Search this site
452 results found with an empty search
- გამარჯვება ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე
გამარჯვება IYIPO ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა. წელს პროექტში 400-ზე მეტმა ნორჩმა გამომგონებელმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 30 ქვეყნის დელეგატი ეწვია დედაქალაქს. ოლიმპიადა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 21-22 აპრილს გამართულ გამოფენაზე, წარმოდგენილი 150 ნამუშევრიდან ჟიურიმ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული პროექტები გამოვლინა, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა : მარიამ ქანაშვილმა და გიორგი მესხმა ოქროს მედლები მოიპოვეს მათემატიკის სექციაში (ნაშრომის ხელმძღვანელი: ია მებონია) . საერთაშორისო ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ.
- სტუმრად გარდენიაში
ქართულ-ამერიკული სკოლის II კლასის მოსწავლეები სოფო ომიაძის ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ გარდენიას უმშვენიერეს სანერგეს, ბაღის დათვალიერების შემდეგ შეღებეს ქოთნები, დარგეს მცენარეები, გაეცნენ ყვავილების მოვლის წესებს. ასევე, მოინახულეს ძეგლი ,, საქართველოს მემატიანე’’, დაათვალიერეს ქვაზე ამოკვეთილი ბიბლიური და ისტორიული სიუჟეტები.
- გასვლითი გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში
31 მაისს მესამე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში ბოტანიკურ ბაღში. (პედ. ა. ზურაშვილი,მ. ჩოხელი, დამრიგ:თ. კაპანაძე და ნ. ბიბილეიშვილი). მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაღი, მოისმინეს დამატებითი ინფორმაცია პედაგოგისგან. შემეცნებითი გაკვეთილის დასასრულ, მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფად და გამართეს ვიქტორინა.
- მოჭადრაკეების დაჯილდოვება ოლიმპიური ჩემპიონის ნანა ძაგნიძის მიერ.
ქართულ-ამერიკულ სკოლას 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს სტუმრის სტატუსით ეწვია ცნობილი მოჭადრაკე - დიდოსტატი - ნანა ძაგნიძე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ და პირად ჩათვლაში. მოჭადრაკე „ვარსკვლავთა“ ტურნირის გამარჯვებული, გრან პრის ტურნირების მონაწილე, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ქალბატონმა ნანამ ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა მოსწავლეებს. ნორჩ მოჭადრაკეებთან გამართა ერთობლივი თამაშის სეანსი და დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა შიდა სასკოლო და საკლასო ჩემპიონატებისა და საჭადრაკო ამოცანების კონკურსში გამარჯვებული მოჭადრაკეები. ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა შემდგომი წარმატებები უსურვეს ქალბატონ ნანას. ჭადრაკის პედაგოგი ეროვნული ოსტატი, თამარ კაჭარავა.
- მხიარული მათემატიკა
21 მარტს ჩატარდა სახალისო ვიქტორინა მათემატიკაში მე-4 კლასის მოსწავლეებს შორის. მათემატიკური პაექრობა გაიმართა როგორც გუნდებს, ასევე კაპიტნებს შორის. გამარჯვებული გუნდები სიგელებით დაჯილდოვდა. ვიქტორინა მიმდინარეობდა საინტერესოდ, ემოციურად და ხალისიანად.
- ქართულ-ამერიკული სკოლა მოსწავლეებს ულოცავს მასშტაბურ გამარჯვებას
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები ინტენსიურად მონაწილეობენ რესპუბლიკურ ოლიმპიადებში და აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებებს. ამჯერად მათ გაიმარჯვეს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში. ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს მასშტაბურ გამარჯვებას პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ქართული ენა და ლიტერატურა: ნია ბარამაძე , ეკა აქუბარდია - გუნდური გამარჯვება (მერვე კლასი) ეკატერინე აქუბარდია - პირადი გამარჯვება (მერვე კლასი) ლიზი ბუხრაშვილი - საპატიო დიპლომი (მეხუთე კლასი) ანამარია ქათამაძე - საპატიო დიპლომი (მეექვსე კლასი) ელენე ჯიშკარიანი - საპატიო დიპლომი (მეშვიდე კლასი) ნინო ფიფია - საპატიო დიპლომი (მეშვიდე კლასი) ნუცა ხახიაშვილი - საპატიო სიგელი (მერვე კლასი) მარიამ ქანაშვილი - საპატიო დიპლომი (მეცხრე კლასი) საბა ხიმშიაშვილი - საპატიო დიპლომი (მეცხრე კლასი) გიორგი ჯანუყაშვილი -დიპლომი (მეხუთე კლასი) ლიზა მეძველია-დიპლომი (მეშვიდე კლასი) ელენე სურამელაშვილი - დიპლომი (მეშვიდე კლასი) ელენე ჯიშკარიანი - დიპლომი (მეშვიდე კლასი) სანდრო ჯანელიძე - დიპლომი (მეშვიდე კლასი) ზურაბ მიხელაშვილი - დიპლომი (მეშვიდე კლასი) ნანო მოდოსიანი - დიპლომი (მერვე კლასი) ლადო კამკამიძე - დიპლომი (მეცხრე კლასი) მათემატიკა: ანამარია ქათამაძე, ლუკა მირზიაშვილი - გუნდური გამარჯვება ანა მარია ქათამაძე - პირადი გამარჯვება ლუკა მირზიაშვილი - პირადი გამარჯვება ლიზი ბუხრაშვილი - დიპლომი (მეხუთე კლასი) ლიზა მეძველია - დიპლომი (მეშვიდე კლასი) გვანცა ხახიაშვილი -დიპლომი(მეშვიდე კლასი) ელენე ჯიშკარიანი - დიპლომი (მეშვიდე კლასი) ნია ბარამაძე - დიპლომი (მერვე კლასი) ინგლისური: ელენე ჯიშკარიანი (მეშვიდე კლასი) პირადი გამარჯვება ანამარია ქათამაძე- საპატიო დიპლომი (მეექვსე კლასი) ალექსანდრე მუსელიანი - დიპლომი(მეშვიდე კლასი) ირაკლი ბერძენიშვილი - პირადი გამარჯვება (მეცხრე კლასი) ისტორია: ეკატერინე აქუბარდია - საპატიო დიპლომი (მერვე კლასი) მარი როსტომაშვილი - საპატიო დიპლომი (მერვე კლასი) ელენე ჯიშკარიანი - დიპლომი (მეშვიდე კლასი) მარიამ ქანაშვილი - დიპლომი (მეცხრე კლასი)
- მათემატიკის კვირეული ქართულ-ამერიკულ სკოლაში
23 თებერვალს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია მათემატიკაში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ VI კლასის მოსწავლეები. კონფერენციას ესწრებოდა დირექცია, მშობლები და მოსწავლეები. მისი მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარები. მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც მრავალფეროვანი, კრეატიული და საინტერესო იყო
- მათემატიკის ოლიმპიადა Mu Alpha Theta
მათემატიკის ოლიმპიადის Mu Alpha Theta გაზაფხულის ტური გაიმართა 14 მაისს. ოლიმპიადაში მონაწილეობდა: ქართულ-ამერიკული სკოლა- 56 მოსწავლე; ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა- 391 მოსწავლე.
- მორიგი წარმატება ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე
ქართულ-ამერიკული სკოლა ევერესტის 2016 წლის მათემატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს: თბილისის მასშტაბით პირველი ადგილი - ვახო ბოხაშვილი (VIკლ.) საუკეთესო ასეული - ლიზი ბუხრაშვილი (VIIკლ.) და იაკობ გოგიჩაიშვილი ( III კლ.) ფინალისტის სიგელი - თორნიკე გაბელია (IIIკლ.), ანდრია ქარდავა (IIIკლ.), რეზი ხაბუბრზანია (IIIკლ.), ალექსანდრე რატიანი (IIIკლ.), ელენე რატიანი (IIკლ.), სოფიო ალიბეგაშვილი (IIIკლ.), ნიკოლოზ ხოჯევანიშვილი (IIIკლ.), არჩილ ბერაია (IVკლ.), ვატო გოგია (IVკლ.), ლუკა ებრალიძე (IVკლ.), ანი გოგია (Vკლ.), ლიზი ბრელიძე (Vკლ.), ჯანო სამარგულიანი (Vკლ.), ლიზი ებრალიძე(VIკლ.). ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადაში და აღწევენ წარმატებას.
- სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში. შემდეგ ეტაპზე უმაღლესი შეფასებით გადასული მოსწავლეები მარიამ ქანაშვილი და გვანცა ხახიაშვილი დაჯილდოვნდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!
- ინგლისურის ოლიმპიადა გაზაფხულის ტური 2016
ინგლისური ენის ოლიმპიადის GAS English Olympics გაზაფხულის ტური გაიმართა 15 მაისს. ოლიმპიადაში მონაწილეობდა: ქართულ-ამერიკული სკოლა- 56 მოსწავლე. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა- 391 მოსწავლე;
- "გახდი ოლიმპიელი''
19 ივნისს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიის’’ საკონფერენციო დარბაზში,,გახდი ოლიმპიელის’’ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ეგიდით წელს პირველად ჩატარდა VI კლასის მოსწავლეთა მათემატიკური ოლიმპიადა. აღნიშნული ოლიმპიადა სხვა შეჯიბრებებისგან განსხვავებით ყველა ეტაპზე უფასოა და მხოლოდ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენას ისახავს მიზნად. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში. ამჟამად ბევრი მათგანი წარმატებული ბიზნესმენია. სწორედ მათი ხელმძღვანელობით, ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მხარდაჭერით გაიმართა აღნიშნული ოლიმპიადა. გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონიალზე ყველა მათგანს საპატიო სიგელები გადაეცა. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის განცხადებით, აღნიშნული ოლიმპიადა ტრადიციული გახდება.













