Search this site
452 results found with an empty search
- "ტვინების ბრძოლა"
ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-3, მე-4, და მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა! მოსწავლეებმა სააზროვნო, ლოგიკურ და საინტერესო შეკითხვებს გასცეს პასუხი. გამარჯვებული გუნდები საქალაქო პირველობაზე წარადგენენ სკოლას. წარმატებები gas-ელ ინტელექტუალებს!
- სტუმარი - გ. არზიანი
განათლების პოლიტიკის სპეციალისტი გიორგი არზიანი ქართულ-ამერიკულ სკოლაში ქართულ-ამერიკულ სკოლას ეკო კლუბის მოწვევით ესტუმრა განათლების პოლიტიკის სპეციალისტი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი არზიანი. მან განიხილა განათლების სისტემები, მდგრადი განვითარების მიზნები და მოსწავლეების როლი სასკოლო ცხოვრებაში. ბავშვებმა თავიანთი იდეები წარმოადგინეს, თუ როგორ გააუმჯობესებდნენ სასწავლო გარემოსა და განათლების სისტემას. დისკუსიამ კიდევ უფრო გააძლიერა მათი სურვილი, მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და გახდნენ პოზიტიური ცვლილებების ინიციატორები.
- ჩრდილების ყუთები
ჩრდილების ყუთებით გაცოცხლებული მრავალფეროვანი ისტორიები! ✨ ინგლისურის გაკვეთილებიდან მიღებული ცოდნითა და უნარებით, ჩვენი მე-4 კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ წარმოსახვის უნიკალურ მოგზაურობაში - თითოეულმა შექმნა და გააცოცხლა განსხვავებული ისტორია ჩრდილების ყუთების დახმარებით, რომლებიც თავად დაამზადეს. 🎭 ნამუშევრები გამოირჩეოდა კრეატიულობით და თემატური მრაველფეროვნებით. 🌟 ეს აქტივობა არა მხოლოდ ენის პრაქტიკას, არამედ შემოქმედების განვითარებასაც უწყობდა ხელს. 🎨 პედაგოგები: ინგა დემეტრაძე და ანა ხუციძე რომელი თემა იყო თქვენი ფავორიტი? 😊✨ #ინოვაციური_სწავლება #ჩრდილებისთეატრი #ინგლისურიენა #კრეატიულიისტორიები 🎉
- გენეტიკოს-ნუტრიციოლოგი სოფო ქურდაძე სტუმრად GAS-ში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-11.4 კლასის ინიციატივით, პროექტ "ჯანსაღი ცხოვრების" ფარგლებში გენეტიკოსს-ნუტრიციოლოგ სოფო ქურდაძესთან შეხვედრა გაიმართა. მოწვეულმა სტუმარმა დაბალანსებულ კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებს ჯანსაღი მენიუს შექმნის პრაქტიკული რჩევებიც მისცა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
- 𝗟𝗘𝗔𝗗𝗘𝗥 𝗢𝗙 𝗧𝗛𝗘 𝗬𝗘𝗔𝗥
13 ივლისის ნიუსი: 𝗟𝗘𝗔𝗗𝗘𝗥 𝗢𝗙 𝗧𝗛𝗘 𝗬𝗘𝗔𝗥 კვლავაც 𝗚𝗔𝗦&𝗚𝗔𝗛𝗦 სკოლები ლიდერობენ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოება გაიმართა. პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო 𝗟𝗘𝗔𝗗𝗘𝗥 𝗢𝗙 𝗧𝗛𝗘 𝗬𝗘𝗔𝗥 მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე განათლების სფეროში მოღვაწე ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორებს, ირმა მესხიშვილს და მამუკა მესხიშვილს გადაეცა. ჯილდო არის აღიარება იმისა, რომ დაფასდა 𝗚𝗔𝗦&𝗚𝗔𝗛𝗦 -ის გუნდის თავდადება და შრომა როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. წარმატებას ვუსურვებთ 𝗚𝗔𝗦&𝗚𝗔𝗛𝗦-ს სკოლებს #GAS &GAHS #successfuture
- 2024 წლის ჩარიცხვები
ჩვენი საამაყო კურსდამთავრებულები საუნივერსიტეტო ცხოვრებას შეუერთდნენ! მოხარულები ვართ გაგიზიაროთ მათი მიღწევები. მათ ტრადიციულად წარმატებით ჩააბარეს ეროვნული და საერთაშორისო გამოცდები და დაიმკვიდრეს ადგილი სასურველ უნივერსიტეტებში. ვულოცავთ მათ და მათ ოჯახებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ყოველივე კარგს ამ ახალ საინტერესო გზაზე! წინ დიდი მიზნებისკენ!
- „ტვინების ბრძოლა“
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა! მოსწავლეებმა სააზროვნო, ლოგიკურ და საინტერესო შეკითხვებს გასცეს პასუხი. გამარჯვებული გუნდები საქალაქო პირველობაზე წარადგენენ სკოლას. წარმატებები gas-ელ ინტელექტუალებს
- ეკო-კლუბის ვიზიტი "საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზა-ში "
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ბევრი აქტივობა ხორციელდება არაფორმალური განათლების მიმართულებით. ეკო-კლუბის ინიციატივით 𝐆𝐀𝐒-ის მე-𝟏𝟏 კლასელები სტუმრობდნენ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“. მოსწავლეებმა გაიცნეს საოცარი ბავშვები და შეიძინეს მათ მიერ გაშენებული მცენარეები. ამ აქტივობით, 𝐆𝐀𝐒-ელებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს პასუხისმგებლობისა და თანაგრძნობის უნარი – ფასეულობები, რომლებიც ქართულ-ამერიკული სკოლის ძირითად პრინციპებს შეესაბამება. ფონდის ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, გვერდში დგომა და საზოგადოების აქტიუური ჩართულობა.
- Cern-ის ლაბირატორია
გაიცანით „ქართულ-ამერიკული სკოლის" გუნდი, რომელმაც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მოსწავლეები CERN-ის ლაბორატორიაში გაემგზავრებიან. ეს არა მხოლოდ გამარჯვებაა – ეს ინსპირაციაა მომავალი თაობებისთვის. ჩვენი სკოლა აგრძელებს STEM განათლების განვითარებას და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გააღრმავონ ცოდნა და დაეუფლონ მომავლის პროფესიებს #𝐒𝐔𝐂𝐂𝐄𝐒𝐒 #𝐆𝐀𝐒 -სკოლა, სადაც იზრდებიან წარმატებული თაობები!
- გაცვლითი პროგრამა - გერმანელი სტუმრები
გაცვლითი პროგრამა - გერმანელი მოსწავლეები სტუმრად ჩვენს სკოლებში! გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლა . Georgian-American School და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა Georgian-American HS მასპინძლობდნენ სტუმრებს გერმანიის ქალაქ შტრაუბინგის სკოლიდან. ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეები გულთბილად შეხვდნენ გერმანელ სტუმრებს. სტუმრებმა საკლასო ოთახების მიღმა მოინახულეს საქართველოს ულამაზესი ადგილები და თბილისის ქუჩები, სადაც შეძლეს ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობა. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ მათ დაუვიწყარი მოგონებები და ახალი მეგობრული კავშირები დაუტოვა. ეს ვიზიტი არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ კულტურული თვალსაზრისით უნიკალური აღმოჩნდა ჩვენი სტუმრებისთვის, რაც მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საფუძველია.“ დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ვიზიტი წარმატებულად აქცია! მოუთმენლად ველით პროგრამის გაგრძელებას, რომლის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები უკვე გეგმავენ გერმანიაში გამგზავრებას.
- 𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓 გამოცდა
2024 წლის 12 ოქტომბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა 𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓 გამოცდა მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის. გამოცდა მოიცავდა 4 მოდულს: 1. 𝐑𝐞𝐚𝐝𝐢𝐧𝐠 𝐚𝐧𝐝 𝐖𝐫𝐢𝐭𝐢𝐧𝐠 (𝐌𝐨𝐝𝐮𝐥𝐞 1) 2. 𝐑𝐞𝐚𝐝𝐢𝐧𝐠 𝐚𝐧𝐝 𝐖𝐫𝐢𝐭𝐢𝐧𝐠 (𝐌𝐨𝐝𝐮𝐥𝐞 2) 3. 𝐌𝐚𝐭𝐡 𝐒𝐞𝐜𝐭𝐢𝐨𝐧 (𝐌𝐨𝐝𝐮𝐥𝐞 1) 4. 𝐌𝐚𝐭𝐡 𝐒𝐞𝐜𝐭𝐢𝐨𝐧 (𝐌𝐨𝐝𝐮𝐥𝐞 2) 𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓 აფასებს მათემატიკის, კითხვისა და წერით უნარებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს 𝐒𝐀𝐓-ისთვის მომზადებაში. 𝐏𝐒𝐀𝐓8/9, 𝐏𝐒𝐀𝐓10 და 𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓 გამოცდები არის საერთაშორისო სტანდარტების შეფასების ინსტრუმენტები, ხოლო გამოცდის შედეგები გავლენას ახდენს დიპლომის 𝐆𝐏𝐀 ქულაზე. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა არის 𝐂𝐎𝐆𝐍𝐈𝐀-ს მიერ აკრედიტებული და საქართველოში 𝐀𝐏/𝐒𝐀𝐓/𝐏𝐒𝐀𝐓 ტესტირების ოფიციალური ცენტრი, რაც ადასტურებს მაღალ საგანმანათლებლო სტანდარტებს!
- 𝐆𝐀𝐒&𝐆𝐀𝐇𝐒-ის ტრიუმფი 𝐈𝐖𝐈𝐒𝐄 საერთაშორისო კონფერენციაზე
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა დიდ ბრიტანეთში 𝐢𝐰𝐢𝐬𝐞 (𝐖𝐨𝐫𝐥𝐝 𝐈𝐧𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐯𝐞 𝐒𝐭𝐮𝐝𝐞𝐧𝐭 𝐄𝐱𝐩𝐨)-ს საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მათემატიკის, 𝐒𝐓𝐄𝐌 და 𝐀𝐑𝐓 კატეგორიაში დაიმსახურეს. გლობალურ სცენაზე ასპარეზობისას, ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები კრეატიულობით გამოირჩეოდნენ და მედლების შთამბეჭდავი რაოდენობა მოიპოვეს: 5 ოქრო 4 ვერცხლი 4 ბრინჯაო ოქროს მედლები: მათემატიკის კატეგორია პროექტი: “𝗠𝗮𝗴𝗶𝗰 𝘄𝗮𝘆 𝘁𝗼 𝟮𝟳” მამუკა (მიკა) მესხიშვილი STEM კატეგორია პროექტი: “𝐍𝐞𝐰 𝐬𝐞𝐧𝐬𝐞 𝐨𝐟 𝐜𝐢𝐫𝐜𝐥𝐞𝐬” თათული ზილფიმიანი მარიამ აბრამიშვილი ალექსანდრე სუხიტაშვილი Talent კატეგორია სესილი გოგოლაძე ვერცხლის მედლები: STEM კატეგორია პროექტი: “𝐄𝐧𝐭𝐫𝐨𝐩𝐲 𝐡𝐚𝐫𝐯𝐞𝐬𝐭 𝐭𝐨 𝐚𝐝𝐝𝐫𝐞𝐬𝐬 𝐢𝐧𝐟𝐨𝐫𝐦𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐜𝐚𝐭𝐚𝐬𝐭𝐫𝐨𝐩𝐡𝐞” ზურაბ კილაძე ლუკა ჯალიაშვილი ვასილო გოგოლაძე Talent კატეგორია ირინკა ლანდია ბრინჯაოს მედლები: STEM კატეგორია პროექტი: “𝐏𝐚𝐫𝐞𝐧𝐭𝐚𝐥 𝐚𝐠𝐞 𝐚𝐬 𝐚 𝐝𝐞𝐭𝐞𝐫𝐦𝐢𝐧𝐚𝐧𝐭 𝐢𝐧 𝐃𝐨𝐰𝐧 𝐒𝐲𝐧𝐝𝐫𝐨𝐦𝐞 𝐜𝐚𝐬𝐞𝐬” ელენე მამულაშვილი ანანო ბადალაშვილი Art კატეგორია ნინო კაკაბაძე Talent კატეგორია ნინო კართხია 𝐆𝐀𝐒-ისა და 𝐆𝐀𝐇𝐒-ის გუნდებს ხემძღვანელობენ ლიდერები - მამუკა მესხიშვილი, ირმა მესხიშვილი, ქრისტინე ცხადაია, გვანცა გახოკიძე და ქეთევან გიორგაძე; ეს მიღწევები ასახავს ჩვენი მოსწავლეების თავდადებას და შრომისმოყვარეობას! ვულოცავთ 𝐆𝐀𝐒&𝐆𝐀𝐇𝐒-ის მოსწავლეებს ღირსეულ გამარჯვებას!













