top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალი და კვლავ გამარჯვება

    2022 წლის ბოლო დღესაც მინდა სასიხარულო ამბავი გაუწყოთ. დღეს გაიმართა მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის დასკვნითი ფინალური ეტაპი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები: არჩილ ბერაია; ელენე თოხაძე; ელენე ბრელიძე; სახელობითია ნომინაციური ჯილდო - პრიზი ყველაზე შინაარსიანი ნაშრომისათვის + ფულადი პრემია - იგი ატარებს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსის, მამუკა კაჭკაჭიშვილის სახელს. ამ პრიზის მფლობელი გახდა ქართულ-ამერიკული სკოლის მეათე კლასის მოსწავლე არჩილ ბერაია, რომელმაც წარადგინა თემა- სამმაგი მათემატიკური ქანქარის ქაოსური მოძრაობის შესახებ. ქართულ-ამერიკული სკოლის ყველა მოსწავლეს ვუსურვებთ გამარჯვებას და ბედნიერ 2023 წელს! მადლობა პროექტის ხელძღვანელს - გოგა სუქნიძეს გაწეული შრომისთვის. ქართულ-ამერიკული სკოლა Georgian-American School ამაყობს თქვენით

  • ასტრიდ ლინდგრენის კვირეული

    ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის ფარგლებში,მე-3-გ კლასში ჩატარდა ვიქტორინა ,რომელიც მიეძღვნა მწერლის შემოქმედებას.(პედაგოგი ნ.ბართიშვილი).ასტრიდ ლინდგრენის კვირეული

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრონომი გიორგი ჯავახიშვილი

    9 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლას სტუმრობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, ასტრონომი გიორგი ჯავახიშვილი. მან ასტრონომიით დაინტერესებულ VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია, რომელშიც საუბარი იყო ასტრონომიის, როგორ ც მეცნიერების ჩამოყალიბების ისტორიული გზაზე, ასევე, დღევანდელ მიღწეულ შედეგებზე ასტრონომიაში, კაცობრიობას მიერ დაგროვებულ ცოდნაზე სამყაროს შესახებ და მეცნიერების ამ სფეროს სამომავლო პერსპექტივებზეზე. ლექციაში აღწერილი იყო როგორც უძველესი, ასევე თანამდროვე გზები, რომელთა მეშვეობით ასტრონომები იღებენ ინფორმაციას ციური სხეულების შესახებ. ლექციის დასასრულს ბატონმა გიორგიმ უპასუხა

  • ქართულ-ამერიკული სკოლის კურსდამთავრებულთა მიღწევები მზარდია.

    დღეს კიდევ ერთი გამორჩეული კურსდამთავრებულის წარმატების ისტორიას გაგაცნობთ. კესო ჯორჯიაშვილმა შარშან დაამთავრა ქართულ-ამერიკული სკოლა და მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით, რეპეტიტორების გარეშე, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულებით, 100% იანი დაფინანსებით, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. დღეს კესო საკუთარ სკოლას სტუმრობდა და უფროსკლასელებთან შეხვედრისას მოტივაცივაციისა და წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა. “უანრჩვევები, რომლებიც ქართულ-ამერიკულმა სკოლამ შემძინა, ძალიან გამომადგა სტუდენტობისას. ხშირად მდომებია სხვა ბავშვებივით გართობა და დროს უდარდელად გატარება, თუმცა ყოველთვის ვერეოდი საკუთარ თავს და საქმესა და სწავლაზე წინ არაფერი დამიყენებია. ამიტომაც გირჩევთ გამოიყენოთ ბოლომდე ის შესაძლებლობები, რასაც სკოლა გაძლევთ, შემდეგ მადლობას ეტყვით მასწავლებლებსაც და საკუთარ თავსაც. სიბეჯითეს და დროის აზრიანად გამოყენებას ყოველთვის მოაქვს შედეგი და სულ მალე ალბათ თქვენც მოუყვებით სხვებს, როგორ მივაღწიოთ წარმატებას”. სულ ახლახანს კესო იმ 12 წარჩინებულ სტუდენტს შორის მოხვდა, რომლებიც იტალიის ქალაქ ნეაპოლში, საფეხბურთო კლუბ ნაპოლის თამაშზე გაემგზავრა და უკვე ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა. ის ახლახანს გალფის სტიპენდიანტიც გახდა და თვეში 300 ლარის ოდენობით ხელფასი დაენიშნა. გვჯერა, რომ ახალგაზრდა წარმატებული სტუდენტი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს, სასწავლელის დამთავრების შემდეგ საკუთარ წვლილს ქვეყნის განვითარებაშიც შეიტანს. ვულოცავთ კესოს წარმატებას! დარწმუნებულები ვართ ქართულ-ამერიკული სკოლა კიდევ მრავალჯერ იამაყებს მისი მიღწევებით!

  • კონფერენცია საბუნებისმეტყველო თემებზე 🌎🐆🌞🌈🐼⛅🌾🐧⛄🌍

    ქართულ-ამერიკული სკოლის III(1) და III(2) კლსებში პედაგოგების დიანა კახეთელიძისა და მარადი ჩოხელის ხელმძღვანელობით ჩატარდა კონფერენცია საბუნებისმეტყველო თემებზე. მესამეკლასელებმა I და II კლასის მოსწალეებს გააცნეს თემები: "დედამიწა და წყალი", "ცხოვრება ჰაერში", "საარსებო გარემო" და "ჩვენი გალაქტიკა". ხოლო შემდეგ უპასუხეს პატარა მეგობრების დასმულ შეკითხვებს.

  • "ყველა ნარჩენი გადასაყრელი არ არის"

    ქართულ-ამერიკული სკოლის VI(1) და VI(2) კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნათია ძამუკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ღონისძიება "ეკოლოგია" და "ყველა ნარჩენი გადასაყრელი არ არის". მათ თავიანთი პრეზენტაციებით ისაუბრეს დიდ პრობლემაზე ყველა საბინადრო გარემოში და დასახეს მათი მოგვარების გზები. ასევე ისაუბრეს, რომ ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება შეიძლება სხვადასხვა ნარჩენის გადამუშავებით, რაც აგრეთვე დაზოგავს ბუნებრივ რესურსებს.

  • 🍁🍄🌾🍀🌵სტუმრად ანემონეში👍🌿💐☘️🌺🍂🌼

    🍁🍄🌾🍀🌵სტუმრად ანემონეში👍🌿💐☘️🌺🍂🌼 ქართულ-ამერიკული სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მცენარეების მაღაზია-სალონ „ანემონეში“. მოსწავლეებმა საკუთარი ჯადოსნური ხელებით გააკეთეს მინი ბოსტანი და საშემოდგომო კომპოზიციები.

  • კლიმატის ცვლილება

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს "ვორქშოფი" - კლიმატის ცვლილება. ამ ფორმით შეურთდნენ მსოფლიო პარასკევის დღის აქციას კლიმატის ცვლილების შესახებ. სამუშაო შეხვედრა იყო ინტერაქტიული. მოწვეული იყო საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და კონკრეტიული პრაქტიკული მაგალითებით აღწერა, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა შეიტანოს საკუთარი წვლილი კლიმატის ცვლილებაში.

  • ნარჩენების ახალი სიცოცხლე

    ქართულ-ამერიკული სკოლის ხელოვნების პედაგოგმა, ნათია გიორგაძემ მე-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა პროექტი "ნარჩენების ახალი სიცოცხლე". პროექტის მიზანია მოსწავლეები თავიდანვე შეეეჩვიონ გარემოს გაფრთხილებას; გაიაზრონ, რომ გამოუყენებელი ნარჩენი არ არსებობს და მათგან ბევრი სასარგებლო ნივთის შექმნა შეიძლება. მოსწავლეებისთვის ეს აქტივობა ძალიან სახალისო გამოდგა. მათ სხვადასხვა ნივთებისგან დაამზადეს ცხოველების ფიგურები, ფანქრების ჩასაყრელი კოლოფები, ყულაბები, ლარნაკები და ა.შ.

  • საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ექსპერტი აშშ-დან

    ქართულ-ამერიკულ სკოლას , ტომას ბელენსია სტუმრობდა. მოსწავლეებთან სტუმარმა განიხილა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების პრაქტიკა სამართალთან დაკავშრებით, როგორ ხდება კლიენტებისთვის სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, კლიენტების წარმოდგენა იურიდიულ მოლაპარაკებებსა და სასამართლო პროცესებში; სტუმარმა გაიხსენა ყველაზე რთული ქეისები მისი პრაქტიკიდან და მოსწავლეებს აუხსნა მათი გადაჭრის გზები; შეხვედრაზე არაერთი კითხვა დაისვა, რასაც ტომასმა სიღრმისეულად უპასუხა; . მოწვეული სტუმარი 20 წელზე მეტია მუშაობს აღნიშნული მიმართულებით. ბელენსია პროფესიას ,,ემორის სამართალმცოდნეობის სკოლაში“ (Emory Law School) დაეუფლა. ქართულ-ამერიკულ სკოლას მუდმივად სტუმრობენ დარგის სპეციალისტები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს, რაც მათ მომავალი პროფესიის არჩევას უადვილებს The expert of international business law, Tomas Belencia, visited the Georgian-American school. The guest discussed examples related to law, how to prepare legal documents for clients, representing clients in legal negotiations and court proceedings; The guest recalled the most difficult cases from his practice and discussed the ways of solving them; Tomas answered all the questions in depth; the guest has been working in this field for more than 20 years. Belencia mastered the profession at Emory Law School.

  • სასწავლო ექსკურსია ტექნო პარკის ფაბ-ლაბში

    მეხუთეკლასელები ტექნოპარკს სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფაბლაბი, 3D მოდელირების საბეჭდი მოწყობილობები, სივრცეები, სადაც სტარტაპერები საკუთარი იდეების განხორციელებას ახდენენ. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარება და მეტი ჩართულობა თანამედროვე ტექნოლოგიებში. Educational excursion to the Fab-Lab. Fifth graders visited Techno park where they found out more information about fab lab, 3D modeling printing devices, spaces where startups implement their ideas. The purpose of the excursion was to develop innovative thinking among students and more involvement in getting acquainted with cutting-edge technologies.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page