Search this site
452 results found with an empty search
- IH MALTA - Global Final
GAS&GAHS-ის მოსწავლეები გასაოცარი სანახაობებით სავსე მალტაზე. უმშვენიერესი ანტიკური ადგილების მონახულება. ქალაქი მარსახლოკი კაიაკის აქტივობა შოპინგი სლიემაში
- ISEF REGENERON
ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო გამოფენის ფინალისტები გახდნენ! 𝟏𝟏-𝟏𝟕 მაისს მეცნიერებისა და ინჟინერიის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც 𝐆𝐀𝐒&𝐆𝐀𝐇𝐒 სკოლები უკვე მეთერთმეტეჯერ წარადგინეს პროექტები სხვადასხვა სამეცნიერო კატეგორიებიდან. 𝐑𝐞𝐠𝐞𝐧𝐞𝐫𝐨𝐧 𝐈𝐒𝐄𝐅-ი მასშტაბური სამეცნიერო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება. მასში მსოფლიოს 75 ქვეყნიდან 1800-მდე მოსწავლე მონაწილეობს, რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს შრომისმოყვარეობისა და ინოვაციური იდეებისთვის მსოფლიო აღიარება მოიპოვონ. წარმატებებს ვუსურვებთ 𝐆𝐀𝐇𝐒&𝐆𝐀𝐒 სკოლის მოსწავლეებს. წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომები, მათემატიკაში, ქიმიასა და ტექნოლოგიებში, 𝐑𝐞𝐠𝐞𝐧𝐞𝐫𝐨𝐧 𝐈𝐒𝐄𝐅 -ის 750 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და მათ ხარისხსა და ინოვაციურობაზე მეტყველებს. 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲 𝐄𝐧𝐡𝐚𝐧𝐜𝐞𝐬 𝐓𝐡𝐞 𝐀𝐫𝐭𝐬: არჩილ ბერაია; ვახტანგ გოგია; ანი გოგია. 𝐌𝐚𝐭𝐡𝐞𝐦𝐚𝐭𝐢𝐜𝐬: სანდრო ნაზღაიძე; ნიკოლოზი ყულოშვილი; გიორგი ჩომახიძე. 𝐂𝐡𝐞𝐦𝐢𝐬𝐭𝐫𝐲: იაკობ საფარაშვილი; ნიკოლოზ აბაშიძე; მარიამ ბუხაიძე. ახალგაზრდა მეცნიერთა გუნდს ხელმძღვანელობედნენ: სალომე კუბლაშვილი თამარ წერეთელი გოგა სუქნიძე.
- 𝗣𝗦𝗔𝗧 𝗦𝗖𝗛𝗢𝗢𝗟 𝗗𝗔𝗬
𝟭𝟵 აპრილს ქართულ - ამერიკულ და ქართულ - ამერიკულ უმაღლეს სკოლებში ჩატარდა 𝗖𝗼𝗹𝗹𝗲𝗴𝗲 𝗕𝗼𝗮𝗿𝗱-ის 𝗗𝗶𝗴𝗶𝘁𝗮𝗹 𝗣𝗦𝗔𝗧 𝟴/𝟵 და 𝗗𝗶𝗴𝗶𝘁𝗮𝗹 𝗣𝗦𝗔𝗧 𝟭𝟬 გამოცდები, სადაც მონაწილეობა მიიღო 𝗚𝗔𝗛𝗦 და 𝗚𝗔𝗦-ის მე-𝟵 და მე-𝟭𝟬 კლასის 𝟯𝟳𝟭-მა მოსწავლემ. გამოცდის სტრუქტურა მოიცავს 𝟰 მოდულს და განსაზღვრავს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში: 𝟭. 𝗥𝗲𝗮𝗱𝗶𝗻𝗴 𝗮𝗻𝗱 𝘄𝗿𝗶𝘁𝗶𝗻𝗴 (𝗺𝗼𝗱𝘂𝗹𝗲 𝟭) 𝟮. 𝗥𝗲𝗮𝗱𝗶𝗻𝗴 𝗮𝗻𝗱 𝘄𝗿𝗶𝘁𝗶𝗻𝗴 (𝗺𝗼𝗱𝘂𝗹𝗲 𝟮) 𝟯. 𝗧𝗵𝗲 𝗠𝗮𝘁𝗵 𝗦𝗲𝗰𝘁𝗶𝗼𝗻 (𝗠𝗼𝗱𝘂𝗹𝗲 𝟭) 𝟰. 𝗧𝗵𝗲 𝗠𝗮𝘁𝗵 𝗦𝗲𝗰𝘁𝗶𝗼𝗻 (𝗠𝗼𝗱𝘂𝗹𝗲 𝟮) აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 𝗣𝗦𝗔𝗧𝟴/𝟵, 𝗣𝗦𝗔𝗧𝟭𝟬, 𝗣𝗦𝗔𝗧/𝗡𝗠𝗦𝗤𝗧 და 𝗦𝗔𝗧 გამოცდებში მონაწილეობა წარმოადგენს გარე შეფასების ინსტრუმენტს სწავლა-სწავლების საერთაშორისო მოთხოვნებთან მიმართებაში. გამოცდაში მიღებული შეფასება მნიშვნელოვანია ამერიკული პროგრამის ტრანსკრიპტში მაღალი 𝗚𝗣𝗔-ის მოსაპოვებლად, რაც სამომავლოდ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს წარმატებით მიაღწიონ დასახულ მიზანს საერთაშორისო ასპარეზზე.
- 𝗜-𝗙𝗘𝗦𝗧 𝟮𝟬𝟮𝟰
ფურორი ტუნისში 1 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი ტუნისში, I-fest 2024 ის კონფერენციაზე! 𝟮𝟮 მარტს ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ - ამერიკული სკოლების მოსწავლეები, 𝗜-𝗙𝗘𝗦𝗧 𝟮𝟬𝟮𝟰 - საერთაშორისო კონფერენციაზე გაემზგავრა; ჩვენი სკოლების 𝟭𝟰 მოსწავლემ, 𝟰𝟬-მდე ქვეყნის, 𝟱𝟬𝟬 კონკურსანტთან ერთად, იასპარეზეს და ინგლისურ ენაზე დაიცვეს ნაშრომები ჟიურის წინაშე . ნაკრების შემადგენლობა სექციების მიხედვით: 𝗠𝗮𝘁𝗵 𝟭: ნიკოლოზ დავითაძე, ნიკოლოზ მინდიაშვილი, ლუკა მინდიაშვილი 𝗠𝗮𝘁𝗵 𝟮: გიგა როსტომაშვილი, ნინო ფერაძე 𝗕𝗶𝗼𝗹𝗼𝗴𝘆: ლაშა გოგოძე, გიორგი შარიქაძე 𝗣𝗵𝘆𝘀𝗶𝗰𝘀 𝟭: სესილი ტყემალაძე, ალი ახვერდიევი, სანდრო ჭუმბურიძე 𝗣𝗵𝘆𝘀𝗶𝗰𝘀 𝟮: ვასილ გოგოლაძე, ანფისა კოლესოვა 𝗣𝗵𝘆𝘀𝗶𝗰𝘀 𝟯: ანფისა ბეზგინა, იულიანა ზაინეტდინოვა ჩვენმა გუნდმა მიიღო დაუვიწყარი გამოცდილება.კონფერენციის ფორმალური ნაწილის დასრულების შემდგომ იმოგზაურა საჰარას სავანაში.
- ნიუ-იორკი, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია NHSMUN
𝐆𝐀𝐒& 𝐆𝐀𝐇𝐒 -ი გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე ნიუ-იორკში ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების წარმომადგენლები ნიუ-იორკში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები ერთვებოდნენ ცოცხალ დიპლომატიურ პროცესში, მონაწილეობდნენ დებატებსა და მოლაპარაკებებში, რეზოლუციების შემუშავებასა და წარდგენაში. გაიმართა შეხვდრები გაეროს დიპლომატებთან, პოლიტიკურ და ბიზნეს წრეების ლიდრებთან. კონფერეცია, ასევე, მოიცავდა: გახსნის და დახურვის ოფიციალურ ღონისძიებებს, მათ შორის გაეროს შტაბ-ბინაში; საკომიტეტო მოსმენებს, დებატებს, მოლაპარაკებებს და რეზოლუციების შემუშავების პროცესს;დისკუსიებს მთავარ საერთაშორისო გამოწვევებზე; წვეულებას და ნეთვორქინგს თანატოლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის პარალელურად, სპეციალურად ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებისთვის, პროგრამა ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობების ტურსაც ითვალისწინებდა.
- ფოტოგრაფ ვახტანგ ეგიაზაროვი მასტერკლასი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში GAS-TV-ის კლუბის წევრებს მასტერკლასი ჩაუტარდათ - ფოტოკამერის მართვის და ვიდეო გადაღების პრინციპების შესახებ. კურსის შემდეგ კლუბის წევრებმა ფოტოგრაფ ვახტანგ ეგიაზაროვის დახმარებით ვიდეო კლიპი გადაიღეს.
- ProActive Group Georgia
ProActive Group Georgia-ს ინიციატივით და ქართულ-ამერიკული სკოლის მხარდაჭერით, ჩატარდა ორ დღიანი პროექტი: ევროკავშირის მოდელირება, რომელსაც ლუკა კოკაია უძღვებოდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების წარმომადგენელმა მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირის ახალგაზრდულ პროექტებზე და შესაძლებლობებზე. პროექტის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
- შთამბეჭდავი არდადეგები ბერლინში
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა ზამთრის არდადეგები ბერლინში გაატარეს. ბავშვებმა გაიარეს გერმანული ენის კურსები ბერლინის Kindersprachclub -ში და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. სწავლასთან ერთად დაგეგმილი იყო კულტურული ღონისძიებები. მოსწავლეებმა მოინახულეს შემდეგი ღირსშესანიშნაობები ბერლინის კედელი ბრანდერბურგის კარიბჭე მსოფლიო საათი ბერლინის ზოოპარკი ალექსანდერპლატცი პანორამა პუნქტი რაიხსტაგი ბერლინის ტაძარი ტექნიკური მუზეუმი საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი სამურაის მუზეუმი მადამ ტუსოს მუზეუმი.
- IJSO – 2023, Thailand!
ბრინჯაოს მედალი ჩვენია! IJSO – ახლაგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა. ეს მსოფილოს ერთ–ერთი ყველაზე რთული ოლიმპიადაა, ის 3 საბუნებისმეტყველო საგანში: ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში იმართება. ოლიმპიადა 10 დღის განმავლობაში გრძელდება და სამ ტურად ტარდება. მოსწავლეები ერთმანეთს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტულ დავალებებში ეჯიბრებიან. გუნდის ლიდერები მონაწილეობენ ოლიმპიადის დავალებების არჩევაში და მათ თარგმნაში, თუმცა ყველა მონაწილე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობდა 54 ქვეყანა. მით უფრო სასიხარულოა ჩვენი ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლა – ქართველებმა ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ!საქართველოს ნაკრები მთლიანად ქართულ–ამერიკული და ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის X და XI კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტდა (მონაწილეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 16 წელს). მის შემადგენლობაში შედიოდნენ: რაულ ხუჭუა ნიკოლოზ აბაშიძე გიორგი ფანჯიკიძე იაკობ საფარაშვილი ანა ჩხორთოლია ნიკოლოზ ყულოშვილი 3-4 დეკემბერი ყველაზე საინტერესო და ღირშესანიშნავი დღეები აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვისა და გუნდის ლიდერებისთვის; მონაწილეები 54 ქვეყნიდან, რატანაკოსინის კუნძულს ეწვივნენ, კუნძულს, სადაც განთავსებულია ცნობილი ღირსშესანიშნაობები: ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ეს ქვეყანა მართლაც განსაკუთრებულად ეგზოტიკური და საინტერესო აღმოჩნდა მნახველთათვის; 𝐓𝐡𝐞 𝐆𝐫𝐚𝐧𝐝 𝐏𝐚𝐥𝐚𝐜𝐞 - დიდი სასახლე, ტაილანდური სამეფო ოჯახისა და კულტურული მემკვიდრეობის კაშკაშა და საკულტო სიმბოლო, ტაილანდური არქიტექტურის შედევრი; ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ნაგებობა სასახლის ტერიტორიაზე არის Wat Phra Kaew, სადაც განთავსებულია ზურმუხტისფერი ბუდა, წმინდა და უაღრესად პატივსაცემი გამოსახულება მათთვის. დიდი სასახლე ტაილანდის მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დიდებული სიმბოლოა, რომელიც აჩვენებს ქვეყნის არქიტექტურულ ნიჭს და მხატვრულ ტრადიციებს. 𝐌𝐮𝐚𝐧𝐠 𝐁𝐨𝐫𝐚𝐧 𝐌𝐮𝐬𝐞𝐮𝐦 - მსოფლიოს უდიდესი გარე მუზეუმი, რომელიც მოიცავს ვრცელ ტერიტორიას და შეიცავს მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ადგილების ასლებს მთელი ტაილანდიდან. პარკი ტაილანდის გეოგრაფიულ ფორმას წარმოადგენს. გამწვანებულ სივრცეში განლაგებული ხელოვნური ტბები და მდინარეები, უნიკალურს და განსაცვიფრებელს ხდის ყველასთვის. აქ არის ცნობილი ზურმუხტისფერი ბუდას ტაძარიც; 𝐖𝐚𝐭 𝐏𝐡𝐨 - ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ტაძარი - ცნობილი შთამბეჭდავი არქიტექტურის, ისტორიული მნიშვნელობისა და მწოლიარე ბუდას გამო. ტაძარი ყველაზე ცნობილი თავისი უზარმაზარი მოოქროვილი ბუდას ქანდაკებითაა, რომლის სიგრძე 46 მეტრია და სიმაღლე 15 მეტრი. ქანდაკება წარმოადგენს ბუდას შესვლას ნირვანაში და მას დიდ პატივს სცემენ ბუდისტები და ტურისტები. გარდა რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობისა, 𝐖𝐚𝐭 𝐏𝐡𝐨 -ს აქვს ბოტანიკური ბაღი მრავალფეროვანი მცენარეები უნიკალურია და გამოიყენება ტრადიციულ ტაილანდურ მედიცინაში. 𝐖𝐚𝐭 𝐏𝐡𝐨 ცნობილია არა მხოლოდ როგორც რელიგიური ადგილი, არამედ კულტურული და საგანმანათლებლო მნიშვნელობის კერად. ექსკურსია საერთაშორისო ახალგაზრდული სამეცნიერო ოლიმპიადის 𝐈𝐉𝐒𝐎 𝟐𝟎𝟐𝟑 ღონისძიების ნაწილი იყო, რომელიც ტაილანდში 𝟐𝟎𝟐𝟑 წლის 1-11 დეკემბრამდე გრძელდობოდა მომდევნო ოლიმპიადა რუმინეთში გაიმართება, საიდანაც მოწვევა ჩვენმა გუნდმა უკვე მიიღო.
- IWISE Olympiad 2023
ოქრო ვერცხლი 3 ბრინჯაო საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დიდ ბრიტანეთში, IWISE (World Innovative Student Expo)-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრა. 2023 წლის 14 - 21 აგვისტოს ინგლისში, The University of Surrey ის ბაზაზე მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. უნივერსიტეტი დაარსებულია 19-ე საუკუნეში და მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების კატეგორიაში შედის. საქართველოს გუნდის სახელით GAS & GAHS სკოლების ექვსი მოსწავლე ხუთი თემით წარსდგა მათემატიკის, ფიზიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნების სექციაში. მათემატიკის სექცია - მამუკა ( მიკა ) მესხიშვილი; მათემატიკის სექცია - მიხეილ ქიტიაშვილი; ნიკოლოზ დავითაძე ფიზიკა - ნიკოლოზ კოკაია საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ნათია ბიჩელაშვილი ხელოვნება ( არქიტექტურა ) - ნუცა ჩუბინიძე მათემატიკის სექციას ხელმძღვანელობდა ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - მამუკა მესხიშვილი. IWISE -კონფერენციაზე 20 ქვეყნის 350 გამარჯვებულმა ფინალისტმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენი სკოლების მოსწავლეებმა პროექტები ინგლისურ ენაზე წარადგინეს; კონფერენციის არაფორმარული ნაწილი დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, ღირშესანიშნაობების მონახულებითა და ექსკურსიებით; მოსწავლეები ეწვივნენ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები; GAS-ისა და GAHS-ის გუნდებს ხემძღვანელობენ ლიდერები - მამუკა მესხიშვიილი, ირმა მესხიშვილი და გვანცა გახოკიძე.
- I-fest 2023
𝐈-𝐅𝐄𝐒𝐓² 𝐓𝐮𝐧𝐢𝐬𝐢𝐚 არის ოქრო !!! Judging day & Cultures Night ჩვენი სკოლების GAS და GAHS მოსწავლეები მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციაში #IFEST² ტუნისში. მოსწავლეები ოთხ პროექტს წარადგენენ: 𝗖𝗼𝗺𝗽𝘂𝘁𝗲𝗿 𝗘𝗻𝗴𝗶𝗻𝗲𝗲𝗿𝗶𝗻𝗴 𝟭: გიორგი ბარბაქაძე, ლუკა ქობულაძე, მატვეი ადიშევი 𝗖𝗼𝗺𝗽𝘂𝘁𝗲𝗿 𝗘𝗻𝗴𝗶𝗻𝗲𝗲𝗿𝗶𝗻𝗴 𝟮 : ლუკა აფაქიძე , გიორგი ბეგიშვილი, ნიკოლოზ ჯელია 𝗣𝗵𝘆𝘀𝗶𝗰𝘀 𝟭: არჩილ ბერაია, თორნიკე გაბელია , ნიკოლოზ ყულოშვილი 𝗣𝗵𝘆𝘀𝗶𝗰𝘀 𝟮: საბა ბუჩუკური, გიორგი ცხაკაია, გიორგი იაკობაშვილი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!













