Search this site
452 results found with an empty search
- Georgian-American School announces the registration of first graders for the 2022-2023 academic yea
Georgian-American School announces the registration of first graders for the 2022-2023 academic year. To fill out the registration form, follow the link: shorturl.at/bfzJV Primary school information: ● Georgian-American School is a place where students receive the best quality education in a safe and friendly environment equipped with American standards. ● Georgian-American School is the provider of TOEFL and SAT exams in Georgia; ● The school is a member of the Organizing Committee of the International Olympiads - IJSO, conferences - INTEL ISEF, exhibitions - MILSET and partner of IMUNA (United Nations International Conference on Modeling). ● The tuition fee for a Georgian-American primary school, grades I-VI is: 8800 GEL ● 10% discount- In case of 2 students from the family; ● 10% discount when paying the tuition fee in advance; ● There are 15-16 students in the class; The fee includes: ● Learning process from 9:00 to 16:20; ● Intensive foreign language teaching (English 8-10 hours per week, Russian language 4-5 hours; Third foreign language from 6th grade - German or French (optional) - 2-3 hours; ● Authentic lessons from an American teacher; ● The school integrates Georgian and American programs, which allows our graduates to take both - Georgian and American certificates. ● The following subjects are taught under the American program: Common Core Math; English Language Arts; Science; Social Studies; American history; Geography; PSAT 8/9; PSAT 10; PSAT / NMSQT; SAT; ● Sports and creative clubs; ● School science clubs and robotics; ● Tennis lessons on Mziuri courts; The school provides: ● Two meals a day; ● School uniform (one set); ● The school is served by: Security Service, Pediatrician, and Psychologist. ● If desired, the school is served by transport (not included in the fee) email: info@gas.edu.ge; Tel: 0322221616; 598 533 077; 577 737344.
- საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დიდ ბრიტანეთში
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დიდ ბრიტანეთში, IWISE (World Innovative Student Expo)-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრა. 2023 წლის 14 - 21 აგვისტოს ინგლისში, The University of Surrey ის ბაზაზე მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. უნივერსიტეტი დაარსებულია 19-ე საუკუნეში და მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების კატეგორიაში შედის. საქართველოს გუნდის სახელით GAS & GAHS სკოლების ექვსი მოსწავლე ხუთი თემით წარსდგა მათემატიკის, ფიზიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნების სექციაში. მათემატიკის სექცია - მამუკა ( მიკა ) მესხიშვილი; მათემატიკის სექცია - მიხეილ ქიტიაშვილი; ნიკოლოზ დავითაძე ფიზიკა - ნიკოლოზ კოკაია საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ნათია ბიჩელაშვილი ხელოვნება ( არქიტექტურა ) - ნუცა ჩუბინიძე მათემატიკის სექციას ხელმძღვანელობდა ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - მამუკა მესხიშვილი. IWISE -კონფერენციაზე 20 ქვეყნის 350 გამარჯვებულმა ფინალისტმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენი სკოლების მოსწავლეებმა პროექტები ინგლისურ ენაზე წარადგინეს; კონფერენციის არაფორმარული ნაწილი დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, ღირშესანიშნაობების მონახულებითა და ექსკურსიებით; მოსწავლეები ეწვივნენ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები; GAS-ისა და GAHS-ის გუნდებს ხემძღვანელობენ ლიდერები - მამუკა მესხიშვიილი, ირმა მესხიშვილი და გვანცა გახოკიძე.
- Winter Wonderland of Innovation “Tech Camp for Teens””
Winter Wonderland of Innovation “Tech Camp for Teens”” 9-14 იანვარს ქართულ-ამერიკულ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ზამთრის ბანაკში Winter Wonderland of Innovation “Tech Camp for Teens”” არაფორმარული განათლების მიმართულებით. ზამთრის ბანაკის მიზნებია: • კიბერ უსაფრთხოებისა და ციფრული სამყაროს შესახებ ცნობიერების ამაღლება. • გუნდური აზროვნების ჩამოყალიბება • პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება For ENG scroll own On January 9-14 Georgian-American school students participated in the winter camp - Winter wonderland of Innovation “ Tech Camp for Teens” in the direction of non- formal education. The goals of the winter camp are: • Raising awareness about cyber security and the digital world. • Formation of team thinking • Development of personal and social skills
- ✨✨ კულტურული ტური ტაილანდში - 𝐈𝐉𝐒𝐎 𝟐𝟎𝟐𝟑 ✨✨
3-4 დეკემბერი ყველაზე საინტერესო და ღირშესანიშნავი დღეები აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეეისთვისა და გუნდის ლიდერებისთვის; მონაწილეები 55 ქვეყნიდან, რატანაკოსინის კუნძულს ეწვივნენ, კუნძულს, სადაც განთავსებულია ცნობილი ღირსშესანიშნაობები: ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ეს ქვეყანა მართლაც განსაკუთრებულად ეგზოტიკური და საინტერესო აღმოჩნდა მნახველთათვის; 𝐓𝐡𝐞 𝐆𝐫𝐚𝐧𝐝 𝐏𝐚𝐥𝐚𝐜𝐞 - დიდი სასახლე, ტაილანდური სამეფო ოჯახისა და კულტურული მემკვიდრეობის კაშკაშა და საკულტო სიმბოლო, ტაილანდური არქიტექტურის შედევრი; ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ნაგებობა სასახლის ტერიტორიაზე არის Wat Phra Kaew, სადაც განთავსებულია ზურმუხტისფერი ბუდა, წმინდა და უაღრესად პატივსაცემი გამოსახულება მათთვის. დიდი სასახლე ტაილანდის მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დიდებული სიმბოლოა, რომელიც აჩვენებს ქვეყნის არქიტექტურულ ნიჭს და მხატვრულ ტრადიციებს. 𝐌𝐮𝐚𝐧𝐠 𝐁𝐨𝐫𝐚𝐧 𝐌𝐮𝐬𝐞𝐮𝐦 - მსოფლიოს უდიდესი გარე მუზეუმი, რომელიც მოიცავს ვრცელ ტერიტორიას და შეიცავს მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ადგილების ასლებს მთელი ტაილანდიდან. პარკი ტაილანდის გეოგრაფიულ ფორმას წარმოადგენს. გამწვანებულ სივრცეში განლაგებული ხელოვნური ტბები და მდინარეები, უნიკალურს და განსაცვიფრებელს ხდის ყველასთვის. აქ არის ცნობილი ზურმუხტისფერი ბუდას ტაძარიც; 𝐖𝐚𝐭 𝐏𝐡𝐨 - ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ტაძარი - ცნობილი შთამბეჭდავი არქიტექტურის, ისტორიული მნიშვნელობისა და მწოლიარე ბუდას გამო. ტაძარი ყველაზე ცნობილი თავისი უზარმაზარი მოოქროვილი ბუდას ქანდაკებითაა, რომლის სიგრძე 46 მეტრია და სიმაღლე 15 მეტრი. ქანდაკება წარმოადგენს ბუდას შესვლას ნირვანაში და მას დიდ პატივს სცემენ ბუდისტები და ტურისტები. გარდა რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობისა, 𝐖𝐚𝐭 𝐏𝐡𝐨 -ს აქვს ბოტანიკური ბაღი მრავალფეროვანი მცენარეები უნიკალურია და გამოიყენება ტრადიციულ ტაილანდურ მედიცინაში. 𝐖𝐚𝐭 𝐏𝐡𝐨 ცნობილია არა მხოლოდ როგორც რელიგიური ადგილი, არამედ კულტურული და საგანმანათლებლო მნიშვნელობის კერად. ექსკურსია საერთაშორისო ახალგაზრდული სამეცნიერო ოლიმპიადის 𝐈𝐉𝐒𝐎 𝟐𝟎𝟐𝟑 ღონისძიების ნაწილი იყო, რომელიც ტაილანდში 𝟐𝟎𝟐𝟑 წლის 1-11 დეკემბრამდე გრძელდება; წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს გამორჩეულ ნაკრებს და მათ ლიდერებს
- შემეცნებით-გასართობი ტური პარიზში
წარმატებული სასწავლო წლის დასასრულს ისე არაფერი უხდება, როგორც ექსკურსია პარიზში. ჩვენი სკოლის მოსწავლეები საფრანგეთში გაემგზავრნენ და შემეცნებითი და გასართობი პროგრამით პარიზის ღირშესანიშნაობები მოინახულეს . ქრისტინე და მარი მასწავლებელთან ერთად მოგზაურობა კიდევ უფრო სახალისო აღმოჩნდა, რადგან მათ ბევრი უცნობი ისტორია გაუმხილეს მოსწავლეებს. პარიზი მოსწავლეების ფავორიტ ქალაქად იქცა
- შეხვედრა ჩემპიონთან...
ქართულ-ამერიკული სკოლის IV კლასემა ჭადრაკის შიდასასკოლო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული მოსწავლეები ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ - ნანა ალექსანდრიას შეხვდნენ. ერთდროული თამაშის სეანსის შემდეგ, გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, სეანსის ყველა მონაწილეს კი მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი გადაეცა.
- კვებითი ჯაჭვი ინგლისური ენის გაკვეთილზე და გაციფრულება ინფოგრაფიკის სახით
მეხუთე კლასელებს ინგლისური ენისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს კვებითი ჯაჭვის თემა და ინფოგრაფიკების შექმნა. შესწავლილი მასალა ტექნოლოგიების გაკვეთილზე გააციფრულეს ინფოგრაფიკისა და პრეზენტაციის სახით და წარმოადგინეს.
- 💫 ქართულ ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს თბილისის ველო მერი, მარ მიხელიძე ესტუმრა. იგი მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოებაზე და ეკოლოგიური ტრანსპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ქართულ ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს თბილისის ველო მერი, მარ მიხელიძე ესტუმრა. იგი მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოებაზე და ეკოლოგიური ტრანსპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ მე-7 კლასის მოსწავლეებმა გასულ თვეს საგან მოქალაქეობის ფარგლებში მოამზადეს პრეზენტაციები სათემო პრობლემების შესახებ. საკუთარ ნამუშევრებში მოსწავლეთა დიდი ნაწილი საგზაო უსაფრთხოებას შეეხო, სწორედ მათ ინტერესზე საპასუხოდ დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრა ველოაქტივისტ მარ მიხელიძესთან. შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში მე-10.1 კლასმა დააორგანიზა.
- 🔹ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვივნენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის სამედიცინო კლუბის წევრები ნინო ჯალაღონია და სოფიო ჯღარკავა.
სტუმრებმა მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების წესები გააცნეს. შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. მოსწავლეებმა მულაჟის დახმარებით ივარჯიშეს გულ-ფილტვის რეანიმაციაზე, ასევე ისწავლეს მასიური სისხლდენის შეჩერების გზები. შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში მე-10 კლასმა დააორგანიზა. აღსანიშნავია, რომ პოექტის ფარგლებში ორგანიზაცია აისის წარმომადგენლები სკოლას “მოხალისის” სტატუსით სტუმრობდნენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.
- "გენდერული თანასწორობა"
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე: "გენდერული თანასწორობა". მოსწავლეებმა განიხილეს გენდერთან დაკავშირებული ტერმინები, იმსჯელეს სტერეოტიპებზე, სავალდებულო გენდერულ კვოტირებაზე. შესრულდა სხვადასხვა აქტივობა. ღონისძიებას უძღვებოდა მოწვეული ტრენერი - ნინო ოტიაშვილი.
- 💫მე-7კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს სტუმრობდნენ.
მე-7კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს სტუმრობდნენ. ბავშვებმა სასახლის მუზეუმი დაათვალიერეს, "წიგნის ისტორიის" პროგრამას დაესწრნენ. წიგნის სანიშნეები დაამზადეს და ძველი ქართული ორნამენტებით მოხატეს.













