top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • მე-10 კლასის ინიციატივით...

    მე-10 კლასის ინიციატივით სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში სკოლაში შეგროვდა მშრალი საკვები პროდუქტები, რომლებიც სათნოების სახლს ,,კათარზისს" გადავეცით. 30 დეკემბერს კი ჩვენი სკოლის მეათეკლასელები მოხალისეებად ეწვივნენ ,,კათარზისს" , მიიტანეს ტკბილეული და ორგანიზაციის თანამშრომლებს დაეხმარნენ ბენეფიციარების გამასპინძლებაში.

  • სამოქალაქო განათლების გაკვეთილი

    ქართულ-ამერიკული სკოლის მეათე კლასის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში დაიგეგმა მოსწავლეებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების სწავლება. ამ მიზნით, მოსწავლეები დაუკავშირდნენ კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტს და სთხოვეს მათთვის უფასო ტრენინგი ჩაეტარებინათ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს და ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი მოსწავლეებისათვის გულ-ფილტვის რეანიმაციის პრაქტიკული სწავლება იყო. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორების, მარიამ ფესტვენიძის (MD), დავით კალმახელიძის (MD) და მედიცინის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ელენე ფესტვენიძის ზედამხედველობით, მოსწავლეები დაეუფლნენ CPR-ის მარტივ, მაგრამ აუცილებელ უნარებს სპეციალიზებული მანეკენების გამოყენებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო შიუკაშვილმა და სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინი ზარდიაშვილმა ტრენინგში აქტიური ჩართულობისთვის მოსწავლეები და მასწავლებლები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

  • მწერალი გოდერძი ჩოხელი

    ქართულ-ამერიკული სკოლის მეშვიდეკლასელებმა ქართველი მწერალი გოდერძი ჩოხელი გაიხსენეს ღონისძიებით : " მე მოვდიოდი დასაბამიდან...". ბავშვებმა წარადგინეს პატარა ეპიზოდები მწერლის სხვადასხვა მოთხრობიდან, გაიხსენეს პოეტის ბიოგრაფია, საუკეთესო ლექსები. საღამო შემეცნებითი, ემოციური და საინტერესო გამოვიდა. მასწავლებელი თინათინ ჯანელიძე.

  • წმინდა ბარბარეს დღე

    "ქალწულებითა განშვენევულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხე გვყავ ჩვენ ცოდვილთა". ამ ტროპარით მოგვილოცეს ჩვენი სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლეებმა ბარბარობის დღესასწაული. გაიხსენეს წმ. ბარბარეს ცხოვრება და მისი ღვაწლი. ბოლოს კი გაგვიმასპინძლდნენ გემრიელი ლობიანებით. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ბარბარობას. წმინდა ბარბარეს ლოცვით, ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და ბედნიერება.

  • სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში

    სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში, მოსწავლეები არაერთ აქტივობას გეგმავენ, მე-10-3 კლასის მოსწავლეებმა საპროექტო თემად ძალადობის შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აირჩიეს. მათი პირველი აქტივობა კვლევა იყო, მათ თანატოლებში კვლევა ჩაატარეს, რათა გაეგოთ რამდენად ფლობდნენ ისინი ინფორმაციას ძალადობის სხვადასხვა ფორმისა და მათთან გამკლავების გზებზე. კვლევის ჩატარების შემდეგ პროექტის ორგანიზატორები დაუკავშირდნენ სოციალური მუშაობის მაგისტრს, თსუს მოწვეულ ლექტორს ირმა ბებერაშვილს და სთხოვეს რომ მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაეტარებინათ. სტუმარი შეხვდა დაინტერესებულ მოსწავლეებს და შეხვედრაზე განხილული იყო ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მათი ნიშნები, მათთან გამკვალების გზები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები.

  • გენდერული თანასწორობა

    ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე: "გენდერული თანასწორობა". მოსწავლეებმა განიხილეს გენდერთან დაკავშირებული ტერმინები, იმსჯელეს სტერეოტიპებზე, სავალდებულო გენდერულ კვოტირებაზე. შესრულდა სხვადასხვა აქტივობა. ღონისძიებას უძღვებოდა მოწვეული ტრენერი - ნინო ოტიაშვილი.

  • სპორტული აქტივობები

    მშობელთა ჩართულობით ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მშობლებმა და მასწავლებლებმაც მიიღეს. აქტივობებმა, რომლებშიც 1-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხალისიანად და ემოციურად ჩაიარა. მონაწილეეები კი სიგელებით დააჯილდოვეს. სპორტში გუნდური მუშაობა მოითხოვს პასუხისმგებლობას, მეგობრულ დამოკიდებულებას, საკომუნიკაციო უნარებს და კომპრომისების დაშვებას. გუნდის ნაწილად ყოფნა მოსწავლეებს თვითრეალიზებაში ეხმარება და თავდაჯერებულობას და მიზანდასახულობას მატებს მათ. GAS -ში სპორტული ცხოვრება უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც სკოლაში ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის სპორტული აქტივობები.

  • 𝘾𝙤𝙡𝙡𝙚𝙜𝙚𝘽𝙤𝙖𝙧𝙙 𝙀𝙭𝙖𝙢𝙨

    ქართულ - ამერიკული უმაღლესი და ქართულ- ამერიკული სკოლების მოსწავლეებმა, ჩვენი სკოლების ვაკის ტესტ-ცენტრში 𝟮𝟱 ოქტომბერს ჩააბარეს 𝑷𝑺𝑨𝑻/𝑵𝑴𝑺𝑸𝑻 გამოცდა. აღნიშნული გამოცდა 𝑮𝑨𝑯𝑺 და 𝑮𝑨𝑺 სკოლების ამერიკული პროგრამის სავალდებულო ნაწილია, რომლის ქულასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს უცხოურ უნივერსიტეტებში გრანტის მიღებისთვის. ამიტომაც ამერიკის და ევროპის მოსწავლეები მასიურად აბარებენ მას. წელს 𝑷𝑺𝑨𝑻/𝑵𝑴𝑺𝑸𝑻 გამოცდა მსოფლიოში თითქმის მილიონ-ნახევარმა, ზუსტად კი 𝟭 𝟰𝟲𝟵 𝟬𝟵𝟭 -მა 𝑿𝑰 და 𝑿𝑰𝑰 კლასების მოსწავლეებმა ჩააბარეს და აი, ამერიკიდან ჩამოვიდა პასუხები და თითოეული მოსწავლის ნაწერის დეტალური ანალიზი. ასევე ჩვენი სკოლების რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბით მსოფლიოში 𝑷𝑺𝑨𝑻/𝑵𝑴𝑺𝑸𝑻 გამოცდის საშუალო ქულა 𝑿𝑰 კლასელთათვის არის 𝟵𝟴𝟳; 𝑬𝑹𝑾 – 𝟓𝟎𝟏, 𝑴𝑨𝑻𝑯-𝟰𝟴𝟲, ჩვენი სკოლების მოსწავლეებისთვის კი 𝟭𝟬𝟰𝟲; 𝑬𝑹𝑾 – 𝟱𝟭𝟰, 𝑴𝑨𝑻𝑯-𝟱𝟯𝟮 მსოფლიოში 𝑷𝑺𝑨𝑻/𝑵𝑴𝑺𝑸𝑻 გამოცდის საშუალო ქულა 𝑿𝑰𝑰 კლასელთათვის არის 𝟴𝟬𝟰; 𝑬𝑹𝑾 – 𝟯𝟵𝟱, 𝑴𝑨𝑻𝑯 - 𝟰𝟬𝟵, ჩვენი სკოლების მოსწავლეებისთვის კი 𝟵𝟲𝟰; 𝑬𝑹𝑾 – 𝟰𝟲𝟴, 𝑴𝑨𝑻𝑯 - 𝟰𝟵𝟲 ვულოცავთ 𝑮𝑨𝑯𝑺 და 𝑮𝑨𝑺-ს აღნიშნულ შედეგებს და გაგაცნობთ ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს, რომლებმაც 𝟭𝟬𝟬𝟬-ზე მეტი ქულა მიიღეს: 𝑿𝑰 კლასელები: ჩხიკვაძე დავით, ქიტიაშვილი მიხეილ, ჩუბინიძე ნუცა, ანდღულაძე ანა, მირზოიანი დავით, ჩაფიძე ანა, ნიდენს მარია, ჯიქიძე გიორგი, ფილაური სანდრო, რაზმაძე ლია, სამარგულიანი ჯანო. 𝑿𝑰𝑰 კლასელები: დემეტრაშვილი რევი, ჭყოიძე თორნიკე, გოგრიჭიანი დავით, კეკელიძე ზურაბ, ფარესიშვილი ნიკა, გუგუშვილი საბა, ანასაშვილი მარიამ, ბლუაშვილი მარიამ, დათიაშვილი მარიტა, ფირცხალავა დეა, ქორქაძე ალექსანდრე, სუხიტაშვილი ვაკო, ზვიადაური ლუკა, ხარაიშვილი ნია, ბოჭორიძე სოფო, ბაქარაშვილი მარიამი, ფერაძე ანა, დიასამიძე ნია, ბიჩინაშვილი ბარბარე, ბერიძე სალომე, ცერცვაძე ალექსანდრე, ჩხეიძე ლიზა, ყაფლანიშვილი ხატია, პავლიაშვილი საბა, ტუღუში თორნიკე, ჯალიაშვილი ოთარ, ალადაშვილი სალომე, ხატიაშვილი ხატია, ბოსტოღანაშვილი ილია, გოგრიჭიანი სეხნე, ხურცილავა ანანო.

  • 💫ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრები

    ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრები 13 დეკემბერს ესტუმრნენ “ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციას". ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ვანო მთრალაშვილი, ეკოკლუბის წევრებს ესაუბრა ცირკულარულ ეკონომიკასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემებზე.

  • ტაილანდი 2023

    IJSO-2023 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ოლიმპიადაზე, რომელიც წელს ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში ჩატარდება, საქართველოს ნაკრებს წარადგენს ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის X კლასის მოსწავლეები: • ანა ჩხორთოლია • ნიკოლოზ ყულოშვილი • რაულ ხუჭუა • ნიკოლოზ აბაშიძე • გიორგი ფანჯიკიძე • იაკობ საფარაშვილი გუნდის ხელმძღვანელები არიან ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი ირმა მესხიშვილი და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი. გუნდის ლიდერია ფიზიკის მასწავლებელი გიორგი ვასაძე IJSO ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება და მოიცავს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებს. IJSO – მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოლიმპიადად და ის 10 დღის განმავლობაში გრძელდება. წელს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას უმასპინძლებს ტაილანდის სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდორნი .   ბრავოოო, ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ოლიმპიადაზე!    მე-20 საერთაშორისო ახლაგაზრდული ოლიპიადა IJSO 2023 -ზე, რომელშიც საქართველოს ნაკრებს 𝗚𝗔𝗛𝗦&𝗚𝗔𝗦-ის დელეგაცია წარმოადგენდა მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. #IJSO2023   #Bangkok   #Thailand   #ScienceOlympiad    გილოოცავთ, 𝗚𝗔𝗛𝗦&𝗚𝗔𝗦-ის სკოლები ამაყობენ თქვენით!  ყოველთვის გვჯერა თქვენი წარმატებების

  • The achievements of Georgian-American school graduates are increasing.

    We are proud to introduce you to the success story of our outstanding graduate. Keso Jorjiashvili graduated from the Georgian-American school last year and enrolled in the Free University with the highest grades in Georgia winning the full scholarship. Today, Keso visited her school to share her opinions to the senior students about the importance of motivation and success. “The skills acquired at Georgian-American school were very useful to me as a student. I often wanted to have fun and spend time like other kids, but I always set these thoughts aside and didn't put anything before work and studies. That's why I recommend you to use the opportunities the school gives you thoroughly, then you will thank the teachers and yourself. Courage and using time wisely always brings results, and I am convinced you will be the ones who will tell others how to achieve success." Just recently, Keso was among the 12 outstanding students who traveled to the Italian city of Naples, attended the game of the Napoli football club, and met the legendary football player Khvicha Kvaratskhelia. In addition to this, she has recently become a Gulf scholarship holder and was assigned a monthly salary of 300 GEL. We believe that a successful young student studying at the Faculty of Management and Social Sciences of the Free University will contribute to the development of the country after her graduation. Congratulations to Keso! We are sure that Georgian-American school will be proud of student’s achievements many more times!

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page