top of page

Search this site

453 results found with an empty search

  • ექვთიმე თაყაიშვილის გმირული ისტორია

    „გაიცანი დიდი ადამიანები“: ექვთიმე თაყაიშვილის გმირული ისტორია ქართულ-ამერიკულ სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ბიბლიოთეკარ თამარ ჭელიძის ხელმძღვანელობით, პროექტ „ გაიცანი დიდი ადამიანები “-ს ფარგლებში, პრეზენტაციებით წარმოადგინეს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა . მოსწავლეებმა დიდ პასუხისმგებლობით მოიძიეს ინფორმაცია ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ და პრეზენტაციებში გააცოცხლეს ექვთიმეს გმირული ისტორია. პროექტმა ბავშვებს ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიისა და კულტურის დაცვა. ექვთიმე თაყაიშვილის თავდადებისა და პატრიოტიზმის მაგალითმა მათზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. პროექტმა გააღვივა ისტორიისადმი ინტერესი და გააძლიერა პატრიოტული სულისკვეთება.

  • ინტეგრირებული ღონისძიება გერმანულ და რუსულ ენებზე

    6.3 კლასში ჩატარდა საახალწლო ინტეგრირებული ღონისძიება გერმანულ და რუსულ ენებზე.  მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და ნიჭი.  მრავალფეროვანი ნომრებით, მინი-სცენებით, სიმღერებით  და ლექსებით  მათ გააცილეს ძველი წელი და შექმნეს სასიამოვნო, სადღესასწულო ატმოსფერო.  ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა როგორც მონაწილეებისთვის, ასევე მაყურებლებისთვის. პედაგოგები: ნინო რთველიაშვილი და ფიქრია წიკლაური, მარიკა გეჯაძე

  • ეკო კლუბი "კარიტასის"-თვის

    ქართულ- ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრები განაგრძობენ სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე მუშაობას. ამჯერად, მოწაფეებმა ახალი ინიციატივა წამოიწყეს- მოსწავლეებმა შეაგროვეს ტანსაცმელი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და გადასცეს "კარიტასის" ორგანიზაციას. ეს ინიციატივა ეკოკლუბის მხრიდან, სოციალური პასუხისმეგლობის, თანადგომისა და დახმარების გაწევის გამოვლინებაა. ეს კი ხელს უწყობს ახალგაზრდებში თანაგრძნობის და ჰუმანიზმის გაძლიერებას.

  • პროექტი "მოგზაურობა კოსმოსში"

    ქართულ-ამერიკული სკოლის მესამე კლასებში განხორციელდა გრძელვადიანი პროექტი „მოგზაურობა კოსმოსში”.  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ ციფრულ მუზეუმს და გაიღრმავეს ცოდნა კოსმოსის შესახებ.   პროექტი ინტეგრირებული იყო სხვადასხვა საგნებთან, როგორიცაა ქართული ენა, მუსიკა, ხელოვნება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.    ასეთი მიდგომა დაეხმარა მოსწავლეებს სხვადასხვა საგნობრივი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებასა და ახალი უნარების შეძენაში.  პროექტის განსაკუთრებული ნაწილი იყო STEM პროგრამის დანერგვა.  მოსწავლეებმა შეისწავლეს ელექტრული წრედის მუშაობის პრინციპები და პრაქტიკულად განახორციელეს ექსპერიმენტები.  პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემაჯამებელ პრეზენტაციაში, სადაც მოწვეულ მშობლებს გააცნეს საკუთარი ნაშრომები და გამართეს პატარა თეატრალური წარმოდგენა კოსმოსის თემაზე.  დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მზის სისტემის ხელნაკეთი მოდელები და  ელექტრული წრედის მეშვეობით ჩატარებული ექსპერიმენტები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენდა მათ მიერ მიღებულ ცოდნასა და უნარებს.  გარდა იმისა, რომ სახალისო იყო ღონისძიებაში მშობლებისა და მასწავლებლების მონაწილეობა, მათმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მოსწავლეების მოტივაცია და აამაღლა პროექტის მნიშვნელობა.  „მოგზაურობა კოსმოსში“ იქცა წარმატებულ პროექტად, რომელმაც ბავშვებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა:  შეეძინათ ახალი ცოდნა,  გამოევლინათ კრეატიულობა და  განევითარებინათ გუნდური მუშაობის უნარები.

  • ICYS - 2024

    ქართულ - ამერიკული და ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ 2024 წლის 21-26 აპრილს, ახალგაზრდა მეცნიერთა 30-ე საერთაშორისო კონფერენციას თურქეთის ქალაქი იზმირი მასპინძლობდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 27 ქვეყნის 157-მა ახალგაზრდამ მიიღო. მათ შორის იყვნენ ქართულ - ამერიკული უმაღლესი და ქართულ - ამერიკული სკოლის მოსწავლეები. ნიჭიერმა ქართველმა ახალგაზრდებმა STEM-ისა და მათემატიკის მიმართულებით ოქროსა და ვერცხლის, ფიზიკის სექციაში ვერცხლის, ხოლო პოსტერების მიმართულებით სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია (ICYS), რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და STEM-ის დარგებში პროექტებისა და კვლევების წარადგენის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგნეს, 1993 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. საქართველო აღნიშნულ კონფერენციაში 2002 წლიდანაა ჩართული და საპრიზო ადგილებს სტაბილურად იკავებს.

  • დიდი ბრიტანეთი, ლონდონი 2023

    ოქრო , ვერცხლი, 3 ბრინჯაო   საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დიდ ბრიტანეთში, IWISE (World Innovative Student Expo)-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრა.   2023 წლის 14 - 21 აგვისტოს ინგლისში, The University of Surrey ის ბაზაზე მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. უნივერსიტეტი დაარსებულია 19-ე საუკუნეში და მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების კატეგორიაში შედის.   საქართველოს გუნდის სახელით GAS & GAHS სკოლების ექვსი მოსწავლე ხუთი თემით წარსდგა მათემატიკის, ფიზიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნების სექციაში.   მათემატიკის სექცია - მამუკა ( მიკა ) მესხიშვილი; მათემატიკის სექცია - მიხეილ ქიტიაშვილი; ნიკოლოზ დავითაძე ფიზიკა - ნიკოლოზ კოკაია საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ნათია ბიჩელაშვილი ხელოვნება ( არქიტექტურა ) - ნუცა ჩუბინიძე   მათემატიკის სექციას ხელმძღვანელობდა ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - მამუკა მესხიშვილი.   IWISE -კონფერენციაზე 20 ქვეყნის 350 გამარჯვებულმა ფინალისტმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენი სკოლების მოსწავლეებმა პროექტები ინგლისურ ენაზე წარადგინეს;   კონფერენციის არაფორმარული ნაწილი დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, ღირშესანიშნაობების მონახულებითა და ექსკურსიებით; მოსწავლეები ეწვივნენ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები;   GAS-ისა და GAHS-ის გუნდებს ხემძღვანელობენ ლიდერები - მამუკა მესხიშვიილი, ირმა მესხიშვილი და გვანცა გახოკიძე.

  • 𝙀𝙎𝘼 𝟮𝟬𝟮𝟮 გამარჯვება დუბაიში!

    საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა დუბაის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - 𝙀𝙎𝘼 𝟮𝟬𝟮𝟮. ჩვენი ნაკრები ქართულ - ამერიკული უმაღლესი და ქართულ - ამერიკული სკოლების 10 მოსწავლით იყო წარმოდგენილი. მათ მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების სექციებში წარადგინეს 3 თემა, რომლებმაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს. ​ საქართველოს გუნდი მხარში ედგა და ამხნევებდა უკრაინის გუნდს. აღნიშნული სკოლების დირექტორებმა უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მასპინძლობაც კი შესთავაზეს. ჩვენი ნაკრები ყველაზე მეტად განიცდიდა მათ მდგომარეობას, რადგან საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოცდილი ომის უბედურება. ​ კონფერენციაში 𝟑𝟖 ქვეყნის 𝟕𝟎𝟓 სამეცნიერო პროექტი მონაწილეობდა. საუკეთესოდ იყო ორგანიზებული ტურისტული პროგრამა. ჩვენმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს დუბაის ღირსშესანიშნაობები - 𝐁𝐮𝐫𝐣 𝐊𝐡𝐚𝐥𝐢𝐟𝐚, 𝐒𝐤𝐲 𝐑𝐞𝐯𝐢𝐞𝐰 ,𝐃𝐮𝐛𝐚𝐢 𝐌𝐢𝐫𝐚𝐜𝐥𝐞 𝐆𝐚𝐫𝐝𝐞𝐧, 𝐄𝐱𝐩𝐨 𝟐𝟎𝟐𝟎. ​ მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა საჰარაში სკუტერებით მოწყობილმა ტურმა. შემდეგი 𝗘𝗦𝗔-𝟮𝟬𝟮𝟯 მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გაიმართება, საიდანაც მოწვევა უკვე მიიღო ჩვენმა გუნდმა.

  • ჩინეთი, ჰონგ-კონგი 2021

    2021 წლის 19-20 ივნისს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ორმა გუნდმა ონლაინ რეჟიმში  იასპარეზა ჰონგ-კონგის საერთაშორისო თასზე - Global Youth Science and Technology Bowl 2021. ორივე პროექტის მენტორი: მათემატიკის პედაგოგი - გვანცა მეშვილდიშვილი. ​ პირველი პროექტის დასახელება:,, Definition of a circle by Means of Vertices of an Equilateral triangle”. მონაწილეები: მარიამ ანასაშვილი, ბექა ქართველიშვილი, გიორგი გოგიაშვილი, ლუკა რამიშვილი. მეორე პროექტის დასახელება:,, About One Relation in Cyclic Regular Pentagon’’. მონაწილეები: სანდრო ფილაური, მარი ოყუჯავა, სოფო ანდღულაძე, ლიზი რუაძე

  • ესპანეთი, სარაგოსა 2021

    წარმატებები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონგრესზე   2021 წლის  6-9 აპრილს, ქ. სარაგოსაში, ესპანეთში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ონლაინ კონგრესი, სადაც  ქართულ-ამერიკულ და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ექვსმა მოსწავლემ წარადგინა 2 პროექტი მათემატიკაში. ​ მონაწილეები: ვაკო სუხიტაშვილი - X კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა ანი გოგია - IX კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა ელენე ციციშვილი -IX კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა ანასტასია ზურაბიანი - IX კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა მეა ზახაროვი - IX კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა ბექა ქართველიშვილი - X კლასი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა.

  • IJSO – 2019, ყატარი

    გამარჯვება დოჰაში!!!  IJSO – 2019, Qatar!​ ბრინჯაოს მედალი ჩვენია! IJSO – ახლაგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა. IJSO–ეს მსოფილოს ერთ–ერთი ყველაზე რთული ოლიმპიადაა, ის 3 საბუნებისმეტყველო საგანში: ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში იმართება. ოლიმპიადა 10 დღის განმავლობაში გრძელდება და სამ ტურად ტარდება. მოსწავლეები ერთმანეთს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტულ დავალებებში ეჯიბრებიან. გუნდის ლიდერები მონაწილეობენ ოლიმპიადის დავალებების არჩევაში და მათ თარგმნაში, თუმცა ყველა მონაწილე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობდა ქვეყნების სარეკორდო რაოდენობა – 70. მით უფრო სასიხარულოა ჩვენი ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლა – ქართველებმა ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ!საქართველოს ნაკრები მთლიანად ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის X კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტდა (რადგანაც მონაწილეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 16 წელს). ​ მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ​ მარიამ ქათამაშვილი მიხეილ სეფაშვილი, ალექსანდრე ქოქიაური, ლუკა მჭედლიძე, ნანო კანტიძე  ლუკა ზუხბაია  ​ ​ აღსანიშნავია, რომ წელს ნაჩვენები შედეგი საუკეთესოა ჩვენი გუნდის ისტორიაში (საქართველო IJSO – ზე 2016 წლიდან მონაწილეობს). ცხადია, ამაში დიდი როლი შეასრულა ჩვენი სკოლის მიერ გამოცემულმა STEM-ის სახელმძღვანელოებმა, რომლებიც სწორედ IJSO-ს წინა წლების ამოცანებზე დაყრდნობით შეიქმნა. ამით ჩვენი გუნდის მომზადებამ სისტემური ხასიათი მიიღო და შედეგმაც არ დააყოვნა. მომდევნო ოლიმპიადა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება, საიდანაც მოწვევა ჩვენმა გუნდმა უკვე მიიღო. გერმანიაში მონაწილეთა რაოდენობა 50 ქვეყნით განისაზღვრა და მათი არჩევა სწორედ წინა წლებში ნაჩვენები შედეგებით მოხდა. აღსანიშნავია, რომ IJSO – 2020 საპატიო თავმჯდომარე გერმანიის პრეზიდენტი ბატონი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი იქნება.

  • სერბეთი, ბელგრადი 2018

    XXV საიუბილეო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 19-26 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია. კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ​ ნიკა ფილაური – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა ნიკოლოზ ღვინიაშვილი – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა ნიკოლა კაპანაძე – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა მარიამ გორდაძე – ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები მარიამ მამალაძე -ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები ნათია კობახიძე – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია ნიკოლოზ ცაგარეიშვილი – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია გვანცა მამალაშვილი – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები ანანო ღიბრაძე – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები თამთა ჯაში – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები ალექსანდრე მუსელიანი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა ნიკოლოზ მესხი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა

  • INTEL ISEF 2016 და ქართველი ფინალისტები

    ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები მარი ქანაშვილი და გიორგი მესხი ამერიკაში INTEL ISEF -ის საერთშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონფერენციაზე ფინალისტები გახდნენ. წარმატებები მათ! INTEL ISEF აერთიანებს მეცნიერულად მოაზროვნე ახალგაზრდებს და ახდენს მათი ნიჭის დემონსტრირებას საერთაშორისო ასპარეზზე. იგი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს წარუდგინონ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო აღიარების მეცნიერებს შესაფასებლად. Intel ISEF 2016 and Georgian Finalists Georgian-American School students- Mariam Kanashvili and Giorgi Meskhi, became finalists at the Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF) - the world’s largest international science competition. We congratulate them on their victory! Intel ISEF brings young scientists together and demonstrates their talents in the international arena. At the same time, it allows students to present their scientific projects to the internationally recognized scientists for the assessment.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page