top of page

Search this site

453 results found with an empty search

  • GAS & GAHS 𝑪𝒐𝒍𝒍𝒆𝒈𝒆 𝑩𝒐𝒂𝒓𝒅-ის ოფიციალური 𝑨𝑷 საგამოცდო ცენტრი

    🎉📚 სასიხარულო სიახლე! 📚🎉 ჩვენი სკოლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება! 𝟐𝟎𝟐𝟓 წლის მაისიდან ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების ბაზაზე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ 𝑪𝒐𝒍𝒍𝒆𝒈𝒆 𝑩𝒐𝒂𝒓𝒅-ის ოფიციალური 𝑨𝑷 გამოცდები ! 🏫🌍 𝑨𝑷 (𝑨𝒅𝒗𝒂𝒏𝒄𝒆𝒅 𝑷𝒍𝒂𝒄𝒆𝒎𝒆𝒏𝒕) საერთაშორისო გამოცდებია, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ უნარები და ცოდნა, რომელიც სკოლაში უმაღლეს დონეზე შეიძინეს. რატომ უნდა ჩააბაროთ 𝑨𝑷 გამოცდები? 📌 საერთაშორისო აღიარება და პრესტიჟი – 𝑨𝑷 გამოცდები ფართოდ აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ, როგორც აკადემიური წარმატებისა და მაღალი მომზადების დონის მაჩვენებელი. 📌 საუნივერსიტეტო დაფინანსება- 𝑨𝑷 ის გამოცდების ჩაბარებით, მოსწავლის შანსები მიიღოს სასწავლო გრანტი და გახდეს პრესტიჟული საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, ბევრად იზრდება. 📌 აკადემიური მზადყოფნა – 𝑨𝑷 გამოცდები მოსწავლეებს ამზადებს უნივერსიტეტის რთული კურსებისთვის. გარდა ამისა, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტები ხშირად თავისუფლდებიან გარკვეული საგნების გავლისგან და შეუძლიათ მოიპოვონ საჭირო კრედიტები. ჩვენს ტესტ ცენტრებში ჩასაბარებლად ხელმისაწვდომია შემდეგი 39 𝑨𝑷 გამოცდა : 𝑨𝒓𝒕𝒔 • 𝑨𝑷 𝟐-𝑫 𝑨𝒓𝒕 𝒂𝒏𝒅 𝑫𝒆𝒔𝒊𝒈𝒏 • 𝑨𝑷 𝟑-𝑫 𝑨𝒓𝒕 𝒂𝒏𝒅 𝑫𝒆𝒔𝒊𝒈𝒏 • 𝑨𝑷 𝑫𝒓𝒂𝒘𝒊𝒏𝒈 • 𝑨𝑷 𝑴𝒖𝒔𝒊𝒄 𝑻𝒉𝒆𝒐𝒓𝒚 • 𝑨𝑷 𝑨𝒓𝒕 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚 𝑬𝒏𝒈𝒍𝒊𝒔𝒉 • 𝑨𝑷 𝑬𝒏𝒈𝒍𝒊𝒔𝒉 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒐𝒎𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒊𝒐𝒏 • 𝑨𝑷 𝑬𝒏𝒈𝒍𝒊𝒔𝒉 𝑳𝒊𝒕𝒆𝒓𝒂𝒕𝒖𝒓𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒐𝒎𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒊𝒐𝒏 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚 𝒂𝒏𝒅 𝑺𝒐𝒄𝒊𝒂𝒍 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑨𝒇𝒓𝒊𝒄𝒂𝒏 𝑨𝒎𝒆𝒓𝒊𝒄𝒂𝒏 𝑺𝒕𝒖𝒅𝒊𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑪𝒐𝒎𝒑𝒂𝒓𝒂𝒕𝒊𝒗𝒆 𝑮𝒐𝒗𝒆𝒓𝒏𝒎𝒆𝒏𝒕 𝒂𝒏𝒅 𝑷𝒐𝒍𝒊𝒕𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑬𝒖𝒓𝒐𝒑𝒆𝒂𝒏 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚 • 𝑨𝑷 𝑯𝒖𝒎𝒂𝒏 𝑮𝒆𝒐𝒈𝒓𝒂𝒑𝒉𝒚 • 𝑨𝑷 𝑴𝒂𝒄𝒓𝒐𝒆𝒄𝒐𝒏𝒐𝒎𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑴𝒊𝒄𝒓𝒐𝒆𝒄𝒐𝒏𝒐𝒎𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑷𝒔𝒚𝒄𝒉𝒐𝒍𝒐𝒈𝒚 • 𝑨𝑷 𝑼𝒏𝒊𝒕𝒆𝒅 𝑺𝒕𝒂𝒕𝒆𝒔 𝑮𝒐𝒗𝒆𝒓𝒏𝒎𝒆𝒏𝒕 𝒂𝒏𝒅 𝑷𝒐𝒍𝒊𝒕𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑼𝒏𝒊𝒕𝒆𝒅 𝑺𝒕𝒂𝒕𝒆𝒔 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚 • 𝑨𝑷 𝑾𝒐𝒓𝒍𝒅 𝑯𝒊𝒔𝒕𝒐𝒓𝒚: 𝑴𝒐𝒅𝒆𝒓𝒏 𝑴𝒂𝒕𝒉 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒐𝒎𝒑𝒖𝒕𝒆𝒓 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆 • 𝑨𝑷 𝑪𝒂𝒍𝒄𝒖𝒍𝒖𝒔 𝑨𝑩 • 𝑨𝑷 𝑪𝒂𝒍𝒄𝒖𝒍𝒖𝒔 𝑩𝑪 • 𝑨𝑷 𝑪𝒐𝒎𝒑𝒖𝒕𝒆𝒓 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆 𝑨 • 𝑨𝑷 𝑪𝒐𝒎𝒑𝒖𝒕𝒆𝒓 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆 𝑷𝒓𝒊𝒏𝒄𝒊𝒑𝒍𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑺𝒕𝒂𝒕𝒊𝒔𝒕𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑷𝒓𝒆𝒄𝒂𝒍𝒄𝒖𝒍𝒖𝒔 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑩𝒊𝒐𝒍𝒐𝒈𝒚 • 𝑨𝑷 𝑪𝒉𝒆𝒎𝒊𝒔𝒕𝒓𝒚 • 𝑨𝑷 𝑬𝒏𝒗𝒊𝒓𝒐𝒏𝒎𝒆𝒏𝒕𝒂𝒍 𝑺𝒄𝒊𝒆𝒏𝒄𝒆 • 𝑨𝑷 𝑷𝒉𝒚𝒔𝒊𝒄𝒔 𝟏: 𝑨𝒍𝒈𝒆𝒃𝒓𝒂-𝑩𝒂𝒔𝒆𝒅 • 𝑨𝑷 𝑷𝒉𝒚𝒔𝒊𝒄𝒔 𝟐: 𝑨𝒍𝒈𝒆𝒃𝒓𝒂-𝑩𝒂𝒔𝒆𝒅 • 𝑨𝑷 𝑷𝒉𝒚𝒔𝒊𝒄𝒔 𝑪: 𝑬𝒍𝒆𝒄𝒕𝒓𝒊𝒄𝒊𝒕𝒚 𝒂𝒏𝒅 𝑴𝒂𝒈𝒏𝒆𝒕𝒊𝒔𝒎 • 𝑨𝑷 𝑷𝒉𝒚𝒔𝒊𝒄𝒔 𝑪: 𝑴𝒆𝒄𝒉𝒂𝒏𝒊𝒄𝒔 • 𝑨𝑷 𝑷𝒔𝒚𝒄𝒉𝒐𝒍𝒐𝒈𝒚 𝑾𝒐𝒓𝒍𝒅 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆𝒔 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆𝒔 • 𝑨𝑷 𝑪𝒉𝒊𝒏𝒆𝒔𝒆 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑭𝒓𝒆𝒏𝒄𝒉 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑮𝒆𝒓𝒎𝒂𝒏 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑰𝒕𝒂𝒍𝒊𝒂𝒏 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑱𝒂𝒑𝒂𝒏𝒆𝒔𝒆 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑳𝒂𝒕𝒊𝒏 • 𝑨𝑷 𝑺𝒑𝒂𝒏𝒊𝒔𝒉 𝑳𝒂𝒏𝒈𝒖𝒂𝒈𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 • 𝑨𝑷 𝑺𝒑𝒂𝒏𝒊𝒔𝒉 𝑳𝒊𝒕𝒆𝒓𝒂𝒕𝒖𝒓𝒆 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒖𝒍𝒕𝒖𝒓𝒆 𝑨𝑷 პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ სოციალურ ქსელებში ან დაგვიკავშირდით. 👉 ერთად გავზარდოთ ჩვენი მომავალი ლიდერები! 📚 𝑭𝒓𝒐𝒎 𝑳𝒆𝒂𝒓𝒏𝒊𝒏𝒈 𝒕𝒐 𝑳𝒆𝒂𝒅𝒊𝒏𝒈. 📫 ჭავჭავაძის გამზირი 21 ; ☎️ (+995) 598 533 077 📫 ჭყონდიდელის 18 ; ☎️ (+995) 555 903 197

  • მსოფლიო საახალწლო ტრადიციები

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს არაჩვეულებრივი პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნებოდა მსოფლიო საახალწლო ტრადიციებს. მოსწავლეებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციებით გააცნეს ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ჩვეულებები, კერძები, სიმბოლოები და ტრადიციები.   მაგალითად:  იაპონია – სუფთა სახლის ტრადიცია, როგორც ახალი წლის სიმბოლო.  ესპანეთი – თორმეტი ყურძნის მირთმევის ჩვეულება, რომელიც წარმატებას და ბედნიერებას მოასწავებს.  იტალია – ძველი ნივთების გადაყრა, რაც ახალ დასაწყისს უკავშირდება.  თითოეული პრეზენტაცია გამოირჩეოდა კრეატიულობით, ენთუზიაზმით და ინფორმაციულობით.

  • პროექტი: "ახალი წელი საქართველოს კუთხეებში"   

    ქართულ-ამერიკული სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს შემოქმედებითი პროექტი "ახალი წელი საქართველოს კუთხეებში", რომელიც წარმოაჩენდა ჩვენი ქვეყნის რეგიონების უნიკალურ მახასიათებლებს.  ინფორმაციული ნაწილი: მოსწავლეებმა მოიძიეს და დამსწრეებს გააცნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების კულტურა, ბუნება, ცნობილი ღირსშესანიშნაობები და საახალწლო ტრადიციები.  მუსიკალური და საცეკვაო შოუ: პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების შესრულება.  მათი ენერგიული და შთამბეჭდავი შესრულებები დამსწრეთა დიდი აპლოდისმენტებით დაჯილდოვდა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და პედაგოგები, რომლებმაც განსაკუთრებული სიამოვნება მიიღეს როგორც შემეცნებითი, ასევე კულტურული ნაწილისგან.  მოსწავლეების შრომა და შემოქმედება:  მათ გამოავლინეს ინფორმაციულობა, კრეატიულობა და შემოქმედებითი უნარები.  ბავშვებმა არა მხოლოდ საქართველოს კუთხეების უნიკალური მახასიათებლები გააცოცხლეს, არამედ ტრადიციული ხელოვნების ძალაც იგრძნეს.  ვულოცავთ ჩვენს IV კლასელებს ამ შესანიშნავ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით მშობლებსა და პედაგოგებს მხარდაჭერისთვის!

  • საჭადრაკო ჩემპიონატი III კლასში

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში დასრულდა ჩემპიონატი III კლასის მოსწავლეთა შორის საჭადრაკო ამოცანების ამოხსნაში. გამარჯვებულები: I ადგილი - ნიკოლოზ დავითაშვილი (III 2 კლასი) II ადგილი - გიორგი გეწაძე (III 1 კლასი) III ადგილი - ანდრია ხუნწარია (III 1 კლასი) გამარჯვებულებს შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები გადასცა საერთაშორისო ოსტატმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პირველი კლასის ჭადრაკის სახელმძღვანელოს ავტორმა, ნონა დათუაშვილმა. ქ-ნ ნონამ ასევე ჩაატარა მასტერკლასი პირველ კლასელებთან, სადაც მათთან ერთად ითამაშა ერთდროული თამაშის სეანსი, უპასუხა კითხვებს და გაუზიარა თავისი გამოცდილება ჭადრაკის სამყაროში.

  • ჯადოსნური სტუმარი-სანტა

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნამდვილმა ჯადოსნობამ დაისადგურა – სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან პირდაპირი რეისით გვესტუმრა! სანტას ჩამოსვლამდე, მისი დამხმარე ელფებმა ბავშვებთან ერთად ბევრი იმხიარულეს, ითამაშეს და იცეკვეს.    ბავშვები აღფრთოვანებით ელოდნენ სანტას გამოჩენას და მას ბედნიერი ღიმილითა და თბილი ჩახუტებით დახვდნენ. სანტამ თითოეულ პირველკლასელს საჩუქარი გადასცა და სამახსოვრო სურათები გადაიღო. ჩვენი საყვარელი სანტა სხვა კლასების მოსწავლეებსაც მიეგება, მთელი სკოლა მოიარა და ბავშვებს ტკბილეული დაურიგა.   ეს დღე სიხარულით, ბედნიერებითა და ახალი წლის მოლოდინით აივსო. სანტამ კი დაპირება დაგვიტოვა, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური და სასიხარულო იქნება!

  • ღია გაკვეთილები I კლასებში

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში პირველ კლასებში გაიმართა ღია გაკვეთილები პატარა მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით და სიამაყით წარმოაჩინეს ინგლისურ ენაში შეძენილი ცოდნა.  მათ მრავალფეროვანი ნომრებით – ცეკვით , სიმღერებით , ლექსებით  და ინტერაქტიული თამაშებით  – გაახალისეს დამსწრე მშობლები.  აქტივობებში მშობლებიც ჩაერთვნენ და ჟესტებით წარმოჩენილი ემოციებით განსაკუთრებული სითბო და მხიარულება შემატეს ღონისძიებას.  ყოჩაღ პირველკლასელებს და მათ პედაგოგებს შრომისა და მონდომებისთვის!

  • "პოსტერების პრეზენტაცია"

    ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო და სამოქალაქო განათლების კლუბების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში - "გაჯანსაღდი" . კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის თემატიკაზე. 16 დეკემბერს მოსწავლეები დაესწრნენ ღონისძიებას, სადაც დამზადებული პოსტერები და სხვადასხვა ნამუშევრები წარუდგინეს სხვა მოსწავლეებს და სტუდენტებს. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით.

  •  ღია გაკვეთილი: "Online Safety" (ონლაინ უსაფრთხოება)

    მე-6 კლასის მოსწავლებმა, ინგლისური ენის პედაგოგის მარიამ გაზრდელიანის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს სახალისო და შემეცნებითი ღია გაკვეთილი ინგლიურ ენაზე. მოსწავლეებმა თემაზე - "მობილური ტელეფონი, მიჯაჭვულობა და სოციალური ქსელები"- მცირე თეატრალური წარმოდგენა მოაწყვეს. მათ მხიარული და შემოქმედებითი სცენებით აჩვენეს, როგორი იყო ცხოვრება მობილური ტელეფონების გამოგონებამდე და როგორ შეიცვალა მათი გამოყენების შემდეგ.  მოსწავლეების მიერ დადგმულმა სკეჩებმა ბევრი ღიმილი და დადებითი ემოცია მოჰგვარა მაყურებლებს.

  • მობილური აპლიკაციები სასკოლო ცხოვრებისთვის

    4-კვირიანი პერიოდის განმავლობაში, ქართულ-ამერიკული სკოლის მე 9 კლასის მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს მობილური აპლიკაციების შექმნაზე. მათი პროექტები მიზნად ისახავდა სკოლის საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრას ან სასკოლო ცხოვრების გამარტივებას აპლიკაციების გამოყენებით. პროექტის განმავლობაში სამი ძირითადი ეტაპი გავიარეთ:   მოსამზადებელი ეტაპი – მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს და შექმნეს აპლიკაციის ვიზუალური და შინაარსობრივი კომპონენტები.  ქალაქგარეთ პრეზენტაციის ეტაპი – საკონფერენციო სივრცეში გუნდებმა ერთმანეთთან გააზიარეს თავიანთი დასრულებული პროექტები და მიიღეს განმავითარებელი შეფასებები.  ფინალური წარდგენა – სასკოლო სივრცეში გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მშობლების, სკოლის ხელმძღვანელობისა და თანატოლების წინაშე მოსწავლეებმა თავიანთი პროექტები წარადგინეს.  ამ პროექტმა წარმოაჩინა მოსწავლეების კრეატიულობა, პრობლემების გადაჭრის უნარები და გუნდური მუშაობის შედეგები. ვამაყობთ მათი მიღწევებით და მოუთმენლად ველით ახალ ინიციატივებს! ქართულ-ამერიკული სკოლა მუდამ ინარჩუნებს ლიდერობას განათლების სფეროში, აძლიერებს მოსწავლეებს და ამზადებს მათ მომავლისთვის!

  • წმინდა ბარბარე - შემეცნებითი პრეზენტაცია

    ქართული-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, ბარბარა პაპიაშვილმა, ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის ხელმძღვანელობით, თანაკლასელებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა თემაზე "წმინდა ბარბარე".  აქტივობა დასრულდა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის ჩვენებით, რომელიც წმინდა ბარბარეს ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავდა.   ღონისძიება ჩატარდა არაფორმალური განათლების და პროექტი "გაიცანი დიდი ადამიანების" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.  გილოცავთ წმინდა ბარბარეს დღეს! გისურვებთ სიხარულსა და კეთილდღეობას!

  • ანტიბულინგის კვირეული

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაწყებითი საფეხურის ფსიქოლოგმა, ანი ასათიანმა, წარმატებით ჩაატარა ანტიბულინგის კვირეული, რომელიც მიზნად ისახავდა ბულინგის პრევენციას და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.   პროექტის ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა თემატური საუბრები და აქტივობები. ფსიქოლოგმა ბავშვებს გააცნო:  რა არის ბულინგი და როგორია მისი ძირითადი სახეობები;  როგორ დავიცვათ თავი ბულინგისგან და ვის მივმართოთ დახმარებისთვის;  ბულინგის წინააღმდეგ სწორი რეაგირების მნიშვნელობა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.  შეხვედრებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში პატივისცემის, ემპათიისა და მხარდაჭერის კულტურის გაღრმავებას. ასეთი პროექტები ხაზს უსვამს სკოლის პრიორიტეტს — მოსწავლეთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

  • "კლიმატური ცვლილებები"

    ქართული-ამერიკული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, მეგი ტალახაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი წამოიწყეს, რომელიც  კლიმატური ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. უფროსმა GAS-ელებმა პატარებს გასაგებ ენაზე აუხსნეს, რა არის კლიმატური ცვლილება, მისი მიზეზები და შედეგები.პატარები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში, სვამდნენ კითხვებს  და საკუთარი ცოდნითაც გაოცეს უფროსები. პროექტის დასასრულს, პატარებმა და დიდებმა ერთად დახატეს  კლიმატური ცვლილებების თემაზე ნამუშევრები, რომლებშიც ასახეს როგორც არსებული პრობლემები, ასევე პოზიტიური ცვლილებების პერსპექტივები.  ეს აქტივობა საინტერესო და შემოქმედებითი გამოცდილება იყო ყველასთვის.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page