუნქციასა და ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე .  მოსწავლეებისა და მშობლების აქტიური ჩართულობით შეხვედრა საინტერესო და ინტერაქტიური აღმოჩნდა!

  • ვ.გულეური და ლ. ცუცქირიძე სტუმრად GAS-ში

    გამორჩეული საბავშვო მწერლები სტუმრად სკოლაში! ქართულ-ამერიკულ სკოლას ცნობილი ქართველი საბავშვო მწერლები, ვასილ გულეური და ლელა ცუცქირიძე სტუმრობდნენ. მეორე კლასელებისთვის საყვარელ მწერლებთან შეხვედრა საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. სტუმრებმა ცნობისმოყვარე პატარებს საკუთარი მოთხრობები წაუკითხეს , ლიტერატურული პერსონაჟების შექმნის შესახებ უამბეს  და პატარების დასმულ არაერთ შეკითხვას უპასუხეს. შეხვედრა ტრადიციისამებრ ავტოგრაფებით  და სამახსოვრო ფოტოებით  დასრულდა. ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ საბავშვო მწერლები და პოეტები , რაც მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივებას ისახავს მიზნად.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page