Search this site
452 results found with an empty search
- MDF-ის მედიაწიგნიერების გუნდი ქართულ-ამერიკულ სკოლაში.
27 სექტემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში კლუბ ,,მოქალაქეობის’’ ინიციატივით გაიმართა მედიის განვითარების ფონდის, MDF-ის მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე ,,გაზომე სიმართლე’’. მოსწავლეებს მედიაწიგნიერების გუნდმა ასწავლა ინფორმაციის გადამოწმების სხვადასხვა ხერხი, რათა მათ შეძლონ ყალბი ინფორმაციის, ვიზუალური მანიპულაციისა და ყალბი ანგარიშების ამოცნობა. Სემინარმა მოსწავლეებს შესძინა ის ცოდნა და უნარები, რაც აუცილებელია თანამედროვე ციფრულ და ინფორმაციულ სამყაროში სწორად ორიენტირებისათვის. ქართულ-ამერიკული სკოლა მადლობას უხდის მედიის განვითარების ფონდ MDF-ს და მის გუნდს გაწეული საინტერესო სამუშაოსთვის, ასევე US Embassy Tbilisi, Georgia-ს ტრენინგების სერია ,,გაზომე სიმართლის” მხარდაჭერისთვის.
- გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!
#happyteachersday2022 #gasschool ''ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს, ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს სამყარო. განათლება ერთადერთი გამოსავალია!''
- REGENERON ISEF -მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი მოსწავლეთა შორის
REGENERON ISEF - International Science and Engineering Fair არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი მოსწავლეთა შორის. 1950 წლიდან, იგი ყოველწლიურად იმართება აშშ-ში. GAHS-ის გამარჯვებული პროექტების ავტორები, საქართველოს სახელით, მიემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას იღებენ კონკურსში, მათ თანატოლ 1800 მოსწავლესთან ერთად მსოფლიოს 80 ქვეყნიდან. თითოეული მონაწილე სტენდზე წარმოადგენს საკუთარ ნამუშევარს და იცავს თავის ნაშრომს ჟიურის წინაშე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკომპლექტებულია ნობელის პრემიის ლაურეატებით. სკოლის დირექტორმა, მამუკა მესხიშვილმა 2005 წელს დააფუძნა INTEL ISEF- ის წარმომადგენლობა საქართველოში - GEO 001, სახელწოდებით საქართველოს სამეცნიერო პროექტების ოლიმპიადა https://findafair.societyforscience.org/?form= წელს, საქართველოს სამეცნიერო პროექტების ოლიმპიადა გაიმართება 15/03.2022-21/03/2022. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 14/03/2022. გამარჯვებული პროექტები მაისში ატლანტის საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენაზე წარდგებიან ონლაინ ფორმატში.













