Search this site
453 results found with an empty search
- მე-9 კლასის პრეზენტაცია
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9(1) კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს 2024 წლის პირველ სემესტრში სახელმძღვანელო, Grammar in Context-ში განვლილი მასალა და წარადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ არჩეულ თემებზე. დიდი მადლობა მოსწავლეებს ბეჯითი შრომისთვის.
- STEM ფესტივალი – „ჩხირკედელა 2“
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა, ილია ხოსიტაშვილმა და გიორგი ტაბატძემ, მონაწილეობა მიიღეს STEM ფესტივალ „ჩხირკედელა 2“-ში, სადაც ყველაზე პატარა კონკურსანტებმა ერთობლივად იმუშავეს ორ გამორჩეულ STEM პროექტზე თავიანთი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის, ირმა ქობულაშვილის, ხელმძღვანელობით. მათ წარმოადგინეს საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტი „უსაფრთხო გარე სივრცე“ და არდუინო უნოს გამოყენებით შექმნილი პროექტი „მზის სინათლის რესურსად გამოყენება“. STEM-ის ექსპერტებმა წარმატებული პროექტებისთვის კონკურსანტებს გადასცეს არდუინო უნოს ნაკრები, სახელმძღვანელოები, მაისურები და აფრიკული ლოკოკინები საჩუქრად. პროექტების ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობენ ელექტრონიკასა და პროგრამირებას, ეუფლებიან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ავითარებენ ინოვაციურ უნარებს და პოულობენ პრობლემების გადაჭრის პრაქტიკულ გზებს. ქართული-ამერიკული სკოლა მუდამ მხარს უჭერს ინოვაციას და STEM განათლებას , რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ინტერდისციპლინური ცოდნა, განავითარონ კრეატიულობა და აქტიურად მოემზადონ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის.
- სპორტი და ეკო-ინიციატივები ქართულ-ამერიკულ სკოლაში
ქართულ-ამერიკულ სკოლას ეკო-კლუბის მოწვევით ესტუმრა ბატონი ანატოლი კორეპანოვი, ორგანიზაცია "სპორტი განვითარებისთვის - საქართველო (Sport for Development - Georgia)-ს დამფუძნებელი. შეხვედრის ფარგლებში, მან ისაუბრა სპორტის მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და გააცნო მოსწავლეებს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სპორტული აქტივობები. ბატონმა ანატოლიმ თავის გუნდთან ერთად მოსწავლეებს შესთავაზა სახალისო სპორტული ქვესტი, რომელიც გაიმართა სკოლის დარბაზში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ღონისძიება გამოირჩეოდა ენერგიული და სახალისო ატმოსფეროთი. ეკო-კლუბის მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეთა არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ზრდას. ქართულ-ამერიკული სკოლა მადლობას უხდის ბატონ ანატოლისა და მის გუნდს შთამაგონებელი და აქტიური ღონისძიებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
- სესია მენტალურ ჯანმრთელობაზე
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ტრენერმა ბექა ბერიძემ მოსწავლეებთან ერთად განიხილა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სტრესი და მისი გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე ადიქტური ქცევა კვებითი აშლილობები ძილის დარღვევები ინტერაქტიული შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ ფსიქოლოგიური ხასიათის საინტერესო კითხვები და სპიკერის დახმარებით მიეღოთ ამომწურავი პასუხები.| სესიის დასასრულს სოციალური მხარდაჭერის თემაზე ჯგუფური აქტივობაც გაიმართა, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა და გაააქტიურა მათი ჩართულობა. შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ინგლისური ენის მასწავლებელი დიანა გაბისონია, რომლის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მოამზადეს მოხსენებები ადიქციების თემაზე.
- "წიგნის ისტორია და წიგნიერების მნიშვნელობა"
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირმა მასხულიას ხელმძღვანელობით, განახორციელეს საინტერესო პროექტი თემაზე: "წიგნის ისტორია, ბიბლიოთეკების და წიგნიერების მნიშვნელობა" მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკას, შემდეგ კი გუნდებად დაყოფილებმა იმუშავეს თემაზე. პრეზენტაციები, მინიატურები, პოსტერები — თითოეული გუნდის ნაშრომი განსაკუთრებული და საინტერესო იყო. სამმა მოსწავლემ სახლში დამოუკიდებლად სცადა ქაღალდის დამზადება. მათ პროცესის თითოეული ეტაპი ვიდეოზე გადაიღეს და შემდეგ თანაკლასელებს გაუზიარეს. პროექტმა ხელი შეუწყო გუნდური მუშაობის, კრეატიულობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
- IJSO, 2024 - რუმინეთი
ბუქარესტი, რუმინეთი , 2-12 დეკემბერი, 2024 ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და ოლიმპიადაში მონაწილეობენ. მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ და ჩვენს პატარა ქვეყანას ასახელებენ თავიანთი მიღწევებით. ამჯერად ისინი საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა IJSO -ში (International Junior Science Olympiad) , ბუქარესტში, რუმინეთში. IJSO არის ყოველწლიური პრესტიჟული საბუნებისმეტყველო ოლიმპიადა რომელშიც წელს მონაწილეობდნენ 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები 56 ქვეყნიდან და ჩვენმა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!!! სწორედ ამგვარი აქტივობებით ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყნის დასავლური, დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვან წევრად ქცევას. ვრცლად ვიზიტის შესახებ: მოსწავლეებმა დაათვალიერეს ღირშესანიშნაობები, ოლიმპიადის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რუმინეთის რამდენიმე ცნობილი ადგილი და ახლოს გაცნობოდნენ ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. დელეგაციამ მოინახულა მნიშვნელოვანი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის ბუქარესტის ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა პარლამენტის სასახლე , რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ადმინისტრაციული შენობაა. ასევე მოეწყო ექსკურსიები ბრანის ციხესიმაგრეში , რომელიც დრაკულას ლეგენდასთან არის დაკავშირებული, და პელეშის სასახლეში , რომელიც თავისი არქიტექტურული სილამაზითა და მდიდრული ინტერიერით აღაფრთოვანებს მნახველებს. მონაწილეებმა ასევე შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციები და დააგემოვნეს რუმინული სამზარეულოს ტრადიციული კერძები, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდიდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო კულტურულ-ესთეტიკური საღამო , რომელზეც ჩვენმა საამაყო მოსწავლეებმა ქართული ცეკვით წარადგინეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა და დიდი მოწონება დაიმსახურეს. კულტურული საღამო ემოციურად და გულისამაჩუყებლად დასრულდა – ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ქვეყნის მოსწავლეთა ერთობლივი ცეკვა სცენაზე იყო ერთობის, მეგობრობისა და მრავალფეროვანი მსოფლიო ერთიანობის სიმბოლო. მადლობა ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებმაც ქართული კულტურა გააცნეს მსოფლიოს!
- ღია გაკვეთილი მათემატიკაში
2024 წლის 11 დეკემბერს ჩვენს სკოლაში გაიმართა ღია გაკვეთილი მათემატიკაში , სადაც მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა: ✅ ჯგუფურ მუშაობაში ✅ ჭკვიან დაფასთან ინტერაქტიულ სწავლებაში ✅ მრავალფეროვან აქტივობებში გაკვეთილს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ინგა ხეცურიანი მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ჩართულობა, კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები.
- "მომავლის სკოლა" - IX კლასის პროექტი
"მომავლის სკოლა" - კრეატიული იდეები ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისგან ინგლისური ენის პედაგოგებმა, ნათია ზარდიაშვილმა და ქრისტინე ცხადაიამ, ქართულ-ამერიკული სკოლის IX კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო პროექტი განახორციელეს. პროექტი, სახელწოდებით "მომავლის სკოლა," მიზნად ისახავდა მოსწავლეების ხედვების წარმოჩენას მომავალი განათლების შესახებ. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა არა მხოლოდ განიხილეს თავიანთი იდეები, არამედ შექმნეს ოცნების სკოლის უნიკალური მოდელი. პროექტმა ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარების განვითარებას და მოსწავლეები შთააგონა დიდ მიზნებზე ეფიქრათ განათლების სფეროში. ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო ამდიდრებს სასწავლო პროცესს და მოტივაციას მატებს მომავალ თაობას!
- IOM- UN Migration წარმომადგენელი GAS - ში
ქართულ-ამერიკულ სკოლას მოქალაქეობის კლუბის მოწვევით ეწვია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო ხუნძაკიშვილი. შეხვედრას დაესწრნენ მეათე კლასის მოსწავლეები. სტუმარმა ისაუბრა მიგრაციის თანამედროვე გამოწვევებსა და მის მნიშვნელობაზე. განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მიგრაციის პროცესების მართვა, მიგრანტთა უფლებების დაცვა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლი მიგრაციის სფეროში. შეხვედრამ ხელი შეუწყო მიგრაციის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას. ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მოქალაქეობის კლუბის ხელმძღვანელს, ქრისტინე ღონღაძეს და ქალბატონ ნინო ხუნძაკიშვილს. ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეების აქტიურ ჩართვას და ინტერესის გაღვივებას თანამედროვე გლობალური საკითხების მიმართ.
- ღია გაკვეთილი ინგლისურში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6 კლასების მოსწავლეებმა ინგლისური ენის ღია გაკვეთილზე ისაუბრეს თემაზე „ხელოვნება“. პრეზენტაცია ეხებოდა ხელოვნების მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში, ცნობილ მხატვრებს და მათ ნამუშევრებს. პედაგოგი: ოლიკო ბარბაქაძე
- GAS - GJA-ში სტუმრად
ქართულ-ამერიკული სკოლა - Georgian-American School-ის V კლასის მოსწავლეები სტუმრად საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიასთან SEU-ში. შემეცნებითი ლექციის თემა: ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრული სამყარო და მისი საოცარი პერსონაჟები. მასწავლებლები: თეკლა მოდებაძე, ნინო ბართიშვილი, მარიამ ღუბელაძე, შორენა აბრამიშვილი, ანა ხუციძე 14 ნოემბერს, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით, V კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ლექციას, რომელიც ეძღვნებოდა შვედი მწერლის შემოქმედებასა და მის დაუვიწყარ პერსონაჟებს. ლექციის ბოლოს, ბავშვებს გადაეცათ სამახსოვრო დიპლომები და წიგნები საჩუქრად. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიასთან SEU-ს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის!
- Сonstructor University-ის სტუდენტი ნ.ბერუაშვილი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში სასიხარულო ამბავი გვაქვს! ჩვენი სკოლის მოსწავლე ნატალია ბერუაშვილი ჩაირიცხა Сonstructor University -ში (Jacobs University, Bremen ) ბრემენი, გერმანია, International Business Administration -ის ფაკულტეტზე ვულოცავთ ნატალიას და კიდევ ბევრ წარმატებებს ვუსურვებთ! #GAS სკოლაა, სადაც წარმატებული თაობები













