Search this site
452 results found with an empty search
- დასუფთავების აქცია
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის მოსწავლეები თბილსერვისს ჯგუფთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ. ღონისძიების მიზანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის "განჯასაღდი"-ს ფარგლებში, ჯანსაღი გარემოს დაცვის პოპულარიზაციას წარმოადგენდა. ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბი მუდმივად ჩართულია მსგავსი ტიპის აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას
- პრეზენტაცია - V კლასი
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევები! თითოეულმა მოსწავლემ მოამზადა ჰიპოთეზა, შეაგროვა მონაცემები და დაამუშავა შედეგები, შემდეგ კი თანაკლასელებს წარუდგინა საკუთარი დასკვნები. ეს პრაქტიკული აქტივობა არამხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ შემოქმედებითი უნარებისა და პრეზენტაციის წარდგენის უნარების განვითარებას შეუწყო ხელი. პედაგოგები: თეკო კაპანაძე და ანი ხუციძე
- ლექცია ადამიანის უფლებებზე
2024 წლის 20 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა ლექცია ადამიანის უფლებებზე. სესიას უძღვებოდნენ მოწვეუი სტუმრები, კერძოდ, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტები. ლექცია ფოკუსირებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის ადამიანის უფლებების კონცეფციაზე, ადამიანის უფლებათა დეკლარაციისკენ მიმავალ გზაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე და ამ უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმებზე. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს და ჩართულები იყვნენ მნიშვნელოვან ინტერაქციაში სტუმრებთან. ღონისძიებამ წარმოაჩინა ადამიანის უფლებების აქტუალობა დღევანდელ მსოფლიოში და ხელი შეუწყო გააზრებულ დიალოგს მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის.
- 𝑷𝑺𝑨𝑻/𝑵𝑴𝑺𝑸𝑻 გამოცდის შედეგები
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეების უპრეცედენტოდ მაღალი შედეგები 𝑷𝑺𝑨𝑻/𝑵𝑴𝑺𝑸𝑻 გამოცდაზე 𝘾𝙤𝙡𝙡𝙚𝙜𝙚𝘽𝙤𝙖𝙧𝙙 𝙀𝙭𝙖𝙢𝙨 𝑷𝑺𝑨𝑻/𝑵𝑴𝑺𝑸𝑻 გამოცდა ამერიკული პროგრამის სავალდებულო ნაწილია, რომლის ქულასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს უცხოურ უნივერსიტეტებში გრანტის მიღებისთვის. ამიტომაც ამერიკის და ევროპის მოსწავლეები მასიურად აბარებენ მას. წელს 𝑷𝑺𝑨𝑻/𝑵𝑴𝑺𝑸𝑻 გამოცდა მსოფლიოში 1,288 791-მა 𝑿𝑰 კლასის მოსწავლემ ჩააბარა 𝘾𝙤𝙡𝙡𝙚𝙜𝙚𝘽𝙤𝙖𝙧𝙙-ის გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენი სკოლა მოსწავლეების მიღებული მაღალი ქულებით მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალ ნიშნულზე არიან მსოფლიოში 𝑷𝑺𝑨𝑻/𝑵𝑴𝑺𝑸𝑻 გამოცდის საშუალო ქულა არის 1000. წელს ქართულ-ამერიკული სკოლის 𝟳𝟴 მე-XI კლასელი გავიდა გამოცდაზე და მათი საშუალო ქულა შეადგენა 𝟏𝟎𝟐𝟓 ვულოცავთ სკოლის საზოგადოებას წარმატებულ შედეგებს; გაგაცნობთ მოსწავლეებს რომლებმაც 𝟏2𝟎𝟎-ზე მეტი ქულა მიიღეს: ნაზღაიძე ალექსანდრე მამულაშვილი ელენე კილაძე ზურაბ ომაძე იოსებ ცხაკაია გიორგი ბაქრაძე თალალე გაბელია თორნიკე კოკაია ნიკოლოზ აქუბარდია ქეთევან ვახტანგაძე კახი კენჭაძე ანასტასია ყულოშვილი ნიკოლოზი ლომთაძე ელენე მარი ქარდავა ანდრია მარგველაშვილი გიორგი
- ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე
დღეს 14 ნოემბერს, მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ასტრიდ ლინდგრენი ის მწერალია, რომელის ზღაპრებზეც თაობები გაიზრდა და თანამედროვე ბავშვებისთვისაც ახლობელი და ძვირფასია. ქართულ-ამერიკული სკოლის მესამეკლასელებმა გაიხსენეს ცნობილი ფრაზები ნაწარმოებებიდან.მოირგეს პერსონაჟთა როლები. ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა. ვიქტორინის დასრულების შემდე, მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები ვიქტორინაში წარმატებული მონაწილეობისათვის.
- თეკლა რატიანის ვიზიტი
თეკლა რატიანის ვიზიტი ქართულ-ამერიკულ სკოლაში! ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო და მოქალაქეობის კლუბებმა უმასპინძლეს თეკლა რატიანს, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფო პროგრამა „ გაჯანსახდი “-ზე. პროგრამის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სამ მთავარ მიმართულებას მოიცავს: 🔹 თამბაქოს მოხმარების პრევენცია 🔹 რეგულარული ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა 🔹 ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ განათლებ ა 💬 პრეზენტაციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ ინიციატივებზე: ✅ ხეების დარგვის აქცია ✅ დასუფთავების აქცია ✅ პოსტერების კონკურსი მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს და აქტივობებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. მადლობა თეკლა რატიანს საინტერესო და შთამაგონებელი საუბრისთვის! ქართულ-ამერიკული სკოლის კლუბები კვლავაც გააგრძელებენ საინტერესო სტუმრების მოწვევას და მნიშვნელოვანი ღონისძიებებში მონაწილეობას 🌍✨
- წითელი ჯვრის ტრენინგი
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის ინიციატივით, წითელი ჯვრის წარმომადგენლები ესტუმრნენ! მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს პირველადი დახმარების საფუძვლები გააცნეს, დეტალურად აუხსნეს ხელოვნური სუნთქვისა და გულის მასაჟის წესები. 🫀✨🩺 თეორიული ნაწილის შემდეგ ეკო-კლუბის წევრებმა მანეკენების გამოყენებით მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოცადეს. მსგავსი ტიპის ტრენინგები საჭირო უნარების განვითარებას უწყობს ხელს! დიდ მადლობას ვუხდით წითელი ჯვრის წარმომადგენლებს საჭირო ცოდნისა და უნარების გაზიარებისთვის! ფოტომასალა სრულად იხილეთ სკოლის დრაივზე
- ციფრული წიგნების პრეზენტაცია
ქართულ-ამერიკული სკოლის მეხუთე კლასელებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოთხრობები დაწერეს. ნაწარმობების სიუჟეტები და პერსონაჟები ტექნოლოგიების მიმართულებას ეხებოდა. ხელოვნური ინტელექტი მოსწავლებს იდეების გენერირებაში და ტექსტის შედგენაში დაეხმარა. მოსწავლებმა მოთხრობები და ილუსტრაციები Book Creator-ში საბოლოო სახით აკინძეს, დასრულებული წიგნები მეორე კლასელებს წარუდგინეს, რომელთაგანაც დიდი მოწონება დაიმსახურეს და ცნობისმოყვარე პატარების კითხვებსაც უპასუხს. ტექნოლოგიისა და ლიტერატურის შერწყმამ სწავლის პროცესი ბევრად საინტერესო გახადა. მოსწავლეებს საკუთარი იდეების, ფანტაზიისა და უნიკალური ისტორიების გაცილებით მარტივად შექმნისა და გადმოცემის საშუალება მიეცათ. AI და Book Creator-ის გამოყენებით ციფრული უნარების განვითარება კი მათ მომავალში შედარებით რთული ტექნოლოგიური ამოცანების შესრულებაში დაეხმარებათ.
- შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი
3 ივნისს ქართულ-ამერიკულ სკოლას სტუმრობდა შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი. მან მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა აშშ-ში სამოქალაქო უფლებების შესახებ; ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან; ყოველივე ეს კი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-კულტურულ ვითარებას დაუკავშირა. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც მოსწავლეების მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა სტუმარმა. ქართულ-ამერიკულ სკოლას მუდმივად სტუმრობენ პროფესიონალები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც თავის გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს და მათ შეკითხვებს პასუხობენ.
- "იაკობის საგანძური"
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა თემატური კვირეული "გოგებაშვილის საგანძური," რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი მწერლისა და პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს . პროექტში მონაწილეებმა მრავალფეროვანი ღონისძიებებით პატივი მიაგეს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას . გოგებაშვილის ნაწარმოებების გაცნობის შემდეგ, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრაციები, კომიქსები, დიორამები და წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც დიდხანს დარჩება მათ მეხსიერებაში . კვირეული დასრულდა სკოლაში მოწვეული სტუმრის - რუსუდან ხორბალაძის მიერ კალიგრაფიაში ჩატარებული საინტერესო და სახალისო მასტერკლასით , რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა პატარებზე . მადლობას ვუხდით დაწყებითი კათედრის პედაგოგებს შემეცნებითი და სახალისო პროექტისთვის!
- "დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი"
ქართულ-ამერიკული სკოლის დელეგატები ევროსაბჭოში-“დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე” GAS-ის მე-11 კლასის მოსწავლეები, ანა ზურაშვილის ლიდერობით და პროაქტივ ჯგუფის დამფუძნებლის, გიორგი აგირბაიას ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სტრასბურგსა და ბაზელში, სადაც დაათვალიერეს ქალაქების ღირშესანიშნაობები. სტრასბურგში დელეგაცია დაესწრო ევროპარლამენტის სხდომებს. მათთვის ეს იყო შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოეყენებინათ სასკოლო კლუბებში მიღებული ცოდნა. ქართულ-ამერიკული სკოლა მუდამ ორიენტირებულია ჩვენი მოსწავლეებისთვის ცოდნის ჰორიზონტების გაფართოებაზე! #GAS - სადაც იზრდებიან ლიდერები
- სტუმრები GAU- დან
GAU-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი და ამავე უნივერსიტეტის კარიერის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ლიზი ქათამაძე ქართულ-ამერიკული სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდნენ. ორნაწილიანი, ინტერაქტიული მასტერკლასი, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, საკუთარი თავის უკეთ შეცნობას, თვითშფასების უნარების ამაღლებას და თავდაჯერებისა და პიროვნული ზრდის მეთოდებს შეეხო. შეხვედრის მეორე ნაწილში ტრენერებმა წარმოადგინეს 7 საფეხურიანი გეგმა, რომელიც მოსწავლეებმა პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ. ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის გამორჩეული პროფესიონალები და მოსწავლეებს ცოდნასა და საკუთარ გამოდილებას უზიარებენ.













