top of page

Search this site

453 results found with an empty search

  • სერბეთი 2014

    ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია ICYS წელს ოცდამეერთედ ჩატარდა. ამჟამად კონფერენცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. საქართველოს ნაკრები ჩვენი სკოლის 7 და ვაკის ფილიალის 1 მოსწავლით დაკომპლექტდა. მათ წარადგინეს ოთხი საპროექტო ნაშრომი. როგორც ყოველთვის, კონფერენცია საუკეთესოდ იყო ორგანიზებული. მასპინძლებმა მრავალფეროვანი ტური მოუწყვეს მონაწილეებს. ჯგუფზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა სავას და მარკოზის სახელობის მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა. ასევე განუმეორებელი იყო ექსკურსიები ავალას სატელევიზიო კოშკზე და გემით მოგზაურობა დუნაიზე. მათემატიკის სექციაში ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლები – აი ასეთია ჩვენი მიღწევა ბელგრადის ICYS კონფერენციაზე. მასში 18 ქვეყნის 124 მოსწავლე მონაწილეობდა. ​ საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ​ გიორგი ჯგუშია და ნათია ჭეიშვილი –  ვერცხლის მედალი ირაკლი გორდაძე და ანდრია ასათიანი – ვერცხლის მედალი ლანა თედიაშვილი და ირაკლი ირემაშვილი – ბრინჯაოს მედალი ზურა შატავიძე და გიორგი ბერუაშვილი – საპატიო სიგელი ​​ ნაკრები ბელგრადში სტამბულის გავლით ჩავიდა. ამიტომაც, ბატონი მამუკას თაოსნობით ნაკრებმა სტამბულის ორი მთავარი ღირსშესანიშნაობა – აია სოფიას შესანიშნავი ტაძარი და სულთნის თოფქაფის სასახლე მოინახულა.

  •  მომავალი ფიზიკოსთა ფესტივალის ფინალური კონფერენცია

    30 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მომავალი ფიზიკოსთა ფესტივალის ფინალური კონფერენცია, სადაც ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღ სკოლის QLab • STEM სკოლა -ის წევრებმა წარმატებით წარადგინეს საკუთარი პროექტები:  ულიანა ზაინეტდინოვა  თემა: " ენერგიის დანაკარგების შემცირება ინფორმაციის დამუშავებისას" ;   ალექსანდრე ნაზღაიძე  თემა: " კვანტური გადახლართულობა, როგორც ენერგიის წყარო ". ფესტივალის მონაწილეებმა თავად ამოარჩიეს მათი აზრით ფესტივალის საუკეთესო მონაწილე და გადასცეს მას ორგანზატორთა მიერ შეძენილი სპეციალური „მონაწილეთა სიმპატიის პრიზი". წელს მისი მფლობელი გახდა ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე ულიანა ზიანეტდინოვა! მოსწავლეები მუშაობდნენ STEM კლუბების ხელმძღვანელების, გოგა სუქნიძისა და ლაშა დალაქიშვილის ხელმძღვანელობით. ქართულ-ამერიკული სკოლა ამაყობს ულიანას, ალექსანდრეს და Q-Lab STEM კლუბის ყველა წევრის მიღწევებით. გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს და ახალი მწვერვალების დაპყრობას!

  • მე-2(1) კლასის საახალწლო სპექტაკლი

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-2(1) კლასის მოსწავლეებმა და მათმა უსაყვარლესმა პედაგოგმა, მარიამ ქოქოსაძემ, საახალწლო სპექტაკლი დადგეს.  პატარა მსახიობებმა დიდი ოსტატობით ითამაშეს თავიანთი როლები და დამსწრე მშობლები ბევრჯერ გააცინეს. სპექტაკლზე მოსწავლეებმა იმღერეს საახალწლო სიმღერები , წაიკითხეს იგავ-არაკები და განსაკუთრებული საახალწლო განწყობა შექმნეს. სპექტაკლის დასასრულს მშობლებს მიეცათ უნიკალური საშუალება ემოგზაურათ თავიანთ ბავშვობაში. "ზოგჯერ უფროსებს ავიწყდებათ, რომ ოდესღაც ისინიც პატარები იყვნენ," – ეს სიტყვები იყო პატარების გზავნილი. ბავშვებმა მშობლებისთვის მომზადებული კითხვები გაუზიარეს და მათ ტკბილეულით დაასაჩუქრეს.  ეს დღე სიყვარულითა და სითბოთი იყო სავსე და დაუვიწყარი დარჩა ყველასთვის!

  • "საშობაო ზღაპარი"

    ქართულ-ამერიკული სკოლის მეხუთე კლასელებმა ინგლისურ ენაზე “საშობაო ზღაპარი” წარმოადგინეს. პატარა მსახიობებმა ინგლისური ენის შესანიშნავი ცოდნით, დახვეწილი სამსახიობო მანერებით, სიმღერებითა და ცეკვებით მაყურებელი აღაფრთოვანა. საახალწლო კოსტუმები და დეკორაციები კიდევ უფრო ამდიდრებდა ატმოსფეროს და ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. წარმოდგენამ, რომელიც მოსწავლეებისა და პედაგოგების მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი იყო, უდიდესი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

  • „მხიარული მათემატიკა“

    ქართულ-ამერიკული სკოლის მეორე კლასებში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი „მხიარული მათემატიკა“. მოსწავლეებმა გაკვეთილზე გამოავლინეს შეძენილი ცოდნა. გაკვეთილის მთავარი გმირი “გრინჩი“ ცდილობდა შობის დღესასწაულის მოპარვას, მაგრამ ჩვენი პატარა მოსწავლეები მის გეგმებს წინ აღუდგნენ!  მათ თავიანთი ცოდნა, გუნდური მუშაობა და გამჭრიახობა გამოიყენეს გრინჩის დასამარცხებლად და შობის დღესასწაული გადაარჩინეს. ეს იყო შემოქმედებითი და მხიარულებით აღსავსე გაკვეთილი, რომელმაც ბავშვებს შობის ჯადოსნური განწყობა და მათემატიკისადმი სიყვარული კიდევ უფრო გაუღრმავა! გაკვეთილის ბოლოს, გრინჩისგან „გადარჩენილი“ სკივრი მოსწავლეებს ერგოთ, რომელშიც ტკბილეულობა იყო დამალული.  მადლობა ჩვენს მათემატიკის პედაგოგებს ასეთი სახალისო აქტივობისთვის!

  • ეკო კლუბი "მომავლის გზაში"

    ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის საახალწლო ვიზიტი ფონდ "მომავლის გზაში" ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბი უკვე არაერთხელ ეწვია ფონდ "მომავლის გზის" ბენეფიციარებს. ამჯერად კლუბის წევრებმა სკოლის სახელით ფონდს საჩუქრად გადასცეს პერსონალური კომპიუტერი და ბავშვებისთვის მიიტანეს ტკბილეული, სათამაშოები და წიგნები. მასპინძლებმა ეკოკლუბს თბილი დახვედრა მოუწყვეს. მათ სტუმრებს შეუსრულეს საშობაო ალილო და ქართული ცეკვები, რაც განსაკუთრებულად ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო. ასეთი ინიციატივები, რომლებსაც სკოლა მუდმივად მხარს უჭერს, ხელს უწყობს მოსწავლეებში ჰუმანიზმისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას.

  • "კონკია" - სპექტაკლი

    ქართულ-ამერიკული სკოლის მესამე კლასელებმა ინგლისურ ენაზე “კონკია” წარმოადგინეს. პატარა მსახიობებმა ინგლისური ენის შესანიშნავი ცოდნით, დახვეწილი სამსახიობო მანერებით, სიმღერებითა და ცეკვებით მაყურებელი აღაფრთოვანა. საახალწლო კოსტუმები და დეკორაციები კიდევ უფრო ამდიდრებდა ატმოსფეროს და ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. წარმოდგენამ, რომელიც მოსწავლეებისა და პედაგოგების მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი იყო, უდიდესი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

  • მასტერკლასი"ვიტრაჟი"

    ქართულ-ამერიკული სკოლის წინასაახალწლო პერიოდი კვლავაც სიხალისითა და მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩევა! მე-4 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებით მასტერკლასში სახელწოდებით: "ვიტრაჟი". ბავშვებმა საკუთარი ხელებით შექმნეს ულამაზესი ნამუშევრები, რომლებმაც განსაკუთრებული ფერები და სილამაზე შემატა საახალწლო განწყობას.  აღფრთოვანებულმა ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მასტერკლასის პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ჩვენი სკოლა კვლავაც აგრძელებს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას და მათთვის ინსპირაციული გარემოს შექმნას!

  • „მძინარე მზეთუნახავი“

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4(2) კლასის მოსწავლეებმა რუსულ ენაზე სპექტაკლი „მძინარე მზეთუნახავი“ წარმოადგინეს.  ბავშვებმა თავიანთი ენთუზიაზმითა და შრომით მაყურებლებს სასიამოვნო წუთები აჩუქეს.  სპექტაკლი მხიარული და დასამახსოვრებელი გამოდგა როგორც მონაწილეებისთვის, ასევე დამსწრეებისთვის. პედაგოგი: მარინა კობახიძე

  • „ყინულის დედოფალი“ გერმანულ ენაზე

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე აქვთ შესაძლებლობა, ქართულისა და ინგლისურის გარდა, მე მე-3 ენად აირჩიონ და შეისწავლონ რუსული, ფრანგული ან გერმანული ენა. სკოლა აქტიურად უწყობს ხელს უცხო ენების პრაქტიკულ გამოყენებას საინტერესო პროექტებისა და აქტივობების მეშვეობით. ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ყინულის დედოფალი“ . პატარა მსახიობებმა თავიანთი როლები წარმატებით შეასრულეს.   მსგავსი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს განავითარონ შემოქმედებითი უნარები. ვამაყობთ ჩვენი პატარა მსახიობებით.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page