top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • 🌟სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში ჩვენს სკოლაში კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა. ამჯერად მეათე პირველმა კლასმა უმასპინძლა "კლუბ სინერგიის" წარმომადგენლებს.

    კლუბი სინერგია ფსიქოსოციალური ცენტრია, რომელიც ძირითადად მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მუშაობს. მოსწავლეებმა მათი პროექტის თემად ფსიქიკური ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვის მნიშვნელობა შეარჩიეს. პროექტის ფარგლებში თავად დაუკავშირდნენ აღნიშნულ ორგანიზაციას და სთხოვეს მათთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაეტარებინათ. კლუბი სინერგია დათანხმდა შეხვედრის ორგანიზებას. ფსიქოლოგები რუსუდან ბადრიაშვილი და ანა ჯანიკაშვილი და სოციალური მუშაკი ანი ასლანიშვილი ეწვივნენ სკოლას და მოსწავლეებს ინტერაქციული შეხვედრა ჩაუტარეს. მათ აუდიტორიას გააცნეს ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხერხები, მოსწავლეებს კი საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს რომ მომავალშიც ითანამშრომლონ სკოლასთან.

  • 🔸 15 დეკემბერი - პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძის დაბადების დღეა.

    "ლამის სახლში შემოიჭრას თუთა ლამის თავზე გადამისვას ხელი... დამიძახებს,თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი,ხე ზურმუხტის ფერი... რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა? რა ჩურჩული? დამდაგველი , მწველი ლამის სახლში შემოვიდეს თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი...- 15 დეკემბერი - პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძის დაბადების დღეა. ანა კალანდაძის უფაქიზესი პოეზია აისახა მუსიკალურ ხელოვნებაშიც. სიმღერა „საქართველოო ლამაზო“ , რომანსები „არაბი ხარ“ და „თუთა“. ილია მეორის ინიციატივით ანა კალანდაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი კოლეგების აზრით, წარმოუდგენელიც იყო, პოეზიის დედოფალი მთაწმინდაზე არ დაეკრძალათ, რადგან ანა კალანდაძე მარტო პოეტი კი არა, საგალობლების ავტორიც იყო.

  • 𝗜-𝗙𝗘𝗦𝗧 𝟮𝟬𝟮𝟮 ტუნისი

    საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ტუნისში, 𝗜-𝗙𝗘𝗦𝗧 𝟮𝟬𝟮𝟮 - საერთაშორისო კონფერენციაზე ოთხი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჯილდოები მოსწავლეებმა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში დაიმსახურეს; 𝗜-𝗙𝗘𝗦𝗧 𝟮𝟬𝟮𝟮 - საერთაშორისო კონფერენციაში 𝟯𝟮 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის სექციებში. გამარჯვების შემდეგ მოსწავლეებს ეგზოტიკური ტუნისის ტურიც ხვდათ წილად. დელეგაციამ ტუნისის ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. კულტურული ტური უძველესი ქალაქ კართაგენით დიაწყო და ეგზოტიკური უდაბნოს ადგილების მონახულებით დასრულდა.

  • "მათემატიკის სამყაროში"

    ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მათემატიკის კათედრების ხელმძღვანელების, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორების - მამუკა მესხიშვილისა და ია მებონიას რედაქტორობით გამოიცა წიგნი ,,მათემატიკის სამყაროში", რომელიც მოსწავლეებს საოლიმპიადო მომზადებაში დაეხმარება. „მათემატიკის სამყაროში“ ლოგიკურ აზროვნებაზე დაფუძნებული 1440 ამოცანისგან შედგება. წიგნის შექმნაში აქტიურად მონაწილეობნენ მათემატიკის პედაგოგები. აღნიშნულ სკოლებში „საშაბათო სკოლის“ მეცადინეობა ამ წიგნით წარიმართება. წარმატებას ვუსურვებთ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებს.

  • ტუნისი 2021I-Fest Projects Competition

    2021 წლის 5-8 ნოემბერს უკვე მეთორმეტედ გაიმართა I-Fest Projects Competition. I-Fest მსოფლიოს ახალგაზრდა მეცნიერთა უდიდესი კონფერენციაა აფრიკის კონტინენტზე, რომლეშიც წელს 40 ქვეყნის, 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწიელობდა. მათ 450 პროექტი წარადგინეს 11 სექციაში. უდიდესი წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრები, რომელიც მთლიანად ქართულ-ამერიკული  სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. ​ ქართველმა მოსწავლეებმა 2 პროექტი წარადგინეს მათემატიკის სექციაში. ​ 1. Loci Using Three Fixed Points- მარიამ ანასაშვილი და გიორგი გოგიაშვილი. 2. Generalization of Van Schooten's Theorem-ანა ანდღულაძე და მარი ოკუჯავა. ​ ორივე პროექტმა ოქროს მედალი დაიმსახურა! ერთ სექციაში ორი ოქრო - ეს პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში! საერთოდ კი ოქრო მხოლოდ 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა აიღეს, მათი მოსახლეობების რაოდენობის გათვალისწინებით,საქართველო აბსოლუტურ პირველ ადგილზეა!

  • აშშ, ნიუ-იორკი 2020

    ქართულ–ამერიკული უმაღლესი და ქართულ–ამერიკული სკოლების 21-წევრიანმა დელეგაციამ 2020 წლის 27 თებერვალს – 5 მარტს მოაწყო ვიზიტი ნიუ–იორკში. ისინი მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა გაეროს შტაბ–ბინაში. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო დებატებში, განეხილათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და მოეძიებინათ აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები. დატვირთულ აკადემიურ ნაწილთან ერთად, მოსწავლეებს საკმაოდ საინტერესო კულტურული პროგრამა ჰქონდათ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნიუ-იორკის შემდეგი ღირსშესანიშნაობები: Statue of Liberty, Empire State Building, Times Square on Manhattan, Brooklyn Bridge, Central Park, The Metropolitan Museum of Art, American Museum of Natural History, Intrepid Sea, Air & Space Museum.  აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება ნიუ-იორკში და ის უკვე შევიდა ჩვენი სკოლების წლიურ გეგმაში.

  • თურქეთი, იზმირი  2019

    თურქეთის კონფერენცია წელს მეხუთედ გაიმართა. საქართელოს ღირსება GAHS-ის ოთხმა მოსწავლემ დაიცვა. გიორგი კუბლაშვილი, მარიამ წულუკიძე, მარიამ საფარაშვილი და ლუკა ნავდარაშვილი აი ჩვენი მოსწავლეები, რომლებმაც მათემატიკის სექციაში ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. ​ კონფერენციაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ მათი ხელმძღვანელები ლადო მესხიშვილი და სალომე კუბლაშვილი.ტრადიციულად საუკეთესოდ იყო ორგანიზებული კონფერენციის კულტურული პროგრამა. ანტიკურმა ქალაქმა ეფესომ, სადაც მდებარეობდა არტემიდას ტაძარი და მარიამ ღვთისმშობლის სახლმა მონაწილეებზე წარუშლელი შთაბეჭდილებები მოახდინეს.

  • აშშ, ნიუ-იორკი 2019

    ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების 17-წევრიანი დელეგაციამ 1-8 მარტს მოაწყო ვიზიტი ნიუ-იორკში. ისინი მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდება გაეროს შტაბ-ბინაში. მონაწილეები განთავსდენენ Hilton-ის სასტუმროში და დაათვალიერეს ნიუ-იორკის შემდეგ ღირსშესანიშნაობები: Statue of Liberty, Empire State Building, Times Square on Manhattan, Brooklyn Bridge, Central Park, The Metropolitan Museum of Art, American Museum of Natural History, Intrepid Sea, Air & Space Museum. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება ნიუ იორკში და ის უკვე შევიდა ჩვენი სკოლების წლიურ გეგმაში.

  • ტუნისი 2019

    ტუნისის საერთაშორისო კონფერენცია I-FEST, წელს მეათედ ჩატარდა. კონფერენციაში საქართველოს გუნდი წელს პირველად მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ეს პატივი ჩვენ სკოლას ხვდა წილად. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 4 მოსწავლე მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 500 მოსწავლესთან ერთად ჩაება ასპარეზობაში. მით უფრო სასიხარულოა ქართველების გამარჯვება-დავით ფიცხელაურმა და ლუკა გოგიჩაძემ ვერცხლის, ხოლო ანა რაზმაძემ და დემნა სოხაძემ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს ქიმიისა და ბიოლოგიის სექციებში. საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები ქ-ნი ლელა ფიცხელაური და ქ-ნი დიანა ქანთარია. თამამად შეიძლება ითქვას რომ I-FEST არის აშშ-ს INTEL ISEF–ის ანალოგიური კონფერენცია, რომელშიც ჩვენი სკოლა 2005 წლიდან მონაწილეობს. I-FEST-ზე ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული კონფერენციის კულტურული პროგრამა. მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ძველმა კართაგენმა, სადაც განთავსებულია რომის კოლიზეუმის ზუსტი ანალოგი. დაუვიწყარი იყო ტური საჰარის უდაბნოსა და ოაზისში, სადაც ღამისთევა სპეციალურ კონდიცირებულ კარვებში მოხდა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოხარულია რომ I-FEST-ის სახით კიდევ ერთი ახალი კონფერენცია შევიდა მის ყოველწლიურ საერთაშორისო აქტივობებში. ამიერიდან ჩვენი სკოლების მოსწავლეები სისტემატიურად მიიღებენ მასში მონაწილეობას.

  • აბუ დაბი 2019

    Expo-Sciences International (ESI) არის მსოფლიოს უდიდესი  სამეცნიერო გამოფენა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს ამ ღონისძიებას არაბთა გაერთიანებული ემირატების დედაქალაქმა – აბუ დაბიმ უმასპინძლა. 57 ქვეყნის 1500-მა ახალგაზრდამ წარადგინა თავისი ნაშრომები ამ მსოფლიო ფორუმზე. ​ საქართველოს ღირსებას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 6 მოსწავლე იცავდა: გვანცა გუმბერიძე, ლიზი რუაძე, მარიამ საფარაშვილი, ანა რაზმაძე, მარიამ წულუკიძე და ვაკო კაკაბლიშვილი. მათ მიერ წარგენილმა სამმა თემამ მათემატიკის სექციაში უდიდესი მოწონება დაიმსახურა. სპეციალისტებმა ერთხმად აღნიშნეს მიღებული შედეგების აქტუალურობა და ასევე ნოვატორული ფორმა, კერძოდ, სამივე თემაზე გაკეთებული იყო ანიმაციები GEOGEBRA-ს დახმარებით. ცხადია, სამივე თემა გამარჯვებულთა შორის დასახელდა – ექვსივე მოსწავლემ ოქროს მედლები დაიმსახურა. ​ მონაწილეები საუკეთესო სასტუმრო NOVOTEL-ში ცხოვრობდნენ. ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული საექსკურსიო პროგრამები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს აბუ დაბის ყველა ღირსშესანიშნაობა: Shaikh Zayed Mosque, Heritage Area, Emirates Palace, Etihad Towers.   შემდეგი ESI-2021 მექსიკის ქალაქ იუკატანში გაიმართება.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page