top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • ✨გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

    ამ ღირსშესანიშანავი დღისთვის, სპეციალურად, მეოთხეკლასელებმა წმინდა გიორგის ურჩხულთან შერკინების ამბავი მოისმინეს და მოწამის ცხოვრების ამსახველი ანიმაციური ფილმები ნახეს. 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანობისთვის მოწამე წმინდანს, ქართული ეკლესია პატივს მიაგებს ასევე 6 მაისს. ლეგენდის მიხედვით, წმიდა გიორგის სიკვდილის შემდეგ, სალოცავები აიგო ყველა იმ ადგილას, სადაც მისი სხეულის ნაწილები მოხვდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წმინდა გიორგი სახელობის 365 ასეთი ტაძარია, რაც წელიწადის დღეების რაოდენობასაც ემთხვევა. ახოვანმა და უშიშარმა მეომარმა იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მალევე მიიპყრო. მონარქმა ის პირად მცველად დანიშნა და მხედართმთავრის მაღალი წოდება უბოძა. თუმცა, კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა მმართველობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა გიორგი, ქრისტეს განსდგომოდა და მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, რაზედაც მოწამემ უარი უთხრა; რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგის სასტიკად აწამებდნენ. თუმცა სასაწაულებრივი ძალით მისი ყველა იარა მთელდებოდა. საბოლოოდ იმპერატორმა მისთვისთავის მოკვეთა გადაწყვიტა. დასჯის წინ წმიდა გიორგიმ შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი, სასწაულების მომხდენი და ზეციური მხედარი. იგი 303 წლის 23 აპრილს აღესრულა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეული გველეშაპის განგმირვაა, რის გამოც ის ქრისტიანულ სამყაროში სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.

  • ვიზიტი აეროპორტში

    მე-9.3 კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ აეროპორტში. მოსწავლეები გაეცნენ აეროპორტის საბაჟოს სამსახურს, დაათვალიერეს, თუ როგორ მუშაობს სკანერი, რენტგენის აპარატი, საპასპორტო კონტროლი. გაიცნეს ძაღლი-პოლიციელი, რომელიც ეხმარება აეროპორტის თანამშრომლებს არასასურველი ნივთების მოძიებაში. ვიზიტი იყო ძალიან ნაყოფიერი, ინფორმაციული და საინტერესო. პროექტი განხორციელდა მშობლების ჩართულობით.

  • ’’კვანტური თამაში’’

    17 ნოემბერს ქართულ-ამერიკული სკოლის ფიზიკის პედაგოგი გოგა სუქნიძე თავის მოსწავლეებთან არჩილ ბერაიასა და ვატო გოგიასთან ერთად ესტუმრნენ საერო სკოლა ’’ლომისი 1’’ საჯარო ლექციის, ’’კვანტური თამაში’’-ს ჩასატარებლად. ლექციის დასაწყისში მომხსენებლებმა განიხილეს კვანტური მექანიკის ისეთი საინტერესო საკითხები, როგორიცაა დუალიზმი, გაზომვის პრობლემა, კვანტური სუპერპოზიცია და გადახლართულობა. ლექციის შემდეგი ნაწილი დაეთმო პროგრამებისა და კოდის განხილვას, რომელთა მეშვეობითაც იქმნება თამაში. დასასრულს კი, დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს თამაშის გეიმპლეი და აუხსნეს, თუ როგორი მეთოდებით ცდილობენ ზემოთ ნახსენები კვანტური მექანიკის იდეების თამაშის ნაწილად ქცევას და კონკრეტული დავალბების შესასრულებლად მათ გამოყენებას. ქართულ-ამერიკულ სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდებიან თეორიული ფიზიკის ისეთ თანამედროვე და სერიოზულ საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციული თეორია, კვანტური მექანიკა, ქაოსის თოერია და გრავიტაციის თერმოდინამიკური თოერია, მოსწავლეების ჩართულობა კი, საშუალებას გვაძლევს ამ თემებიდან გამოვყოთ ისეთი ასპექტები, რომლებიც მათთვის გასაგები იქნება და შეძლებენ მათ პრაქტიკულად გამოყენებას. ლექციის ჩატარება და შესაბამისად გამოცდილების გაზიარება სხვა სკოლებისთვის, გარდა იმისა, რომ ემსახურება მეცნიერების პოპულარიზაციას, ასევე საშუალებას გვაძლევს მათი უკუკავშირის შედეგად მივიღოთ რჩევები და იდეები, თუ როგორ და რა კუთხითაა შესაძლებელი კონკრეტული პროექტის დამუშავება და გაუმჯობესება.

  • შეხვედრა პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლებთან

    შეხვედრა პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლებთან 15-17 ნოემბერს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა მშობლების შეხვედრა სკოლის ფსიქოლოგებთა, თემაზე: „პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაცია“. შეხვედრა მიზნად ისახავდა მშობლების ცნობიერების ამაღლებას, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო 6 წლის ბავშის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის სახეები, წარუმატებელი ადაპტაციის ნიშნები და მათი გამომწვევი მიზეზები. შეხვედრა დატვირთული იყოს ხავდასხვა აქტივობით და ატარებდა ინტერაქციულ ხასიათს. მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და გამოავლინეს საკითხის მიმართ ინტერესის მაღალი დონე. მშობლებმა მიიღეს პტრაქტიკული რეკომენდაციები, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდნენ ქართულ-ამერიკული სკოლის ფსიქოლოგები: ნინო ფირცხალაიშვილი და ანი ასათიანი მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება

  • 🫶 𝟏𝟕 ნოემბერი - გალაკტიონის დაბადების დღეა 🫶

    𝟏𝟕 ნოემბერი - გალაკტიონის დაბადების დღეა გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებით მესალმე კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ბიბლიოთეკაში პოეზიის დღე მოეწყო. ბიბლიოთეკარმა, თამარ ჭელიძემ პატარებს გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. გაიხსენა საინტერესო ფაქტები დიდი მგოსნის ცხოვრებიდან, მოსწავლეებმა დიდი გალაკტიონის ლექსების ჩანაწერებიც მოისმინეს; შეხევდრას ხელოვნების პედაგოგი, ნინო გაჩავა ესწრებოდა, რომელმაც ასევე საინტერესო დეტალებზე გაამახვილა მოსწავლეების ყურადღება . ბავშვები სულგანაბულები უსმენდნენ პედაგოგს; შეხვედრის ბოლოს, კი მოსწავლეებმა გია ყანჩელის მუსისიკის ფონზე, გალაკტიონის უსაყვარლესი ლექსები წაიკითხეს მხატვრულად;

  • 🥰 შევაჯამეთ განვლილი მასალა, რაშიც მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

    შევაჯამეთ განვლილი მასალა, რაშიც მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. გაკვეთილმა მრავალფეროვანი სახალისო აქტივობებით ჩაიარა. ჯგუფებად დაყოფილი მონაწილეები მნიშვნელოვან კითხვებს პასუხობდნენ და მაღალ ქულებსაც იმსახურებდნენ. აღმოჩნდა რომ მოსწავლეებს ძალიან უყვართ ჩვენი საქართველოს გაკვეთილი. ყოველივე ეს მათ აქტიურ მონაწილეობაში გამოიხატა. ჩვენი საქართველოს პედაგოგი: ნინო კორშია.

  • 🎩ლიტერატურულ კაფედ ქცეულ ბიბლიოთეკაში, "პატარა ჟურნალისტები" გაზეთში გამოსაქვეყნებელ სტატიებს კითხულობენ📚

    ლიტერატურულ კაფედ ქცეულ ბიბლიოთეკაში, "პატარა ჟურნალისტები" გაზეთში გამოსაქვეყნებელ სტატიებს კითხულობენ საინტერესო კითხვა-პასუხებს, რეპოტაჟებსა თუ გაზეთის შექმნის პროცეს შესაფერისად---ცხელი შოკოლადი, მაშმელო, მაფინები და ამაღლებული განწყობა მივაყოლეთ Პროექტის ავტორი;მარიამ გაზდელიანი

  • გილოცავთ ასტრიდ ❤

    დღეს სკოლაში საოცარი ფუსფუსი იყო, ვის არ შეხვდებოდით სკოლის დერეფნებში: ლენებერგელ ემილის, პეპის, ანიკას, მაწანწალა რასმუსს - ეს დაუვიწყარი გმირები ასტრიდ ლინდგრენმა შექმნა, ასტრიდმა რომელმაც არაერთ ბავშვს გაულამაზ-გაუმრავალფეროვნა ცხოვრება; დღეს შვედი ქალბატონი 116 წლის გახდებოდა. მეხუთე კლასელებმა პატარებისთვის იზრუნეს და ასტრიდის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე პრეზენტაცია მოუმზადეს. პატარებმა ყურადღებით უსმინეს უფროს მეგობრებს და ტაშით დააჯილდოვეს; მეორე კლასელებმა სიყვარულით სავსე წერილები მიწერეს საყვარელ მწერალს და ხმამაღლა წაგვიკითხეს; მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო, სკოლის ადმინისტრაციამ იზრუნა და პატარებისთვის პეპის საყვარელი მაჭკატებით უხვად გაუმასპინძლდნენ; დღე საინატერესო ანიმაციების ყურებითა და მხიარული ცეკვებით დასრულდა; 14 ნოემბერი - ბავშვების უსაყვარლესი მწერლის ასტრიდ ლინგრენის დაბადების დღეა

  • ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გოეთეს ინსტიტუტს სტუმრობდნენ.

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გოეთეს ინსტიტუტს სტუმრობდნენ. მათ მიიღეს მონაწილეობა გოეთეს ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ "ვორკშოპში". გულთბილ გარემოში ბავშვები სიამოვნებით ჩაერთვნენ საინტერესო და სახალისო აქტივობებში. წარმატებული მონაწილეობისათვის სიმბოლური საჩუქრებიც დაიმსახურეს. გერმანული ენის პედაგოგი: ნ. რთველიაშვლი

  • წარმატება ჩეხეთში

    16 დეკემბერს ჩეხეთში გამართულ შემოქმედებით ფესტივალზე ქართულ - ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს! გამარჯვებულები გამოვლინდნენ ვოკალსა და ფერწერაში -სხვადასხა ნომინაციაში ასაკობრივი კატეგორიები13-16 წელი: ანა სულამანიძე - ვოკალი , გრან პრი ირაკლი კუპატაძე- ვოკალი, პირველი ადგილი თუთი ქელეხსაშვილი -ხატვა, პირველი ადგილი თეკლა ბერუკაშვილი - ხატვა, პირველი ადგილი კესარია წურწუმია- ხატვა პირველი ადგილი. ლიზი წერეთელი- ვოკალი მეორე ადგილი , , ხატვა -პირველი ადგილი 9-12 წელი: ელენე ლოლაძე - ვოკალი- მეორე ადგილი ,  ხატვა -პირველი ადგილი ლუკა რამიშვილი - ვოკალი , მეორე ადგილი. ქეთი მარგველაშვილი - ვოკალი -მეორე ადგილი ანა გიორგაძე- ხატვა, პირველი ადგილი თეკლე ბერიშვილი-ხატვა პირველი ადგილი ნატალია ასლანიშვილი -ვოკალი ლაურეატი ნინი ბაღაშვილი-ვოკალი ლაურეატი ,,შობის ვარსკვლავი“ პრაღაში ქართული კულტურის დღეებს დაემთხვევა. 28 დეკემბერს ბილტმორ თბილისში გაიმართება საპატიო დაჯილდოება. წარმდგენი ( ერნა წიფურია აკადემია "გვირილა" ნინა ჩიხლაძე ასოციაცია "საქართველოს ქალბატონები", რომელზეც იქნება ქალბატონი ირმა მესხიშვილის დაჯილდოების საპატიო ცერემონიალი. საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოდან წარმდგენი აკადემია "გვირილა" პრეზიდენტი ერნა წიფურია; პროექტი: "ხიდი" შეხვედრა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან და საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან ჩეხეთში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ. წარმდგენი - ნინა ჩიხლაძე, ასოციაცია "საქართველოს ქალბატონები" _"Ladies of Georgia"; ქართულ - ამერიკული სკოლის დამფუძნებელი ქალბატონი ირმა მესხიშვილი წარდგა ონლაინ ჩეხეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის წინაშე; ქალბატონ ირმას საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთში - ქალბატონმა თეა მაისურაძემ დიდი პატივისცემით გადასცა მადლობის სიგელი. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კონსული და საქართველოს კულტურის ატაშე, ჩეხეთში. პროექტში, აგრეთვე,მონაწილეობდნენ ქართულ - ამერიკული სკოლის პედაგოგები ქალბატონი ია ხურცილავა და ნინო გორხელაშვილი; საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, მათ გადასცა საპატიო სერტიფიკატები; საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წინაშე წარდგა ირმა მესხიშვილის აღზრდილი, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა ქართულ - ამერიკული სკოლა დღეს, კი არის ESN(Erasmus Student Network) ბორდის წევრი; წითელი ჯვრის მასწავლებელი; ფარმაკოგნოზიის, ბიოქიმიისა და სამედიცინო ჟურნალის კლუბის წევრი; სტიპენდიანტი LSMU უნივერსიტეტში, მე - 4 კურსი; ერთ - ერთი საუკეთესო მოსწავლე მთლიან ფაკულტეტზე, როგორც უცხოელ, ასევე ლიტველ მოსწავლეებს შორის L'Oréal Baltic finalis გამარჯვებული; Pharm tech გამარჯვებული; საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წინაშე დავით რამიშვილი წარდგა, როგორც ქართულ - ამერიკული სკოლის სპიკერი და მენტორი; საერთაშორისო ფესტივალის წარმდგენი ქალბატონი ერნა წიფურია და აკადემია "გვირილა"

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page