Search this site
452 results found with an empty search
- International projects in Georgian-American school
Another amazing project held in Romania from March 1-6 supported by Erasmus+ and implemented by local organization International center of education. ProActive Group Georgia had an opportunity to send 5 young people and group leader of Erasmus+ project:” STAY SAFE “, brought together 30 young people from 5 countries, from Italy, Turkey, Romania, Georgia and Armenia. The aim of the project is to raise awareness among the population about the phenomenon of Cyberbullying. The participants had the opportunities to get acquainted with the culture and traditions of different countries on intercultural evenings. Saba Gogoladze – one of the successful student of Georgian-American school student participated in the project.
- Слава Україні!
საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც ქართულ-ამერიკული სკოლა გასულ წელს წარმატებით დაამთავრეს, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შეხვედრა გამართეს. მათ საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს მოსწავლეებს და ვრცლად ისაუბრეს ომის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. გამოსავლის ძიებას ბევრი მწვავე კითხვა მოჰყვა. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თითოეული ადამიანი, ყველა შესაძლო საშაუალებით, არაძალადობრივი მეთოდით უნდა ებრძოლოს ამ უდიდეს ბოროტებას. ქართულ-ამერიკული სკოლა მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მზად არის დაეხმაროს მათ ყველა შესაძლო საშუალებით. #დიდებაუკრაინას #SlavaUkraini
- საქართველოსა და უკრაინის გამარჯვებული გუნდების საერთაშორისო წარმატება
საქართველოსა და უკრაინის გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო წარმატებას ქვეყნებს შორის მშვიდობასა და ტოლერანტობას უძღვნიან ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდები, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე- Expo-Sciences Asia 2022 საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა, ათი მედლით, გამარჯვებით ბრუნდებიან საქართველოში. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით რთული იყო, ომის ფონზე, უკრაინელ მოზარდებთან ერთად ყოფნა. საქართველოს გუნდი ამხნევებდა უკრაინელ გუნდს და გვერდში ედგა. აღნიშნული სკოლების დირექტორებმა უკრაინულ გუნდს საქართველოში დროებით დარჩენა და საკუთარი საცხოვრებელი შესთავაზა. საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტად განიცდიდა მათ მდგომარეობას, რადგან საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ომის უბედურება. ათიათასად მძიმე იყო ეს გამარჯვება, თუმცა ყველა მიხვდა, რომ ომსა და ბოროტებას მხოლოდ ტოლერანტობით, ცოდნითა და სიკეთით დააამარცხება. კონფერენციაში 38 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, 705 სამეცნიერო პროექტიდან, რომლებიც სხვადასხვა სექციაში იყო, ჩვენი მოსწავლეები მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების მიმართულებით წარდგნენ და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეს. GAS&GAHS
- Model United Nations Development Programme
Model United Nations Development Programme - ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები 18-20 თებერვალს ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები: ანი გოგია, ელენე ციციშვილი, ნატალია პაპუაშვილი, გიორგი ჩომახიძე, გიორგი კოპალიანი, ლუკა ალადაშვილი, ზურაბ ჟორჟოლიანი და ჯანო სამარგულიანი მონაწილეობდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მოდელირებაში (Model United Nations Development Programme), რომელიც წელს პირველად ჩატარდა დისტანციურად. ამ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არის უდიდესი გამოცდილება შეიძინონ ცოდნა, განავითარონ საკუთარი უნარები და წვლილი შეიტანონ გლობალური და რეგიონალური პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტაში. კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერთიფიკატებით.
- საერთაშორისო პროექტი - „ჩემი ევროპული ქალაქი“
კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი - „ჩემი ევროპული ქალაქი“ . ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა - სანდრო ნაზღაიძემ, ნია კახიანმა, სოფო მჭედლიშვილიმა, სოფია კერესელიძემ, რეზი ბუხაიძემ, ანდრია წილოსანმა, გიორგი მუკუტაძემ, სანდრო ხოდელმა, ანანო კენჭაძემ, ანა საკერმა და მასწავლებელმა, ეკატერინე ჭუჭულაშვილმა, მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში „ჩემი ევროპული ქალაქი: დემოკრატიის 100 ადგილი“. პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის და უკრაინის ეროვნული საზოგადოების კონგრესის მხარდაჭერით. #KonradAdenauerStiftungUkraine #КонгресснациональныхобщинУкраины ბანაკის საქმიანობა მოიცავდა მასტერკლასებს, ვებინარებს, შემოქმედებით დავალებებსა და პროექტებზე მუშაობას. სკოლა- ბანაკში იყო განხილული ისეთი თემები, როგორებიცა: ურბანისტიკა, პროექტის მენეჯმენტი, დემოკრატიული არქიტექტურა, ქალაქის იდენტობა და ა.შ. ბანაკის დასრულებისას ჯგუფებმა შექმნეს დემოკრატიული ადგილების რუკები. დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს საჩუქრები და სერტიფიკატები. ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებას ჩვენი სკოლის მოსწავლეებს!
- პირველი მოწვევა ფიზიკურ გარემოში
კოვიდ პანმდემიის გამო საერთაშორისო კონფერენციები და ოლიმპიადები ტარდებოდა ონლაინ რეჟიმში. ბოლოს, ჩვენი სკოლა ფიზიკურ გარემოში მონაწილეობდა აშშ-ში, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს მოდელირებაში 2020 წელს. და ახლა სასიხარულო ცნობა მოვიდა დუბაიდან, სადაც იმართება მოსწავლეთა მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ღონისძიება - ESA 2022. მისმა ორგანიზატორებმა ჩვენს სკოლას გამოუგზავნეს მოწვევა. Expo Sciences Asia გაიმართება 2022 წლის 20-25 თებერვალს. საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელებს ბატონი მამუკა მესხიშვილი
- ESA 2022
დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგნლობა EXPO-SCIENCES ASIA 2022, რომელიც იმართება 20-25 თებერვალს, დუბაიში, გაერთიანებული ემირატები. საქართველოს ღირსებას დაიცავს ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების გაერთიანებული გუნდი. მათემატიკა ანდღულაძე ანა უყუჯავა მარიამ ხაჟომია ლუკა გოგიშვილი ანასტასია მათემატიკა ვაკო სუხიტაშვილი გუგა აბრამიშვილი ფიზიკა მახარაძე ანდრე გურაშვილი ოთარი იმნაიშვილი ქეთი ჭყოიძე თორნიკე
- სტუმრად ვაკის ფილიალში!
დასრულდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქართულ-ამერიკული სკოლის რამიშვილის და მზიურის ფილიალებში. ორივე ფილიალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გარემონტდა. უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა ორივე შენობა და კმაყოფილებით აღნიშნა ჩატარებული სამუშაოების მაღალი ხარისხი. ახალი წლიდან ჩვენი სკოლები საერთაშორის საგანმანათლებლო პროგრამებს ერთად განახორციელებენ.
- პირველად საქართველოში!
16 ოქტომბერს, ჩვენი სკოლის ვაკის ფილიალში, ი.ჭავჭავაძის 21-ში, მდებარე College Board-ის ლიცენზირებულ ტესტ-ცენტრში, GAHS-ის 54-მა მოსწავლემ ჩააბარა PSAT-ის გამოცდა. აღნიშნული გამოცდა საქართველოში პირველად ჩატარდა ერთი სკოლის ბაზაზე! PSAT-ის გამოცდა ერთ-ერთი ძირითადია, იმ ოთხი გამოცდიდან, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები ამერიკული პროგრამის ფარგლებში ჩააბარებენ High School-ში ( IX-XII კლ.) სწავლის დროს. მაღალი ქულა PSAT-ში პირდაპირ გზას უხსნის ჩვენს აბიტურიენტებს ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებისკენ. მოუთმენლად ველით შედეგებს, რომლებიც ამერიკიდან 3 კვირის განმავლობაში ჩამოვა.
- საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენა აშშ კალიფორნია
საქართველოს ნაკრებმა გუნდმა, რომელიც ქართულ-ამერიკული სკოლის დელეგაციისა და კონკურს ‘ლეონდარდო და ვინჩში’ გამარჯვებული მოსწავლეებისგან შედგებოდა, მონაწილეობა მიიღო პრესტიჟულ ში, რომელიც 9-16 მაისს ამერიკის ქალაქ ლოს ანჯელესში გაიმართა. ქართულ-ამერიკული სკოლის მიერ გამოვლენილ იქნა ფინალისტი - ნატალი ჭუმბურიძე, რომელმაც ბიოლოგიაში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინა. გამოფენის დასასრულს, კონკურსანტებმა ნახეს და დაათვალიერეს ლოს-ანჯელესის ღირსშესანიშნაობები, იმოგზაურეს ჰოლივუდში, სანტა-მონიკაში, ეწვივნენ გრემის თეატრს და ნოკიას მუზეუმს. 1950 წელს დაარსებული Intel ISEF-ის საერთშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენა მსოფლიოს უმსხვილესი კონკურსია, რომელშიც ყოველწლიურად 70 ქვეყნის 1500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ახალგაზრდა მეცნიერები ერთმანეთს საინტერესო და ორიგინალური სამეცნიერო-საინჟინრო ნაშრომებით ეჯიბრებიან. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები Intel ISEF-ის გამოფენაზე 2005 წლიდან მონაწილეობენ. ქართველი მოსწავლეებისათვის ყველაზე წარმატებული 2007 წლის ნიუ-მექსიკოს კონკურსი იყო. მაშინ ლადო მესხიშვილის ნაშრომმა “რეკურსიული დამოკიდებულება კონგრუმის პრობლემის ამონახსნებისთვის” ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სპეციალური პრიზი დაიმსახურა; ხოლო გუნდური პროექტების სექციაში გაიმარჯვა გიორგი კუხალაშვილის, ნიკა გიგაშვილის და გიორგი ბენაშვილის ნაშრომმა “უსასრულო ამონახსნებიანი დიოფანტური განტოლებების ახალი კლასი”, რომელმაც გუნდური პროექტების სექციაში IV პრიზი დაიმსახურა. მომავალ წელს Intel ISEF პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში გაიმართება.
- ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია ICYS სერბეთში
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია ICYS 2014 წელს ოცდამეერთედ ჩატარდა. ამჟამად კონფერენცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. საქართველოს ნაკრები ჩვენი სკოლის 1 და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 7 მოსწავლით დაკომპლექტდა. მათ წარადგინეს ოთხი საპროექტო ნაშრომი. როგორც ყოველთვის, კონფერენცია საუკეთესოდ იყო ორგანიზებული. მასპინძლებმა მრავალფეროვანი ტური მოუწყვეს მონაწილეებს. ჯგუფზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა სავას და მარკოზის სახელობის მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა. ასევე განუმეორებელი იყო ექსკურსიები ავალას სატელევიზიო კოშკზე და გემით მოგზაურობა დუნაიზე. ამჯერადაც ქართველები წარმატებით გამოვედით მათემატიკის სექციაში და პირველობა არავის დავუთმეთ. ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლები - აი ასეთია ჩვენი მიღწევა ბელგრადის ICYS კონფერენციაზე. მასში 18 ქვეყნის 124 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანეს შემდეგმა მოსწავლეებმა: გიორგი ჯგუშია და ნათია ჭეიშვილი - ვერცხლის მედალი ირაკლი გორდაძე და ანდრია ასათიანი - ვერცხლის მედალი ლანა თედიაშვილი და ირაკლი ირემაშვილი - ბრინჯაოს მედალი ზურა შატავიძე და გიორგი ბერუაშვილი - საპატიო სიგელი ნაკრები ბელგრადში სტამბულის გავლით ჩავიდა. ამიტომაც, ბატონი მამუკას თაოსნობით ნაკრებმა სტამბულის ორი მთავარი ღირსშესანიშნაობა - აია სოფიას შესანიშნავი ტაძარი და სულთნის თოფქაფის სასახლე მოინახულა.
- ICYS 2016 ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია
დამტკიცდა ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა გუნდი, რომელიც საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზებს XXIII საერთაშორისო კონფერენციაზე. ICYS 2016 ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში 16-22 აპრილს გაიმართება. საქართველოს ღირსებას რუმინეთში დაიცავენ ჩვენი სკოლის შემდეგი მოსწავლეები: 1. ნია ბარამაძე 2. ეკატერინე აქუბარდია 3. მარიამ ბუღაძე 4. მარიამ როსტომაშვილი მათემატიკის სექციაში პროექტების ხელმძღვანელია, ქართულ-ამერიკული სკოლის კათედრის გამგე - ია მებონია, ფიზიკის პედაგოგი - გენადი კიანი.













